ENG GEO

Search form

ანნა დანელია-არეტცმა წარმატებით ჩააბარა ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ანნა დანელია-არეტცმა წარმატებით ჩააბარა ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი იქნება ნიუ იორკის შტატის ლიცენზირებული ადვოკატი და შეეძლება იურიდიული საქმიანობის ნიუ იორკის შტატში განხორციელება, მათ შორის, ნიუ იორკის შტატის სასამართლოებში კლიენტების წარმომადგენლობა.

აღნიშნული გამოცდის ბარიერის გადალახვა უცხოელი იურისტების მხოლოდ 31%-მა შეძლო.

ნიუ იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიალით ანნას New York State Bar-ში მიღების პროცესი დასრულდება და გაწევრიანების შემდგომ მისი ტიტული იქნება Esquire (Esq.)