ENG GEO

Search form

ანა ცხოვრებაშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა ანა ცხოვრებაშვილმა სწავლა აშშ-ში, მაგისტრატურაზე განაგრძო 
 
ანას აშშ-ს რამდენიმე საუკეთესო უნივერსტეტის MBA პროგრამიდან ჰქონდა მიწვევა და საბოლოოდ არჩევანი The University of Chicago Booth School of Business-ზე შეაჩერა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს სკოლად ითვლება (წლევანდელი რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს).
 
ანამ თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მუშაობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო ფინანსების მიმართულებით. მოგვიანებით შეუერთდა საქართველოს ბანკის კორპორატიულ ჯგუფს, რის შემდეგაც კარიერა ევროპულ რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) გააგრძელა.
 
Chicago Booth-ის მაგისტრატურის დასრულების შემდგომ ანა მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს ჩიკაგოს ოფისს შეუერთდება.