რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? ფილოსოფოსები საუკუნეების მანძილზე ბჭობდნენ ამ საკითხზე, სრულ პასუხს კი მაინც ვერ გავცემთ ამ კითხვას. ჩვენი ქმედების განსაზღვრა, ის თუ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევით, შეუძლებელია. თუმცა ვიცი, რომ ადამიანები ვმოქმედებთ წინასწარ განსაზღვრული სწორი და არასწორი ჩარჩოების მიხედვით. ძირითადად ამ სწორისა და არასწორის გასარჩევად, ვიყენებთ ეთიკის ნორმებს. ასევე ვიცით, რომ გაუმართლებელია ყველა ქემდება, რაც არღვევს სხვა ადამიანის კუთვნილებას, ან საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. მიუხედავად ამ ზოგადი ინსტრუქციებისა, მაინც გვიჭირს საზღვრის გავლება სწორსა და არასწორს შორის, რადგან ჩემთვის კარგი, შესაძლოა სხვისთვის ცუდი აღმოჩნდეს.
ის კი დანამდვილდებით ვიცით, რომ ადამიანის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ აკეთოს ის, რაც მას სარგებელს მოუტანს. სიკეთესაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოგვწონს ის შეგრძნება, რომელიც სხვების დახმარების შემდეგ გვეუფლება. ჩვენ გვინდა, რომ ყველა სიტუაცია ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ჩვენს ინტერესებს მოვარგოთ. თუმცა ისევე როგორც სწორისა და არასწორის გარჩევა ზოგჯერ ინდივიდუალურია, ადამიანების მამოძრავებელი ეს მთავარი პრინციპიც ადამიანზე დამოკიდებული ხდება. ჩემს ინტერესებშია, რომ მე გამაჩნდეს ჩემი საკუთრება, ვიცავდე და ვუფრთხილდებოდე მას, სხვა ადამიანის ინტერესებში კი შესაძლოა ჩემი საკუთრების განადგურება იყოს პრიორიტეტული. მისთვის სარგებლის მომტანი, ჩემთვის ზიანის მომტანი გამოდგება.
ეს შეგვიძლია განვიხილოთ უტილიტარიზმის ჭრილშიც. უტილიტარიზმი გვეუბნება, რომ ყველაფერი გაამრთლებულია, თუ შედეგად დგება ადამიანის მაქსიმალური ბედნიერება. ადმაიანი ბედნიერი არის მაშნ, როდესაც ის იღებს სარგებელს, მისი ინტერესები კმაყოფილდება. თუმცა აქაც ვდგებით იმ პრობლმების წინაშე, რომ ადამიანებს ბედნიერებას სხვადასხვა რამ გვანიჭებს, რადგან ჩვენი ინტერესები განსხვავებულია. ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანის ინტერესები გნასხვავდება, იწვევს ქაოსს სამყაროში. ინტერესთა კონფლიქტი და ამის გამო შეთანხმებადე ვერ მისვა, არის საფუძველი ყოველგვარი დანაშაულის. იმის გამო, რომ ადამიანები არ ვენდობით ერთმანეთს და გვჯერა, რომ ჩვენ ვერ ვიპოვით ზომიერებას ჩვენსა და სხვის ინტერესებს შორის, რომ შესაძლოა სხვამ გადაჭარბებულად გამოიყენოს თავისი ძალა და შეგვექმნას საფრთხე, გვჭრდება მესამე ორგანო, რომელიც დაგვიცავს ამ ყველაფრისგან, იქნება ჩვენი უსაფრთხოებისა და წესრიგის გარანტია.
სახელმწიფო არის ამ ქაოსის შემაკავებელი ორგანო, რომელიც აღმოფხვრის დანაშაურლს. ის საჭიროა, რათა შეამსუბუქოს ადამიანური ბუნების გავლენა, დაუწესოს მას საზღვრები. ადამიანები ელიან, რომ მათი ეს სურვილი დაკმაყოფილდება, ნდობას უცხადებენ არჩეულ ორგანოს და მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მოახერხებს ყველამ შეძლოს იმის გაკეთება, რაც მას ბედნიერებას მოუტანს. მისი არარსებობის შემთხვევაში კი გვგონია, რომ დანაშაულის რიცხვი გაიზრდება და უსაფრთხოდ აღარ ვიქნებით. თუ ეს მართლად ასეა და სახელმწიფო თავის როლს პირნათლად ასრულებს, რატომ ვერ მიაღწია სამყარომ იმას, რომ ადამაინებმა ვიცხოვორთ ჰარმონიულ გარემოში? ჩვენს ქვეყანაში ხომ დღემდე გვიწევს ყოველი ფეხის ნაბიჯზე რაღაცის გაპროტესტება, ხშირად იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფო გადაჭარბებულად იყენებს თავის ძალას.
სახელმწიფოს არ უნდა განვიხილავდეთ როგროც ადამიანის ბუნებისგან ცალკე მდგომ მესამე ძალას. რეალურად ეს ორგანოც ადამიანებისგან შედგება და თუ ჩვენ ყველა ვატარებთ ადამიანის ბუნებას, მაშინ სახელმწიფო გვევლინება ადამიანური ბუნების ყველაზე დიდ ანარეკლად. ის, რომ სახელმწიფო აჩენს თავის ბოროტ მხარეს, გადამეტებულ კონტროლს აწესებს და პირადი ინტერესების გამო, ქვეყნის მოსახლეობას ივიწყებენ, არის ადამიანური ბუნების გამოვლინება. თუ ადამიანები იხელმძღვანელებენ უტილიტარიზმის პრინციპით, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ სახელმწიფოც, როგორც ადამიანების ერთბლობა გააკეთებს ყველაფერს, რისი შედეგით იქნება მათი ბედნიერება. სახელმწიფო დაიკმაყოფილებს თავის ინტერესს. მაშნ, როდესაც რეალურად ჩვენ მათ ვაკისრებთ ადამიანებს შორის კონფლიქტის მოგვარებას.
ადამიანები ერთმანეთს არ ვენდობით, თუმცა ამ ნდობას სახელმწიფოს არარაციონალურად ვუცხადებთ. ველდოებით, რომ ისინი გააკონტროლოებნ დამკვიდრებულ ქაოსს და ამვდროულად გააკონტროლებენ საკუთარ თავს. თუ გვჯერა, რომ ამ ორგნაოში გართიანებული ადამიანები შეძლებენ ანგელოზური ბუნების გამოჩნეას და თვითკონტროლს, რატომ არ გვწამს ასე ადამიანებზეც? თუ ამ ნდობას ერთმანეთს გამოვუცახდებთ და ვიფიქრებთ, რომ ყველა ჩვენს თავს გავაკონტროლებთ, იქნებ საერთოდაც არ დაგვჭირდეს სახელწმიფო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.