Ნაციონალიზმი და სახელმწიფოებრივი იდენტობა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი იყო არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. Ამას ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობის სახე აქვს მიღებული, რაც გულისხმობს პატრიოტიზმის, უხილავი ერთგულების, ქვეყნის და ადამიანის განსაკუთრებულ, წარმოსახვით, თუმცა საკმაოდ ძლიერ კავშირს. Ნაციონალიზმი და ეროვნება მუდმივად ისეთივე განმსაზღვრელი იყო ადამიანის, როგორც სქესი და ასაკი, რაც აჩენს კითხვებს: რატომაა ეს მოჩვენებითი ერთიანობა ამდენად მნიშვნელოვანი და რა იწვევს ადამიანებში ამდენად ღრმა და აუხსნელ გრძნობას ქვეყნის და თავიანთი ეროვნების ხალხის მიმართ?
Ნაციონალიზმის მნიშვნელობის გაგება ისეთ კომპლექსურ და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა რელიგია, ადამიანთა უცნაური ბუნება, ერთგულების და მეგობრობის ღირებულებები და უნიკალურობა. Ყველა ეროვნების ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი საზოგადოება და სახელმწიფო განსხვავებული, უნიკალურია სხვისგან და ზოგ შემთხვევაში, ხშირად თავიანთ ქვეყანას სუპერიორადაც კი მიიჩნევენ ხოლმე. Საქმე იმაშია, რომ ადამიანები დაბადებიდან, გაუცნობიერებლად ვიზიარებთ იმ განცდას, რასაც ეროვნება ქვია და დროთა განმავლობაში ეს იდეოლოგიადაც გარდაიქმნება. Ჩემი აზრით, ეს იმ უხილავი უსაფრთხოების, თვითიდენტიფიკაციის, გაზიარებული პრობლემებისა, ყოველდღიურობის და ბუნებრივი მიკუთვნებულობით არის გამოწვეული, რასაც თითოეულს პატრიოტიზმი თუ საკუთარი ეროვნება გვიქმნის.
Სახელმწიფოს ეს უცნაური განცდა ჩემი აზრით ადამიანთა ბუნების ახნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. Როგორც ბენედიქტ ანდერსონი ხსნის, ეს სოციო-კულტურული მოჩვენებითი ერთიანობაა: მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ადამიანმა თავისი ეროვნების გამზიარებელთა ნახევარი მაინც გაიცნოს, ეს უხილავი ჯაჭვი მაინც არსებობს და ყველგან განაგრძობს არსებობას “ღრმა და ჰორიზონტალური” სიყვარულის და ნდობის სახით. Ამასთან ერთად, რა არის ერი და ქვეყანა თუ არა მხოლოდ ტერიტორისაა, სადაც ადამიანები უბრალო საზოგადოებას აყალიბებენ?
Მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალიზმი, წარმოსახვითი, მოჩვენებითი ერთიანობაა, ადამიანთათვის თვითიდენტიფიკაცია და მიკუთვნებულობა არსებობისთვის აუცილებელია. Ნაციონალიზმი თავიდანვე გვეუბნება, როგორი შეგვიძლია ვიყოთ, რა შეიძლება გვახასიათებდეს და ბუნებრივია, ეს ჩვენთვის ყველაფერს ამარტივებს. Ყოველდღიურად გაზიარებული პრობლემები, ერთი და იმავე გარემოში და სისტემაში ცხოვრება ადამიანებს აახლოვებს და თავს გაგებულად აგრძნობინებს. Კულტურული და სოციალური ახლობლობა, ერთი და იმავე ფიქრები, გაზიარებული ღირებულებები და პრიორიტეტები, ნდობის და ერთგულების ეს უნიკალური განცდა ქმნის ჩვენში ნაციონალიზმს და სწორედ ამ განსაკუთრებულობის შეგრძნებას, რაც ჩემი აზრით, ადამიანთა ცხოვრებას შედარებით მარტივად და კომფორტულად აქცევს.
Გარკვეულწილად ეროვნება და ნაციონალიზმის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებაში შეიძლება რელიგიასთან დავაკავშიროთ. Რელიგიაც ისეთი დამაკავშირებელ ხიდად იქცევა ხშირად ადამიანებისთვის, როგორც ნაციონალიზმი და გაზიარებული ტერიტორია. Პატრიოტიზმი, ისევე როგორც რწმენა ადამიანებში გაუცნობიერელ ღირებულებებსა და იდეალებს აჩენს იმ დონემდე, რომ ადამიანები მათ გამო მზად არიან მოკვდნენ. Ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს ისევე მიაჩნიათ საკუთარი მრწამსი განსაკუთრებული, როგორც ადამიანებს თავიანთი ერი და ის ისევე განმსაზღვრელი ხდება ჩვენი პიროვნების და ღირებულებების, როგორც ნაციონალობა. Ეს გამაერთიანებელი საზოგადოებები, წრეები და ზოგადად, ერთიანობა ჩემი აზრით, საკმაოდ ლამაზი და დამამშვიდებელია. Ეს ნიშნავს, რომ Ადამიანები ცდილობენ საერთო იპოვონ ერთმანეთთან, ერთად იბრძოლონ საერთო მიზნებისთვის და ასე იგრძნონ თავი კომფორტულად და საჭიროდ იქ, რაც საერთოდ არც არსებობს.
Საბოლოო ჯამში, ნაციონალიზმის და ამ ამხანაგობის განცდა უხსოვარი დროიდან მოდის დღემდე და მუდმივად ვითარდება, ამის მიზეზი კი ჩემი აზრით, ადამიანთა ბუნებიდან გამომდინარე აშკარაცაა: სახელმწიფოები და საზოგადოებები იხვეწებიან, ცდილობენ უკეთესები იყვნენ და განვითარდნენ. Მიუხედავად იმისა, რომ ეს მოჩვენებითი ერთიანობაა და ტერიტორიული ფაქტორის გარდა ჩვენ ერთმანეთთან საერთო არაფერი გვაქვს, ვფიქრობ იმის ცოდნა, რომ არიან ადამიანები ვისაც ზუსტად ესმით ჩემი, ვისი ნდობაც შემიძლია, ვინც იმავე სიტუაციაში არიან როგორც მე და იმავე პრობლემებს ებრძვიან, ძალიან ადამიანური და დამამშვიდებელი განცდაა. ღირებულებებისთვის და საკაცობრიო პროგრესისთვის ბრძოლისთვის კი ერთი ინდივიდი საკმარისი არასოდესაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.