დაბადებიდან სილივრუს სარკემდე
დავიბადე. არც კი ვიცი სად, მაგრამ მაინც ვიზრდები. ცოდნა მემატება, ჯერ ისიც კი არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ცოდნა, მაგრამ რატომღაც მისი მჯერავს, გადამოწმებით, თუ მის გარეშე. საზოგადოების პროდუქტი ვარ თუ სახელმწიფოსი? ან საერთოდ, ეს რას ნიშნავს? მე ხომ ჩემი რაციონალურობა შერჩენილი მაქვს.
თემიდა და დემოკრატია?
არისტოტელეს მიხედვით, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპი თავისუფლებაა. თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი ყველას ხელმძღვანელად და ქვეშევრდომად ყოფნაა, თანასწორობა კი რაოდენობის მიხედვით ხორციელდება. ამიტომაც, უმრავლესობის ხმა გადამწყვეტია, რადგან უმრავლესობა სახელმწიფოა, იგი სამართლიანობაა.
შევეგუოთ პანდორას ყუთს თუ გავხსნათ იგი?
შეიძლება კი ბუნებითი სამართლის შეცვლა? ღვთაებრივი კანონი ადამიანში ცოდვას აღძრავს, მაგრამ რისკენ მივყავართ თავად ბუნებრივ კანონს?
"Self-love leads us to contradiction?''
„მას პატივისცემა არ აქვს ადამიანური ბუნებისადმი... ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მას მოვექცეთ მხეცებად... ის ადამიანი აღარაა... მან ადამიანურობა უარყო, ის არ უნდა ელოდოს, რომ სხვები მის ადამიანურობას პატივისცემით მოეპყრობიან.’’-ამბობს კანტი, თვითმკვლელობის შესახებ.