ENG GEO

Search form

ევროპის სამართლის იმიტირებული სასამართლოს პროცესების შეჯიბრი საქართველოში

პირველად საქართველოში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტები, 2015 წლის მაისში, ევროპის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან. პროცესები საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

შეჯიბრი ტარდება თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანაორგანიზებითა და თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.

მსგავსი, მასშტაბის სტუდენტური ღონისძიება საქართველში პირველად ჩატარდება და ამის შესაძლებლობა ორგანიზატორებმა თავისუფალ უნივერსიტეტს მისცეს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას ევროპის მასშტაბით. მის უმთავრესი მიზანი ევროპული გაერთიანების სამართლის სიღრმისეული სწავლა და პოპულარიზაციაა. შეჯიბრი 1994 წლიდან ტარდება.

ასეთი რანგის ღონისძიება დიდი გამოწვევაა სტუდენტებისთვის, რომლებიც გაიღრმავებენ სამართლებრივ ცოდნას და უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ.

ღონისძიების გახსნას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს.