17-18 მაისს სტუდენტური პროექტის, Art Weekend-ის ლექციები ფენტეზის ჟანრს დაეთმო.
შაბათი მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, ნიკოლოზ ალექსიძემ გახსნა თემით "კურდღლის სოროდან Gotham City-მდე: We’re all mad here!", რასაც ნიკა სამუშიას "ბეჭდების მბრძანებელი მოყვა.
კვირას ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ლექციაზე "პოტერიადა – After all this time" - ჰარი პოტერზე ისაუბრა. შემდეგი ლექცია კვლავ ნიკოლოზ ალექსიძემ წაიკითხა - Gotham City-დან The Great A’Tuin-მდე: The Turtle Moves!
ლექციების შემდეგ სტუდენტებმა კამპუსის "სტიდენტურ ოფისში" გადაინაცვლეს, სადაც ჰარი პოტერის ფან-კლუბს ჟურნალისტი თამარ კარელიძე შევხდა.
Art Weekend თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტებისა და ეროვნული ბიბლოთეკის ერთობლივი პროექტია.
მის ფარგლებში, მაისის ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში, ტარდება საინტერესო და შემეცნებითი ლექციები, რომელსაც ხელოვნების სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანები კითხულობენ.