11 ოქტომბერს კამპუსს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველების, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე ჰქონდა.
სტუმრებს შეხვდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი - ვატო ლეჟავა;
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი - შაკო თავაძე;
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ბექა კოკაია.
მათ დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შესახებ და აუდიტორიის კითხვებს გასცეს პასუხი.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებს ჩაუტარდათ კამპუსის გაცნობითი ტური
აბიტურიენტებისათვის გაცნობითი პროგრამები დაგეგმილია 17-18 ოქტომბერს. დასწრების მსურველებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ.