ENG GEO

Search form

ტაკაო ტოდას საჯარო ლექცია კამპუსში

კახა ბენდუქიძის კამპუსში მეიჯის უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორის ტაკაო ტოდას საჯარო ლექცია ჩატარდა.

 

ლექციის თემა იყო: „იაპონიის გამოცდილების გაზიარება განვითარებადი ქვეყნებისთვის მმართველობის სფეროში და მისი შედეგები საქართველოსთვის“.
 

საჯარო ლექცია JICA-იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან ერთად ორგანიზებული იაპონიის შემსწავლელი კურსის პირველი შეხვედრა იყო.


პროფესორმა ტოდამ მიმოიხილა იაპონიის გამოცდილება მმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ და ასევე ისაუბრა საქართველოსთან მომავალი შესაძლო თანამშრომლობის გზებზე მმართველობის სფეროში.

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უმოკლეს დროში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დემოკრატიზაციისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. ამის მიუხედავად, ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე დგას, რაც დაკაშირებულია, ერთი მხრივ, მეზობელი ქვეყნებიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებსა და დემოკრატიზაციის პროცესების ხელშეწყობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ეთნიკური უმიცრესობების ინტეგრაციასთან.


საჯარო ლექცია ჩატარდა JICA-იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული იაპონიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, რომელიც შედგება ცხრა ლექციისგან და მოიცავს სხვადასხვა თემას იაპონიის საგარეო პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური უსაფრთხოების, ისტორიის, იაპონური მენეჯმენტის და ლიტერატურის შესახებ.

იაპონია და JICA წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ დემოკრატიული მმართველობის გამოწვევების წინაშე მყოფ ქვეყნებთან მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის.