ENG GEO

Search form

კიტაიოკა შინიჩის საჯარო ლექცია

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2023

28 თებერვალს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსში (საკონფერენციო დარბაზი #200) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ორგანიზებით გაიმართება კიტაოკა შინიჩის საჯარო ლექცია თემაზე: „იაპონიის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები“


კიტაოკა შინიჩი არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი. იგი არის ტოკიოს და რიკიოს უნივერსიტეტების ემერიტუსი პროფესორი. კიტაოკა შინიჩის ბიოგრაფია მოიცავს მდიდარ დიპლომატიურ და აკადემიურ კარიერას. 2004-2006 წლებში ის იყო გაეროში იაპონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2012 წლიდან დღემდე არის პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (GRIPS) პროფესორი; 2012-2015 წლებში იყო იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი; 1997-2004 და 2006-2012 წლებში იყო ტოკიოს უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, 1985-1997 წლებში - სამართლისა და პოლიტიკის კოლეჯის პროფესორი რიკიოს უნივერსიტეტში. კიტაოკა შინიჩი ფლობს მაგისტრის და დოქტორის ხარისხებს იაპონიის პოლიტიკასა და დიპლომატიაში. ის არის მრავალი მონოგრაფიის და სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც იაპონურ, ასევე ინგლისურ ენებზე. 2011 წელს კიტაოკა შინიჩის აკადემიური მიღწევების გამო მედალი მეწამული ლენტით გადაეცა.

ლექციაზე განხილული იქნება იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფორმირდებოდა იაპონიის კონსტიტუციის მე-9 მუხლის საფუძველზე. განიხილება ასევე იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკის ტრანსფორმაცია თანამედროვე მზარდი რისკების ფონზე. ლექციის დროს საუბარი შეეხება იაპონიის საგარეო პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა: ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის აუზი, იაპონიის საერთაშორისო  დახმარების ახალი პრინციპები.

FB EVENT

Send notification via e-mail: