ENG GEO

Search form

პიტერ მაკმილანის საჯარო ლექცია: "მანიოშუ - კლასიკური იაპონური ლიტერატურა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურისთვის"

პარასკევი, 17 მარტი, 2023

17 მარტს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #224) გაიმართება პიტერ მაკმილანის საჯარო ლექცია თემაზე: "მანიოშუ - კლასიკური იაპონური ლიტერატურა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურისთვის". ლექცია ტარდება JICA-ს მიერ ორგანიზებული სალექციო კურსის ფარგლებში.

პიტერ მაკმილანი არის მთარგმნელი და პოეტი, კომპანია Tsukinofune Co.-ის დამფუძნებელი და დირექტორი, იაპონური ტელეარხის, NHK World-ის, გადაცემის "ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი.
ის სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა ტოკიოს, კიორინის და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში.მიღებული აქვს ჯილდოები მთარგმნელობითი საქმიანობისთვის იაპონიასა და აშშ-ში.

პიტერ მაკმილანის თარგმანებს განეკუთვნება: "ჰიაკუნინ იშუ", კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი (2008 წელი), "ისე მონოგატარი" (2016 წელი), "ასი პოეტის ერთი პოემა" (2017 წელი). მისი უახლესი წიგნია "მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში" (2022 წელი). მის უკანასკნელ პუბლიკაციებში შედის "იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე" და "მანიოშუ ინგლისურად". ასევე მისი ავტორობით "ვარსკვლავების ტყის" სათაურით სერიულად ქვეყნდება პუბლიკაციები იაპონურ გაზეთ "ასაჰიში".


პიტერ მაკმილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველად შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულ „ჰიაკუნინ იშუ“-ზე დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია. პიტერ მაკმილანი ფლობს მაგისტრის ხარისხს ფილოსოფიაში და დოქტორის ხარისხს ინგლისურ ლიტერატურაში. ის ასევე ეწევა საქმიანობას ტრადიციული იაპონური მხატვრობის მიმართულებით "სეისაის" ფსევდონიმით.


FB EVENT
დასწრება თავისუფალია!

Send notification via e-mail: