ENG GEO

Search form

Სად იწყება ჩვენი მორალური ვალდებულება?

ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ შევამციროთ ისეთი ცუდი შემთხვევები როგორებიცაა, მაგალითად, სიკვდილი გაუწყლოვნებისა თუ შიმშლისგან. Აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ნაწილობრივ მაინც თავიდან ავიცილოთ მსგავსი ცუდი ვითარებების შექმნა, ვალდებულნი ვართ, რომ მოვიმოქმედოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რაც არ გამოიწვევს უკვე არსებული პრობლემის მსგავს ზიანსა თუ სხვა მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. Მაგალითად, თუ მე ვსეირნობ ტბასთან და დავინახავ ბავშვს, რომელიც წყალში იხრჩობა, ვალდებული ვარ, რომ შევცურო და გამოვიყვანო.  Შედეგად, ბუნებრივია, დავასველებ ჩემს ტანისამოსს, თუმცა ეს ამ შემთხვევაში ცალსახად უმნიშვნელოა, რადგან გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია. 

Განვიხილოთ ოდნავ განსხვავებული შემთხვევა. Ჩავთვალოთ, რომ გარკვეული მცირე თანხის გაღებით მოვახერხებდი შიმშილის პირას მისული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა, პირველი მაგალითისაგან განსხვავებით, არა მასთან ახლოს, არამედ მისგან ძალიან შორს ვიმყოფები. Ცალსახაა, რომ მანძილი ჩემს მორალურ ვალდებულებას არ ცვლის. შესაბამისად, Განსხვავებულ კონტინენტზე მცხოვრები ბავშვისათვის საკვების შესაბამისი რესურსის მიწოდების ვალდებულებაც ისევე მაქვს, როგორც ტბაში შეცურვისა და ბავშვის გადარჩენის. 

Იცვლება თუ არა რაიმე, როდესაც იმავე მორალური ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა სხვა არაერთ ადამიანსაც აქვს? თუ ვხედავ რომ ტბაში ბავშვი იხრჩობა და იქ ჩემთან ერთად სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, ბუნებრივია, მაგ შემთხვევაშიც მაქვს ვალდებულება, რომ ტბაში მაინც შევცურო.  Რა თქმა უნდა, თუ რომელიმე მათგანმა ეს უკვე მოიმოქმედა და ბავშვი გადაარჩინა, იმის საჭიროება აღარ არსებობს, რომ მეც იგივე გავაკეთო, შესაბამისად, არც ვალდებულება მაქვს. Მაგრამ, თუ ვხედავ, რომ ტბაში არავინ შეცურა, ვალდებული ვარ რომ ეს მე გავაკეთო.

Ახლა ადამიანთა სიმრავლე მეორე მაგალითთან მიმართებით განვიხილოთ. მორალიდან გამომდინარე, შესაძლოა ვალდებულება მქონდეს, რომ შიმშილის პირას მისულ ბავშვს 100 ლარი გადავურიცხო შესაბამის ანგარიშზე, რამდენადაც, ჩემთვის არსებით ზიანს არ გამოიწვევს აღნიშნული ოდენობის თანხის გაღება. Თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ადამიანებმა უკვე გაიღეს შესაბამისი შემოწირულობა და საჭირო თანხის შესაგროვებლად, ბავშვის საკვებით უზრუნველსაყოფად, მხოლოდ 10 ლარია საჭირო? Რა თქმა უნდა, არ მექნება მორალური ვალდებულება, რომ 100 ლარი გადავრიცხო, რადგან, პირველი მაგალითის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, არ არსებობს ამის საჭიროება, შესაბამისად, არც - ვალდებულება. Სასურველი შედეგის მისაღწევად 10 ლარიც საკმარისია. 

Ვითარება იცვლება, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომელთაც ისევე აქვთ შესაბამისი თანხის გაღების ვალდებულება, თუმცა მე არ ვიცი ისინი აკეთებენ თუ არა ამას. Ზემოთ განხილულ შემთხვევაში, მე ზუსტად ვიცოდი თუ რა იყო საჭირო ჩემგან, ამ შემთხვევაში კი - არ ვიცი. Მხოლოდ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ ვალდებულება, ჩემს ვალდებულებას არ ცვლის. Შესაბამისად, უნდა მოვიმოქმედო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებს ექვემდებარება და არსებით ზიანს არ გამოიწვევს, რათა მოვახერხო ბავშვის შიმშილით გარდაცვალების პრევენცია. 

Განვიხილოთ ოდნავ კიდევ უფრო განსხვავებული შემთხვევა. Ვთავისუფლდებით თუ არა მორალური ვალდებულებისგან, თუ არ ვიცით, ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედება იქნება თუ არა საჭირო და ვინმესათვის გამოსადექი? Მაგალითად, ბანკში შემთხვევითობის პრინციპით ამორჩეულ ანგარიშის ნომერზე თანხას არ ვრიცხავთ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ალბათობა, რომ მის ბენეფიციარს ის სასიცოცხლოდ აუცილებელ ოპერაციაზე სჭირდება. Ამას, სავარაუდოდ, არ გავაკეთებთ, რადგან მსგავსი საჭიროება რომ არსებობდეს აღნიშნული ანგარიშის ნომერი გამოქვეყნებული იქნებოდა, მაგალითად, რომელიმე სოციალურ ქსელში.

Თუმცა ვითარება იცვლება, როდესაც საქმე არა აწმყოს, არამედ მომავალს ეხება. Მე მაქვს  მორალური ვალდებულება, ახლა მოვიმოქმედო რაიმე თუ შეუძლებელია გავიგო მომავალში იარსებებს თუ არა ამის საჭიროება და ასეთის არსებობის შემთხვევაში უკვე აღარ შემეძლება ამის გარკვევა და შესაბამისად მოქცევა. 

Მაგალითად, მე ვალდებული  ვარ, რომ მივიღო შესაბამისი ზომები და დავთანხმდე ჩემი ორგანოების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ჩემი გარდაცვალების შემდეგ რომელიმე ადამიანის გადასარჩენად საჭირო იქნება გარკვეული ორგანოს გადანერგვა და ჩემი სხეული მისთვის შესაფერისი დონორი იქნება.

Ფაქტობრივად, არაფრის გაღება მომიწევს. Საჭირო იქნება მხოლოდ გარკვეული დროის გამოყოფა, რათა შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდე. Გარდაცვალების შემდეგ, ჩემი სხეული ჩემთვის სრულიად უსარგებლოა. Შესაბამისად, შეუძლებელია ღირებული იყოს რაიმე, რასაც ვერ ვიყენებ, მის არსებობა-არარსებობას მნიშვნელობა არ აქვს და დროთა განმავლობაში თავისთავადვე აღარ იარსებებს. Აქედან გამომდინარე, ძალიან მცირე რაღაცის დათმობა მიწევს, რამაც შესაძლოა გადაარჩინოს ერთი ან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი. 

Მართალია, არ არსებობს გარანტია, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ რომელიმე ორგანო გამოსადეგი ან რომელიმე ადამიანისათვის შესაფერისი იქნება, თუმცა, რამდენადაც არსებობს ამის სულ მცირე ალბათობაც კი, მაქვს მორალური ვალდებულება, გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია და რაც არ იწვევს არსებით ზიანს, რათა თავიდან  ავიცილო მსგავსი ცუდი სიტუაციების შექმნა. Ამასთან, ვალდებული ვარ გავაკეთო ეს წინასწარ, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შექმნილ ვითარებაში ფიზიკურად ვეღარაფერს გავხდები. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.