კაცობრიობის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში ყველაფერი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, ამავე მცდელობით არისტოტელეც ტელეოლოგიური მოძღვრებით თანმიმდევრული მსჯელობით მიზნად ისახავს ახსნას ადამიანური ბუნების საზრისი და შესაბამსიად, ეს უკანაკსნელი დაუქვემდებაროს გარკვეულ კანონზომიერებებს, რაც ინდივიდს მორალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში და ჭეშმარიტების ზიარებაში დაეხამრება. ტელეოლოგიური მოძღვრების თანახმად, ყველა ობიექტს აქვს თავისი დანიშულება - “ტელოსი” რომლის სწორედ, მიზანმიმართულად სისრულეშიც მოყვანა განსაზღვრავს მის სიკარგეს. აქედან კი თავისთავად გამომდინარეობს ის, რომ თუ რაიმე ემსახურება საკუთარ დანიშნულებას ის შეგვიძლია მივიჩნიოთ “კარგად”. ამ კანონზომიერებას თავის მხრივ, რაციონალური ადამიანიც ექვემდებარება, რამდენადაც, მასაც გააჩნია საზრისი. სწორედ ამგვარად მჯელობისას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ გონიერმა ადამიანმაც ამქვეყნიურ ყოფაში საკუთარი ქმედება უნდა შეუთანხმოს მორალს და ამ გზით ამოიცნოს საკუთარი "ტელოსი", რომელიც მას სრულყოფის გზაზე დააყენებს. საინტერესოა, სწორედ ინდივიდის თვითგამორკვევის გზა რას გულისხმობს, რამდენადაც არისტოტელეც არ გვთავაზობს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კოდიფიცირებულ მორალურ კოდექს ან რაიმე კონკრეტულ ფორმულირება, როგორ შეიძლება პიროვნებამ შეიცნოს საკუთარი საზრისი და შესაბამიასად, მიიღოს ეთიკური გადაწყვეტილება...
როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, მისი პოტენციალის განსაზღვრისას აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ გონიერება, რამდენადაც სწორედ ეს ნიშან-თვისება გამოარჩევს მას გარე სამყაროსგან. თუმცა ამ მსჯელობის ფარგლებში, ერთი შეხედვით ყოველივე ეს დამაბეველადაც შეიძლება ჟღერდეს, რამდენადაც რაციონალურობა ადამიანის საზრისს მეტად კომპლექსურს ხდის. ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი განუსაზღვრელ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა ამავდროულად მკვეთრადაც ზღუდავს და მეტ საზრუნავს აძლევს, რამეთუ აკისრებს მორალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას და რა გასაკვირია, რომ თვითშემეცნების გზაზე მდგარ ინდივიდს განსაკუთრებული გამოწვევბის წინაშე აყენებს.
გასათვალისწინებელია, რომ რაციონალური ადამიანი მკვეთრად შეზღუდულია და მეტიც, ის, თუ როგორ გამოავლენს ინდივიდი საკუთარ პოტენციალს დამოკიდებულია გარემო პირობებზე, სოციუმსა და იმ ყოფაზე, რომელშიც იგი თავისდაუნებურად დაბადებიდანვე ხვდება. აქედან გამომდნარე, ინდივიდი უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკე მდგომი, არამედ როგორც საზოგადოების წევრი, სოციალური ცხოველი. სამყაროს მრავალფეროვნებისა და უნიკალურობისგან გამომდინარე კი, ცხადია, რომ ეთიკური იდეალის მიღწევაც ყველასთვის განსხვავებული გზის გავლას მოითხოვს. შესაბამისად, იმისათვის, რომ კარგი ცხოვრებით იცხოვრო ითვლება, რომ გჭირდება შესაბამისი საარსებო გარემო. ამ გარემოში რეალიზებისთვის, რომელიც აბსოლუტურად განსხვადება თითოეული ინდივიდისთვის, შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს მორალურ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, რომელიც ყველას მოერგება, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმისათვის, რომ “გაამართლოს” საკუთარი დანიშნულება. ამდენად, იდეოლოგია გვთავაზობს არა რაიმე ერთმნიშვნელოვან გამოსავალს, არამედ ის გადაწყვეტილების მიღებას ცალკეულ შემთხვევაში ადამიანის გონიერებას - კრიტიკულ განსჯას მიანდობს.
მაშინ ჩნდება კითხვა, მაინც რითი უნდა იხელმძღვანელოს მაძიებელმა გონებამ, რომ ცალკეულ შემთხვევბში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ აქ შემოდის ფუნდამენტი იმისა, თუ რასაც ეფუძნება არისტოტელეს ფილოსოფია. ამოსავალი წერტილი კი ის არის, რომ თითოეული ქმედებისას ინდივიდმა უნდა გამოიჩინოს სიქველე და სათნოება. სიქველე და სათნოება, არა როგორც ღირებულება, გრძნობა, ემოცია და სხვ. არამედ როგორც შესაბამისი რეაგირება ზემოჩამოთვლითან. ეს “მიდრეკილება” კი ყოველ ადამიანშია ბუნებრივად, განურჩევლად იმისა, თუ რა სოციუმშია. შესაბამისად, კი შეიძლება სიკარგე იყოს ფარდობითი, რამდენადაც ყველა საკუთარ პოტენციალს მხოლოდ იმის მიხედვით ავლენს თუ რა გარემოშია დააქედან გამომდინარე რეალიზდდება სხვადასხვაგვარად, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ აბრკოლებს მას საკუთარი საზრისი ამოიცნოს, რადგან ის რითიც მან უნდა იხელმძღვანელოს, სათნოება და სიქველე აბსოლუტურია და ამდენად, ზოგადსაკაცობრიო. რაციონალური ადამიანი კი სიკეთისა და სათნოების პირობებში მიიჩნევა, რომ შეძლებს მორალურ-ეთიკურად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უკანაკსნელი კი, რა თქმა უნდა, თავისი არსით მოიაზრებს იმას, რომ ადამიანი დაადგება სრულყოფის გზას და შესაბამისად, გამოიმუშავებს ერთგვარ “ტაკტიკას”, ჩვევას, შესაფერისი რეაგირება მოახხდინოს. ამრიგად, ტელოსი ყველა ადამიანისთვის საერთო არ არის, თითოეული ადამიანი განსხვავებული გამოწვევის წინაშე დგას, საერთოა მორალური სახელმძღვანელო, ერთგვარი კომპასი, რომელიც რაციონალური და კოგნიტური უნარების გამოყენებისას, სიქველისა და სათნოების პირობებში საკუთარ ტელოს ამოიცნობს და ამ უკანასკნელს სწორ, მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ დანიშნულებას მოუძებნის, ამ გზით კი ის სრულყოფის გზას დაადგება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.