ფილოსოფოსთა ინტერესის სფეროს აბორტის საკითხში, ძირითადად, ცალკეული ქალებისადა ნაყოფის უფლებები და ზიანი წარმოადგენს. არის თუ არა ნაყოფი პიროვნება? იმსახურებს ისსიცოცხლის უფლებას? ბალანსირდება თუ არა ნაყოფის სიცოცხლის უფლება დედის პირადითავისუფლებით? ეს კითხვები მეტად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს ზემოთხსენებულიქმედების თვალსაზრისით, თუმცა ფილოსოფოსთა დაკვირვების მიღმა რჩება ქალების, როგორცჯგუფის ზიანი, რომელიც განპირობებულია შეზღუდული უფლებებით, აკონტროლონ საკუთარისხეული და რეპროდუქცია.
ბუნებითი კანონი აყალიბებს გარკვეულ ზოგად წესებს, რომელიც ნებისმიერი რაციონალური აგენტისათვის მისაღები და მათ მიერ აღიარებული უნდა იყოს. მათ შორის, მინდა გამოვკვეთო ორი ძირითადი წესი: ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება, შთამომავლობის გამრავლება და განათლება. თუ განვიხილავთ სქესობრივი კავშირის არსებობას, როგორც წინაპირობას რეპროდუქციისას, ერთი შეხედვით, ეს ძირითადი წესი გამრავლებისა არ იწვევს ჩვენში უარყოფით დამოკიდებულებას, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ სექსუალურმა მიზიდულობამ შესაძლოა ისეთი რადიკალურად ამორალური ქმედება გამოიწვიოს, როგორიც სექსუალური ძალადობაა. და, ამის შესაბამისად, ისმის კითხვა: იწვევს თუ არა გამრავლება ყოველთვის მისაღებ შედეგებს? რამდენად პასუხისმგებელი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ჩასახულ ნაყოფზე და რამდენად გამართლებულად უნდა მივიჩნიოთ ამგვარი გზით რეპროდუქცია?
ფილმ „მეღვინეობის წესების“ გმირი ჰომერ ველსი, როგორც ექიმი, სწორედ ამ მორალური დილემის წინაშე დგება: გაუკეთოს თუ არა აბორტი გოგონას, რომელიც მამისმიერი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და შედეგად ორსულდება. იმის მიუხედავად, რომ ჰომერი წინააღმდეგია ამ ქმედებისა, ის საკუთარ თავზე იღებს მოვალეობას მისი შესრულებისას, რითაც, ვფიქრობ, ათავისუფლებს უმწიკვლო როუზს, აძლევს წინაპირობას გაქცევისას. როგორც ექიმი ლარჩი ამბობს: ,,I deliver babies and I also deliver mothers” ჰომერი კი, ამ შემთხვევაში, უდავოდ გადაარჩენს და ახალ სიცოცხლეს შესძენს დედას, რომელიც მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. ჰომერის ქმედება, რომელიც მამის მუდმივი „მონობისაგან“ ათავისუფლებს როუზს და აძლევს შესაძლებლობას მსხვერპლის იარლიყის მოშორებისას, დაგმობილია ბუნებრივი კანონის მიერ, როგორც უარყოფა პირველი (ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და შენარჩუნების) ძირითადი წესისა: „We ought to preserve and protect human life and hence an abortion in this case is morally wrong“. და როგორც ნათლად შეინიშნება, აქ ძალადობის მსხვერპლი კარგავს კონტროლს საკუთარ სხეულზე, ის გადაიქცევა არსებად, რომელიც ვალდებულია პასუხი აგოს არა საკუთარ, არამედ მოძალადის ქცევაზე.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ, ბუნებითი კანონის მიხედვით, ქალი რეპროდუქციის წყაროდ გვევლინება, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა მისი სურვილისაგან დამოუკიდებლად ჩასახულ ნაყოფზე უარი თქვას, მას უწევს პასუხი აგოს ქმედებაზე, რომლის მსხვერპლსაც თვითონვე წარმოადგენს: შეინარჩუნოს, აღზარდოს ბავშვი და მისცეს მას განათლება. ბუნებითი კანონი ავალდებულებს როუზს დარჩეს მუდმივი მონობის ქვეშ და ატაროს ცხოვრებისეული უღელი იმისდა დამოუკიდებად თუ რა სურს მას. შესაბამისად, შეგვიძლია უარვყოთ დებულება, რომ სწორი მოქმედებები მხოლოდ ისაა, რაც შეესაბამება ბუნებრივ კანონს, ვინაიდან ქმედება, რომელიც ბუნებრივ კანონს ეხმიანება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბოჭავს ქალებს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საკითხში და სრულიად აფერმკრთალებს მათ სულიერებას, ერთადერთი, რაც რჩებათ ეს სხეულია, რომელსაც ექნება პოტენცია შთამომავლობის შექმნისა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.