20 აპრილს, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში გაიმართება სტუდენტური დასაქმების ფორუმი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
ფორუმში მონაწილეობას, ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანია მიიღებს, რომლებიც ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და შესთავაზებენ საკუთარ კომპანიებში კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
ფორუმში მონაწილეობა სტუდენტებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ უშუალოდ კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღონ უახლესი ინფორმაცია შრომის ბაზრის პერსპექტივების შესახებ და გაეცნონ დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
სტუდენტური დასაქმების ფორუმი კამპუსში ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.