თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული ირმა მათოშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს.
ირმამ მოიპოვა Chevening Awards სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსება სწავლისა და ცხოვრებისათვის და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს Oxford Brookes University-ში საერთაშორისო მასპინძლობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.
ჩივნინგის სტიპენდიანტთა შორის ირმა გახდა საქართველოს ბანკის რჩეული სტიპენდიატი და სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შეძლებს ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებას.
ირმას ჯამში ევროპის 8 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვევა ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი Oxford Brookes University-ზე შეარჩია.