თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, გვანცა ჩაჩანიძე სწავლას ევროპაში გააგრძელებს.
გვანცამ Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "IMSISS International Master in Security, Intelligence and Strategic Studies" ფარგლებში მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია. პროგრამა ასევე აფინანსებს მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებსაც.