თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტის, ირაკლი ჭოლოკავას და კურსდამთავრებულის, ნატალია გრიგალაშვილის წარმატება მეგა პროექტში "Shark Tank Georgia".
ირაკლიმ და ნატალიამ სამი ინვესტორი: მენი ბენიში, სოსო ფხაკაძე და დაჩი ჭოლაძე, კომპანიის 49%-იანი წილით დააინტერესეს და სანაცვლოდ 250,000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს.
ირაკლიმ და ნატამ შარქებს კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი კომპანია Onyx Wings Studio წარუდგინეს და გააცნეს პირველი თამაში სახელწოდებით - Mistcaller.
დამფუძნებლების თქმით, ბიზნეს იდეა თავისუფალ უნივერსიტეტში გაჩნდა და სწორედ აქ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა.