ENG GEO

Search form

​თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის (კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა) გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აქამდე ერთადერთი ქართული გუნდი 5 წლის წინ გავიდა.

ქართველი სტუდენტები 5 000-ზე მეტი გუნდიდან 80 საუკეთესოში მოხვდნენ.

MACS-ის სტუდენტებმა შესარჩევი ციკლი ქართულ უნივერსიტეტებს შორის ჩემპიონატზე ტრიუმფით დაასრულეს და პირველი ხუთი ადგილი მათ დაიკავეს, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების ძლიერ უნივერსიტეტებთან მოუწიათ შეჯიბრი.

MACS-ელების გუნდისთვის ნახევარფინალიც წარმატებული აღმოჩნდა და მათ ფინალში ისეთი დიდი სასწავლებლების სტუდენტებთან მოუწევთ შეჯიბრი, როგორებიცაა, სტენფორდის, ჰარვარდისა თუ მასაჩუსეტსის (MIT) უნივერსიტეტები.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს სტუდენტებს გამარჯვებას და ფინალურ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს:
მონაწილეები: თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე.
მწვრთნელები: გიორგი საღინაძე, ზაზა გამეზარდაშვილი.

ფინალი 16-21 მაისს მაროკოში ჩატარდება.