ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი იმიტირებული პროცესის ფინალისტები გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული იმიტირებული პროცესის ფინალისტები გახდნენ. კონკურსში მონაწილეობენ სამართლის სკოლის სტუდენტები მარიამ ბიბილური, ეკატერინე სუბელიანი და მარიამ ტაგანაშვილი. მათი მენტორია ანა არგანაშვილი.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს წევრი ქვეყნების სტუდენტებმა. იმიტირებული კონკურსი ეხება შშმ პირთა უფლებებს. მსაჯების შეფასებით, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული დოკუმენტები გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის სამართლებრივი ანალიზით.

კონკურსის ფინალი გაიმართება 19 მაისს, ვარშავაში.