ENG GEO

Search form

ლარს კოლინდის საჯარო ლექცია

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ლიდერობის სკოლასთან ერთად გიწვევთ ლარს კოლინდის საჯარო ლექციაზე, რომელიც ინოვატორებისა და მომავალი ბიზნესლიდერებისთვის არის განკუთვნილი.

 

ლექციის მთავარი თემაა: როგორ გაზარდოთ წარმატებული ბიზნესი საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით?

 

ეს შეხვედრა მოგცემთ შესაძლებლობას:

  • შეხვდეთ მსოფლიოს 30-ზე მეტი კომპანიის შექმნისა და სტრატეგიული განვითარების გამოცდილების გამზიარებელს, რომელმაც შთააგონა ბიზნესლიდერები LEGO-დან დაწყებული Grundfos-ით დამთავრებული;
  • მიიღოთ ინფორმაცია ბიზნესის ისეთი ინოვაციური მოდელების (მაგ.: „სპაგეტი ორგანიზაცია“ (Spaghetti Organisation), არაიერარქიული მენეჯმენტი, სამუშაო ჯგუფზე მორგებული დინამიკური სამუშაო სივრცეები) შემქმნელისგან, რომლებიც წარმატებით დაინერგა სხვადასხვაგვარ ბიზნესებში;
  • გაიგოთ, როგორ მოახდინოთ გავლენა და თქვენი პოზიტიური წვლილი შეიტანოთ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში.

 

26 ოქტომბერი 18:30 საათი

კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200)

ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია.

FB Event