ENG GEO

Search form

MACS-ის სტუდენტის მორიგი წარმატება

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) მეორე კურსის სტუდენტი თორნიკე მანძულაშვილი პრესტიჟული ტურნირის, ბაიანის საერთაშორისო ოლიმპიადის (პროგრამირება) ფინალურ ეტაპზე გავიდა.

თორნიკემ შესარჩევი ეტაპი დისტანციურად, ონლაინ გადალახა და 20 საუკეთესოს შორის მოხვდა.

შესარჩევ ეტაპზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

წესების მიხედვით სტუდენტს საკუთარ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ქულა უნდა მიეღო, ხოლო ამ ქულების დაჯამების შემდეგ მსოლფიო რეიტინგის 20-ეულში უნდა დამკვიდრებულიყო.

ფინალური ეტაპი 2015 წლის აინვარში, ირანში ჩატარდება.

ბაიანის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ქართველი მონაწილე პირველად მოხვდა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს თორნიკეს წარმატებას და გამაჯვებას უსურვებს.