ეთიკური ეგოიზმი არის შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანებმა უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები და არავის აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს სხვისი ინტერესების დაცვას, რადგან მხოლოდ პირადი შეხედულებაა მნიშვნელოვანი.
ეთიკურ ეგოიზმზე დამ სმიტი და ბერნანდ მანდევილი საუბრობენ. ,,ერთა სიმდიდრესა“ და ,,ფუტკრების ზღაპარში“ აღწერილია ისეთი გარემო, სადაც ადამიანები პიროვნული კმაყოფილების ხმას მისდევენ და რის შედეგადაც, საზოგადოებისთვისაც მოაქვთ სიკეთე.
ყოველთვის, როდესაც რაიმე შეხედულებას განვიხილავთ, აუცილებელია, რომ მხოლოდ ერთი მხარე არ დავინახოთ და გამოვკვეთოთ ამ კონკრეტული იდეის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ეთიკური ეგოიზმი ხელს უწყობს პიროვნების თვითშემეცნებას და თუ შეგვიძ₾ია შევისწავლოთ საკუთარი თავი, ეს გახდება წინაპირობა ჩვენი პროდუქტიოლობისა, რადგან ზუსტად მეცოდინება ის თუ რა გვჭირდება, რა გვსურს, რისთვის ვმოქმედებ. შესაბამისად, ეს გაცნობიერებული მდგომარეობა და შცნობა საკუთარი ინდივიდუალურობისა ხელს უწყობს ემოციური ინტელექტის განვითარებას, რაც შემდეგ საკითხშიც აშკარად ჩანს- თუ ადამიანი ყურადღებას ამახვილებს საკუთარ თავზე და მიჰყვება იმ გზას, რომელსაც ეთიკური ეგოიზმი გვთავაზობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი უფრო მეტ შესძლებლობასა და რესურსს პოულობს პირადი პროგრესისათვის, რადგან პერსონალური ინტერესები ხდება პრიორიტეტული. თვითკმარი ადამიანები სწორე ამ ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ის ვინც მუდმივად სხვაზეა კონცენტრირებული, კარგავს საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეებს. ეთიკური ეგოიზმის მიხდვით ადამიანი არა სხვის, არამედ საუთარ განვითარებაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას.
აღსანიშნავია ის თავისუფლებაც, რომელსაც ზემოაღნიშნული იდეა აძლევს პიროვნებას. ეს თავისუფლება სხვისი აზრისა და სურვილისაგან დამოუკიდებლობაში ვლინდება. ადამიანს უჩნდება ერთგვარი იმუნიტეტი გამიჯნოს ერთმანეთისაგან რა არის მისი და რა სხვისი ინტერესი.
პროდიქტიულობა საზოგადოებაში გაიზრდება, როდესაც ეთიკური ეგოიზმის შესაბამიად მომედებენ ინდივიდები. ამ შინაარსის სიტყვები ადამ სმიტმა მე-18 საუკუნეში დაწერა თავის ნაშრომში ,,ერთა სიმდიდრე“. ის აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანები თავიანთი დაუოკებელი სურვილების დაკმაყოფილებას ერთპიროვნულად მისდევენ, მაშნ მათ უნებლიედ მოაქვთ სარგებელი მთელი საზოგადოებისათვის, რადგან როგორც წესი, ადამიანები უფრო მოტივირებულნი არიან იშრომონ საკუთარი თავის სასარგებლოდ, ვიდრე რაიმე სხვა მიზნის მისაღწევად. ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პროდუქტიულობის დონე იზრდება, რადგან ყველამ ყურადღბა გაამახვილა იმაზე, თუ რა არის მათი ყოველდღიური საჭიროებები და ინტერესები. როცა ყველა თავის თავს ეძებს, მაშინ ზოგადი საზოგადო სიკეთე მიღწევადი ხდება.
მიუხედავად ამ დადებითი მხარეებისა, როგორც უკვე აღვნიშნე, საჭიროა ეთიკური ეგოიზმის უარყოფითი მახასიათებლებიც გამოვყოთ.
ეთიკური ეგოიზმის ერთ-ერთ მთავარი პრინციპი ისაა, რომ სხვა არავინაა პასუხისმგებელი შენს პირად საჭიროებებზე, რომ ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესის შესაბამისად. ამიტომ, ნებისმიერი ურთიერთობა ისევ და ისევ ინტერესებზე და თუ ის კავშირი, რომელსაც ადამიანები ქმნიან აღარაა საჭირო ვინმეს წინსვლისათვის, მაშინ მარტივია ამ კავშირის გაწყვეტა.
ეთიკურ ეგოიზმზე კონცენტრირებულ საზოგადოებაშ ადამიანებს ემპათიის ნაკლებობა ახასიათებთ, რაც გარკვეულწილად ძალადობრივი ურთიერთობების წახალისებას იწვევს, რადგან როდესაც ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ითვალისწინებენ, ეს ძალადობრივ საზოგადოებას ქმნის.
იმის გამო, რომ ამოსავალი წერტილი მსგავსი შეხედულებისა მხოლოდ ინდივიდის ინტერესებია, ეთიკური ეგოიზმი ობიექტურობასაც გამორიცხავს, რადგან მსგავსი დამოკიდენულების წყალობით შეუძლებელი ვინმესთან ან რაიმესთან მიმართებით ვიყოთ ობიექტური.
რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალტრუიზმი სრულია გაქრება. ხალხი მაინც დაეხმარება სხვებს,თუ ეს მათ მოუტანს სარგებელს, მაგალითად ქველმოქმედება, რაც ზრდის ქველმოქმედის პოპულარობას. შესაბამისად, მთავარი ისაა რომ სხვებზე ზრუნვა გახდება უკიდურესი მოქმედება, ნაცვლად იმისა რომ იყოს პრიორიტეტული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.