12 სექტემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS) მოწვევით, საჯარო ლექცია ჩაატარა ინტერიერის, ავეჯის და ინდუსტრიულმა დიზაინერმა, ჰოლანდიური კონცეპტუალური დიზაინის Droog Design ჯგუფის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, რიჩარდ ჰატენმა.
ჰატენი მრავალი საერთაშორისო დიზაინის კონკურსის პრიზიორია და მისი ნამუშევრები არის ისეთი მნიშვნელოვანი მუზეუმების მუდმივ კოლექციებში როგორებიცაა - ამსტერდამის სტედელიკის მუზეუმი, ვიტრა მუზეუმი რეინზე, ვიქტორია და ალბერტ მუზეუმი ლონდონში, სან ფრანცისკოს მოდერნ არტ მუზეუმი და სხვები.
რიჩარდ ჰატენმა პრეზენტაცია თავისი შემოქმედების შესახებ გააკეთა და სტუდენტებისა თუ კამ;უსის სხვა სტუმრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.