დეონტოლოგია ცნობისთვის, მოვალეობის ეთიკაა, მოძღვრება ქადაგებს, რომ წესები ყველამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გამონაკლისის გარეშე, რეალურად თითქმის ოქროს წესთან ხდება გათანაბრება.
დეონტოლოგია საეჭვო ქცევებს ემიჯნება და მოგვიწოდებს მაღალი სტანდარტებისკენ მოვახდინოთ კონცენტრაცია. დეონტოლოგია თავის მხრივ არ ნიშნავს მხოლოდ აუცილებელი ნორმების შესრულებას, პირიქით შეიძლება ის ხაზს უსვამდეს დოგმების შესასრულებლად აუცილებელ აკრძალვასაც. იმანუელ კანტმა, რომლის სახელიც დეონტოლოგიურ ეთიკას მჭიდროდ უკავშირდება, თვის დროზე შეეწინააღმდეგა ჯონ სტიუარტ მილს და აღნიშნა, რომ გარკვეული სახის ქმედებანიმათ შორის,( მკვლელობა, ყაჩაღობა, ტყუილი) ყოველ მიზეზგარეშე აკრძალულია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მოქმედება უფრო დიდ ბედნიერებას მოუტანს ინდივიდს ვიდრე ნებისმიერი ალტერნატივა. კანტის დეონტოლოგიის მიმდევრები ორ მთავარ შეკითხვას უსვამენ საკუთარ თავს; რაციონალურად შესაძლებელია თუ არა იმ ქმედების შესრულება, რასაც სხვებს ვთავაზობ? პატივს სცემს ჩემი ქმედება ადამიანთა და საკუთარ მიზნებს? ორივე შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითია კანტიანებმა მოქმედებისგან თავი უნდა შეიკავონ. რას გულისხმობს ზემოთთქმული- დეონტოლოგია ოქროს წესთან მაქსიმალურად მიახლოებას ცდილობს, პრიორიტეტად საზოგადოების მიზნებსა და რეალობასთან თანხვედრას ანიჭებს, მაგრამ არსებობს რისკი ეს მიდგომა ზედმეტად ტრაფარეტული აღმოჩნდეს.
კანტის დეონტოლოგიის თანახმად, ქმედების სისწორე დამოკიდებულია არა შდეგზე, არამედ ასრულებენ თუ არა ისინი ჩვენს მოვალეობებს. სწორედ აქ შეიძლება აცდეს დეონტოლოგიური ეთიკა და მორალი ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ დეონტოლოგიის მიმდევრები არ მიიჩნევენ თავს მორალის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, როგორ უნდა მოიქცეს კანტის მიმდევარი ხელისუფალი ახალი კორონა ვირუსის პანდემიის დროს; დავუშვათ ხელში ჩაუვარდა ვაქცინის მილიონი დოზა, თუმცა არსებობს მაღალი რისკი, რომ ვაქცინა მოსახლეობის ნაწილისთვის დამღუპველი და ჯანმრთელობის ძლიერ დამზიანებელი იქნება- კანტი კარნახობს უგულებელყავი შედეგი, კონცენტრირდი მოვალეობაზე, ხელისუფალის პოზიტიური ვალდებულება კი საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვაქცინით გადაარჩენს უმრავლესობას, მცირე ნაწილის სიცოცხლის სანაცვლოდ. შეიძლება პარალელიც კი დავინახოთ უტილიტარისტულ მიდგომასთან, სადაც ადამიანის სიცოცხლისთვის ღირებულების მინიჭებაზეა მსჯელობა ყველაზე ცნობილ მაგალითში 1 ადამიანის ორგანოები 5-ის გადასარჩენად?!
დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ დილემას, იმანუელ კანტი თავის ნაშრომში: ,,ზნეობი სმეტაფიზიკის დაფუძნება'' ამბობს, ყველა ნება კარგია, ნებისმიერ კონტექსტში. მაშინ რატომ ჩანს დეონტოლოგიური მიდგომები, როგორც ბრძანება?!-მოვალეობა უნდა შესრულდეს, პრიორიტეტია მხოლოდ ვალდებულება.
სინამდვილეში კანტი იერარქიული კიბის სათავეში აყენებდა ზნეობის უმაღლეს პრინციპს, მას სჯეროდა, რომ ამგვარი პრინციპი ყველა საზოგადოებაში არსებობდა და მას კატეგორიულ იმპერატივად მოიხსენიებდა. ის ამ თეორიით განმარტავდა, რომ ბრძანება არის ბრძანება და ნება არის ნება. მაგალითად: გადაიხადე გადასახადები! ნუ მოკლავ ცხოველებს! ჰიპოთეტური ანუ იგივე კატეგორიული იმპერატივები კი იყო ბრძანების ის ფორმები, რომლებიც რეალურად ნებას იძლეოდა-ეს მიდგომა ეფუძნება სურვილის ქონას- გინდა ისწავლო მედიცინა? მაშინ კარგად მოემზადე ბიოლოგიაში! თუ გაქვს სურვილი მაშინ აუცილებლად შესასრულებელ მოვალეობად შეიძლება ბრძანების ფორმა მოგვევლინოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.