ENG GEO

Search form

გიორგი გოგელაშვილი მაქსის კურსდამთავრებულების დაწესებული სტიპენდიის გამარჯვებული გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების დაწესებული სტიპენდიის გამარჯვებულია ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, გიორგი გოგელაშვილი გახდა.

გიორგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს მაქსის ალუმნების სტიპენდიას, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 1 000 ლარს.

სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებში წაახალისოს კარგი აკადემიური მოსწრება, რამდენადაც ისინი ხშირად მესამე კურსიდან საქმდებიან და სათანადო დროს ვეღარ უთმობენ აკადემიურ განვითარებას.

მაქსის ალუმნების სტიპენდიაზე დარეგისტრირდა 22 სტუდენტი. გასაუბრებისათვის შეირჩა 7 სტუდენტი, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს. სტიპენდიის დამფუძნებლების მიერ ჩატარებული გასაუბრებების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

კურსდამთავრებულთა მხარდაჭერით მაქსის სტიპენდია უკვე მეორედ გამოცხადდა.