ENG GEO

Search form

ნიკოლა მარიანის საჯარო ლექცია პარტნიორთა შეთანხმებებზე

4 დეკემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში მოეწყო საჯარო ლექცია - პარტნიორთა შეთანხმება: საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე სიახლეები საქართველოში.

ლექციას უძღვებოდა ნიკოლა მარიანი, საერთაშორისო კომპანია "Dechert LLP"-ის პარტნიორი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პარტნიორთა შეთანხმების მოლაპარაკებებისა და შედგენის საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული მიდგომების განვითარება ამ მიმართულებით.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.