ENG GEO

Search form

ბიზნეს სამართლის მეოთხე ეროვნული კონფერენცია

29-30 ნოემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა ბიზნეს სამართლის მეოთხე ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა.

2-დღიან კონფერენციაზე განხილულ იქნა სამეწარმეო, საერთაშორისო კერძო, ინტელექტუალური საკუთრების სამართლისა და სხვა აქტუალური საკითხები.

მომხსენებელთა შორის იყვნენ საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი გიორგი სვანაძე, იურიდიულ ფირმა BLC-ს პარტნიორები ქეთევან ქვარცხავა და გიორგი ბათლიძე, იურიდიულ ფირმათა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად კორძაძე და სხვები.

კონფერენციას 80-მდე პრაქტიკოსი იურისტი ესწრებოდა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი.