ENG GEO

Search form

გვანცა დანელია სწავლას შვედეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, გვანცა დანელია სწავლას ლუნდის უნივერსიტეტში (Lund University), შვედეთში გააგრძელებს.
გვანცა ჩაირიცხა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (LL.M. in International Human Rights Law). მან მოიპოვა შვედური ინსტიტუტის (Swedish Institute) სრული დაფინანსება (SISGP), რომელიც ითვალისწინებს სწავლის სრული საფასურის დაფარვას და ორწლიან სტიპენდიას.
გვანცამ მოწვევა მიიღო და დაფინანსება მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდანაც (CEU). თუმცა, მან სწავლის გაგრძელება ლუნდის უნივერსიტეტში გადაწყვიტა.