ENG GEO

Search form

სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი წარმატება

7 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა ოლიმპიადაში "ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის".

ოლიმპიადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

მასში მონაწილეობდნენ სტუდენტური გუნდები შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებიდან:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თავისუფალ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები - მარიამ კაპანაძე და გვანცა კვარაცხელია.

სუკეთესო მოპასუხე მხარე ჟიურის გადაწყვეტილებით თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გახდა. სტუდენტებმა თავიანთი წარმატება, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს მიუძღვნეს.

გამარჯვებულები გაზაფხულზე გერმანიაში გაემგზავრებიან.

ამავე დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კიდევ ერთმა გუნდმა ადვოკატირების უნარ-ჩვევების იმიტირებული პროცესების კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებით ტარდებოდა და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტური გუნდები შემდეგი სასწავლებლებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და პოლიციის აკადემია.

თავისუფალი უნივერსიტეტის, სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ მეოთხე კურსის სტუდენტები - მარიამ ჩარკვიანი, დავით დონაძე, გიორგი ჯიქიძე, ანა ხოჯელანი და მარიამ ადეიშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის სტუდენტებს წარმატებული გამოსვლისთვის და ულოცავს მათ გამარჯვებას.