ENG GEO

Search form

სვანური კოშკების საიდუმლო

5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და ისტორიის კლუბის ახალი პროექტის "ცივილიზაციათა დიალოგი და საქართველოს" ეგიდით ჩატარდა ლექცია: სვანური კოშკების საიდუმლო, ისტორია და ჰიპოთეზა.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა გიგი თევზაძემ წარმოადგინეს 2014 წლის სვანეთის ექსპედიციის და კვლევის შედეგები.

სვანური კოშკების კომპლექსები, ეკლესიების სიმრავლე, მაღალტექნოლოგიური მშენებლობის დახელოსნობის ცოდნის კვალი, მესტიის მუზეუმში დაცული მაღალი ხელოვნების ნიმუშები - ეს ყველაფერი იმ სახელმწიფო პროექტის შედეგია, რომელიც XI-XIII საუკუნეებში ხორციელდებოდა სვანეთში და მიზნად ისახავდა სვანეთის ქცევას კავკასიის სამხედრო, რელიგიურ,კულტურულ და ტექნოლოგიურ ცენტრად.

ამ მიზნით აშენდა საფორტიფიკაცო ზღუდე ჩრდილოკავკასიდან მოსალოდნელი საფრთხის წინაამღდეგ, იგივე სვანური კოშკების კომლექსები, შეიქმნა სისტემა,რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანული მისიონერობის ცენტრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა რაც გამოიხატება ეკლესიების სიმრავლესა და მათი განლაგების სიმჭიდროვით, იქმნებოდა კულტურის და ტექნოლოგიებისგანვითარების ცენტრები, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ხალხების მიზიდულობის და დაინტერესების ადგილებად უნდა ქცეულიყო. ამას მაღალი ხელოვნების და ტექნოლოგიის შემორჩენილი კვალი ადასტურებს.

საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.