ENG GEO

Search form

მარიამ მელქოშვილმა EY-ის ლუქსემბურგის ოფისში დაიწყო მუშაობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა, მარიამ მელქოშვილმა დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანია EY-ის (Ernst & Young Global Limited) ლუქსემბურგის ოფისში დაიწყო მუშაობა.
 
მარიამი ოთხი წლის განმავლობაში EY-ს თბილისის ოფისში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობდა და ახლა უკვე ევროპაში გააგრძელებს საქმიანობას სინიორ პოზიციაზე აქტივების მართვისა და საინვესტიციო ფონდების მიმართულებით.