ENG GEO

Search form

წიგნის – „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ – პრეზენტაცია

პარასკევი, 21 აპრილი, 2023

21 აპრილს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძისკვირეულის ფარგლებში, კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წიგნის – „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ – პრეზენტაცია.

ენციკლოპედიას წარადგენს ავტორი, ია ფიფია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი და სრული პროფესორი.

„გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ გენეტიკის საკვანძო ცნებებისა და ტერმინების განმარტებითი, ინფორმატიული და სისტემატიზირებული გზამკვლევია. ნაშრომი აერთიანებს გენეტიკისა და მისი მომიჯნავე
ბიოლოგიური დისციპლინების ტერმინთა განმარტებებს, ილუსტრაციებისა და ცხრილების დანართს, თანამედროვე, დინამიკურადგანვითარებადი ბიოლოგიური მეცნიერების დისციპლინებში ფართოდ გამოყენებული ელექტრონული რესურსების ჩამონათვალს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენებისა და კვლევების ქრონოლოგიურ ნუსხას, გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე გენეტიკასა დამოსაზღვრე დარგებში განხორციელებული კვლევებისათვის გაცემული ნობელის პრემიების ჩამონათვალს, ქართულ და ინგლისურ ტერმინთა საძიებელს.

მთავარი რედაქტორი – გიორგი მუსხელიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი.

სარედაქციო ჯგუფი: ანა მილაშვილი, ზაალ ჩხეიძე.

დიზაინი – ნატალია ღლონტი.

წიგნი გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

FB Event.

Send notification via e-mail: