ENG GEO

Search form

VA[A]DS-ის სტუდენტების ღია სახელოსნოები და შუალედური გამოფენა

სამშაბათი, 25 აპრილი, 2023 to პარასკევი, 28 აპრილი, 2023
თავისუფალი უნივერსიტეტი გიწვევთ VA[A]DS-ის ხელოვნების პროგრამის სტუდენტების ღია სახელოსნოებსა და შუალედურ გამოფენაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიის სტუდენტების ნამუშევრები (ლექტორები - სალომე დუმბაძე, ნინა კინწურაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, გიორგი ხანიაშვილი, დათო მესხი), მეორე კურსის ვიზუალური ხელოვნების ჯგუფის ნახატები (ლექტორი - თეა გვეტაძე). ასევე წარმოდგენილი იქნება მესამე კურსის, ვიზუალური ხელოვნების ჯგუფის ნამუშევრები (ლექტორი - ნინა კინწურაშვილი).
 
გამოფენის გახსნა: სამშაბათი, 25 აპრილი, 15:00 – 18:00
ხანგრძლივობა: 25 – 28 აპრილი
 
Send notification via e-mail: