ENG GEO

Search form

სამართლის სკოლის სტუდენტებმა ეროვნულ შეჯიბრში მოპასუხე მხარის საუკეთესო წერილობითი მოსაზრების ავტორის ნომინაციაში გაიმარჯვეს

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები - მარიამ ბიბილური, მარიამ ტაგანაშვილი და სალომე ზეინკლიშვილი მონაწილეობდნენ ეროვნულ შეჯიბრში "სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა". მათმა გუნდმა მოპასუხე მხარის საუკეთესო წერილობითი მოსაზრების ავტორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთან, მარიამ ბიბილური განმცხადებელი მხარის საუკეთესო მომხსენებლად დასახელდა. სამართლის სკოლის გუნდს კონსულტაციას უწევდა თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ანა ლორია.

შეჯიბრი გაიმართა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებით. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. იმიტირებული დისციპლინური პროცესი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების სიმულაციას წარმოადგენდა.