ENG GEO

Search form

იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდა (JLPT)

2022 წლის 4 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, იაპონური მიმართულება ორგანიზებას გაუწევს რიგით მეექვსე იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდას (JLPT)

განაცხადის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის ელექტრონული ვერსიების მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ თანდართული დოკუმენტები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგამოცდო განაცხადის ფორმა ორი სახისაა, ერთი საშუალებას მოგცემთ განაცხადი ელექტრონულად შეავსოთ, ხოლო მეორე ვარიანტი მსურველმა უნდა ამობეჭდოს და ხელით შეავსოს. აირჩიეთ ერთერთი.)

განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად (განაცხადის ფორმის დასკანერებული ასლი უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).

გთხოვთ, აპლიკაციის შევსებისას მაქსიმალურად მიაქციოთ ყურადღება აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი) სიზუსტეს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 სექტემბერი.

გამოცდის საფასური:

N5 – 55ლარი

N4 – 55ლარი

N3 – 55ლარი

N2 – 65 ლარი

N1 – 65ლარი (უმაღლესი დონე)

გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული გადარიცხვის ფორმით. გთხოვთ, შესაბამისი თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და საგამოცდო განაცხადთან ერთად გადახდის ქვითარიც გამოგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jlpt@freeuni.edu.ge

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE41BG0000000608842300

დოკუმენტები: