ENG GEO

Search form

მემორანდუმი სამართლის სკოლასა და TDI-ს შორის

4 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თავისუფალ უნივერსიტეტსა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს (TDI) შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს თავისუფალ უნივერსიტეტსა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის თანასწორუფლებიანი სამართლებრივი გარემოს შექმნის მიზნით.

კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საკონსტიტუციო, სისხლის, ადმინისტრაციული და კერძო სამართლის კლინიკები ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ მიწოდებული საქმეების მიხედვით, რომლებიც რელიგიური, ეთნიკური ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის და დევნის შემთხვევებს მოიცავს, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებს გაუწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, კონსულტირებასა და ადვოკატირებას.

ერთობლივი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციის ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებასა და ტოლერანტული გარემოს შექმნას.