ENG GEO

Search form

სოფიო საათაშვილმა წარმატებით დაამთავრა ბელგიის ევროპის კოლეჯი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებულმა სოფიო საათაშვილმა წარმატებით დაამთავრა ევროპის კოლეჯის (College of Europe) ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა (MA in EU International Relations and Diplomacy Studies). მისი ბელგიაში სწავლის და ცხოვრების ხარჯები სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტიპენდიით (ENP Scholarship).
 
ევროპის კოლეჯი მდებარეობს ბრიუგეში, ბელგიაში და წარმოადგენს წამყვან უმაღლეს სასწავლებელს ევროპული კვლევების მიმართულებით.
 
სოფიომ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოიპოვა ჩინეთის მთავრობის ერთწლიანი სტიპენდია და სტაჟირება გაიარა ჩინეთში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ევროპის კოლეჯში ჩაბარებამდე, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართელოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.