ENG GEO

Search form

VA[A]DS-ის ღია სახელოსნოები და გამოფენა

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2023 to კვირა, 22 იანვარი, 2023

თავისუფალი უნივერსიტეტი გიწვევთ VA[A]DS-ის ხელოვნების პროგრამის სტუდენტების ღია სახელოსნოებსა და სემესტრის შემაჯამებელ გამოფენაზე.


გამოფენის გახსნა: ოთხშაბათი 18 იანვარი, 16:00 – 19:00
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიის სტუდენტების ნამუშევრები (ლექტორები: სალომე დუმბაძე, ნინა კინწურაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, გიორგი ხანიაშვილი, დათო მესხი), მეორე კურსის ვიზუალური ხელოვნების ჯგუფის ნახატები (ლექტორი თეა გვეტაძე). ასევე წარმოდგენილი იქნება მეოთხე კურსის ვიზუალური ხელოვნების ჯგუფის ნამუშევრები (ლექტორები: სიმონ ლასიგი, დათო მესხი).
გამოფენის ფარგლებში კომუნიკაციის დიზაინის, გრაფიკული დიზაინის სტუდია I-ის ჯგუფის სტუდენტები (ლექტორი ტატა მეგრელიშვილი) წარმოადგენენ თავიანთ საავტორო პროექტებს.
 
გამოფენა გაგრძელდება 22 იანვრის ჩათვლით.
Send notification via e-mail: