ENG GEO

Search form

გენდერული თანასწორობის კლუბი კამპუსში

ქალთა საინფორმაციო ცენტრის და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გენდერული თანასწორობის კლუბის ინიციატივით ჩატარდა დიანა ანფიმიადის საჯარო ლექცია - "ბარბარე ჯორჯაძე - მოღვაწეობის უცნობი ასპექტები".

გენდერული თანასწორობის კლუბი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა.

კლუბის მიზანია სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიებებით ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერის საკითხებში.

ლექცია ჩატარდა პროექტი ”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში."

კლუბი სამომავლოდაც აპირებს მსგავსი ტიპის ლექციების ორგანიზებას.