27 მაისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში XIII საერთაშორისო კონკურსის „ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური ჩატარდა.
კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.
ღონისძიება საქართველოში მეხუთედ ჩატარდა.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:
აღნიშნულ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა - თეკლა ერქვანიძემ.
თეკლა გაემგზავრება ჩინეთში საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდის" ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად.