ENG GEO

Search form

ლარს კოლინდის საჯარო ლექცია

26 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ლიდერობის სკოლის მოწვევით ლარს კოლინდმა საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ინოვატორებისა და მომავალი ბიზნესლიდერებისთვის იყო განკუთვნილი.
 
ლექციის მთავარი თემა იყო: როგორ გაზარდოთ წარმატებული ბიზნესი საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით?
 
ამ შეხვედრაზე დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა:
  • შეხვედროდნენ მსოფლიოს 30-ზე მეტი კომპანიის შექმნისა და სტრატეგიული განვითარების გამოცდილების გამზიარებელს, რომელმაც შთააგონა ბიზნესლიდერები LEGO-დან დაწყებული Grundfos-ით დამთავრებული;
  • მიიეღოთ ინფორმაცია ბიზნესის ისეთი ინოვაციური მოდელების (მაგ.: „სპაგეტი ორგანიზაცია“ (Spaghetti Organisation), არაიერარქიული მენეჯმენტი, სამუშაო ჯგუფზე მორგებული დინამიკური სამუშაო სივრცეები) შემქმნელისგან, რომლებიც წარმატებით დაინერგა სხვადასხვაგვარ ბიზნესებში;
  • გაეგოთ, როგორ მოეხდინათ გავლენა და პოზიტიური წვლილი შეეტანათ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში.