7 მარტს 17:00 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს საჯარო ლექციას თემაზე "არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში".
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში. რა დატვირთვა და როლი აქვთ მათ და რატომ არის შეუძლებელი დღეს სახელმწიფოს არსებობა არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე.
მსჯელობა წარიმართება, ასევე, ბოლო პერიოდში ინიცირებულ კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ეხება და წარმოდგენილი იქნება ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები.
საჯარო ლექციას გაუძღვება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
ლექცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200).
დასწრება თავისუფალია.
FB EVENT