ENG GEO

Search form

ალექსანდრე ჩიტაიშვილი

მოტივი, როგორც მოქმედების შედეგის შეფასების მთავარი კრიტერიუმი

10.04.2021

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუგია საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ადამიანის მკვლელობის შესახებ. ჩვენ ხშირად ვისმენთ ძალიან მძიმე ფაქტებზე, რომლებიც თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც კი გახდა. 

ადამიანები, როდესაც ვიგებთ გარკვეულ ფაქტებზე, როგორც უკვე მომხდარ მოცემულობაზე, მას უსიტყვოდ ვიღებთ. შესაძლოა, ზოგჯერ ვწუხდებით მისი მოსმენით, თუმცა მოგვიანებით ესეც გვავიწყდება. 

პირობითად, განვიხილოთ ასეთი შემთხვევა - ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ხანდაზმულმა ადამიანმა ქუჩაში სიცოცხლე მოუსწრაფა ახალგაზრდა კაცს. რა იქნება ამ შემთხვევაში მსმენელის რეაქცია? - ბუნებრივია ის შეწუხდება, ალბათ გაბრაზდება კიდეც, რადგან შედეგად ახალგაზრდა ადამიანი მივიღეთ მსხვერპლად. ამ კუთხით საინტერესო იქნება განვიხილოთ, თომა აქვინელის ან სხვა ბუნებითი სამართლის მხარდამჭერი ფილოსოფოსის მოსაზრება.

ბუნებითი სამართალი, ყველაზე უნივერსალურად რომ განვმარტოთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ადამიანის ზნეობას, შინაგან მოძრაობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, უზენაესად აყენებს. აღნიშნულ შემთხვევაშიც ბუნებითი სამართლის მიმდევარი უპირველესად დაინტერესდებოდა იმით, თუ რამ გადააწყვეტინა ხანდაზმულ ადამიანს ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა. თუ ის იმ დასკვნამდე მივა, რომ ეს ადამიანის წინასწარგანზრახული ქმედება იყო, სავარაუდოდ, მის ამ გადაწყვეტილებას დაიწუნებს და მკვლელის ქმედებას გაკიცხავს. 

მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რა მოხდებოდა მაშინ თუ აქვინელი შეიტყობდა, რომ ხანდაზმულმა ადამიანმა მკვლელობით მოძალადის მოგერიება შეძლო, ხანდაზმულს კი არ ჰქონდა სხვაგვარად მოქცევის საშუალება?! ამ შემთხვევაში, აქვინელი უფროსი ასაკის ადამიანის მოქმედებას გამართლებულად მიიჩნევდა. მისთვის მთავარი ხომ ისაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის შინაგანი ბუნების ნაყოფი იქნებოდა, მორალური და ზნეობრიობასთან ახლოსმდგომი ყოფილიყო. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც თუ სად ავლებს ბუნებითი სამართალი ადამიანის შინაგან ბუნებასა და მისი მხრიდან მოქმედების შედეგს შორის ზღვარს.

ამ ფილოსოფიური მიმდინარეობისთვის, განსხვავებით, მაგალითად, კონსეკვენციალიზმისგან, ადამიანის ქმედების შეფასების უმთავრესი კრიტერიუმი მხოლოდ მისი შედეგით ნამდვილად არ განისაზღვრება. ბუნებით სამართალში ჩვენ მეტად გვაინტერესებს ის თუ რა ხდება ადამიანის შიგნით, ვიდრე იმის შეფასება თუ როგორ გამოვლინდა ის ნებელობითი აქტის შედეგად. ამ მხრივ ბუნებითი სამართალი კონცენტრირდება ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. ის მოქმედებასა და შედეგზე იქამდე არ იწყებს საუბარს, სანამ არ დარწმუნდება ეს ქმედება თუ რამდენად შეიძლება ზნეობრივად გამართლებული იყოს. ის  ინდივიდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირველესად მის შინაგან მდგომარეობას შეამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის თუ რამდენად შეიძლება ამ მოქმედებას, მორალური გამართლება მოეძებნოს. აქვინელისთვის საკმარისი იქნებოდა იმისი ცოდნა, რომ ხადაზმული ადამიანის განზრახვა არ იყო ადამიანის მკვლელობა და ის მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. 

ბუნებითი სამართლის, უფრო ზუსტად თომა აქვინელის, ამ სახის მიდგომამ გამოაჩინა, რომ ის ფაქტების ზედაპირულ შეფასებას ერიდება. ის ჯერ იკვლევს ადამიანის მოქმედების მოტივაციას და შემდეგ აფასებს მისგან მომდინარე შედეგს. მისთვის ადამიანის ფსიქოლოგია კვლევის საგანია, რადგან შეუძლებელია კოგნიტური ეტაპის სრულყოფილად გაცნობის გარეშე მსჯელობა დავიწყოთ ინდივიდის მიერ გამოვლენილ ნებაზე. აღნიშნული ფილოსოფიური მიმდინარეობა ყოველთვის დასვამს კითხვას, რატომ? - მასზე პასუხის მიღების შედეგად კი გადაწყვეტს ესა თუ ის ქმედება რამდენად ზნეობრივია და მორალურ ღირებულებებს შეესაბამება. 

აქვე, შესაძლებელია წამოიჭრას ერთი პრობლემური საკითხი. კერძოდ, თუ რამდენად შეიძლება კარგი მოტივით, თუმცა ცუდი ხერხით ჩადენილი ქმედება მორალურად გამართლდეს. მაგალითად, თუ ადამიანი არაპროპორციულ ძალას იყენებს მოძალადის მიმართ და მას იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს უმჯობესი იქნებოდა. ამ შემთხვევაშიც უმთავრესი იქნება ადამიანის მოტივაციას შევხედოთ, რომელიც საერთო „კეთილი“ განზრახვის არსებობის შემთხვევაშიც კი გადაწონის იმ არაპროპორციული საშუალების გამოყენების მორალურ ასპექტს.  

ნინო დოლიშვილი

ბუნებითი და პოზიტიური სამართლის ურთიერთკავშირი

10.04.2021

                                                             ნინო დოლიშვილი

 

ბუნებითი და პოზიტიური სამართლის ურთიერთკავშირი

 

 

პოზიტიური სამართალი უშუალოდ ადამიანის მიერაა შექმნილი, აღსანიშნავია, თუნდაც ის, რომ ამ კონტექსტში რაიმე კარგსა და დადებითს კი არა, არამედ ის შეიძლება შეფასდეს, როგორც სპეციალურად მიღებულ სათანადო ორგანოს მიერ დაწესებულ კანონთა კრებულად. ბუნებითი კანონის განმარტება მეტად განსხვავებულია, იგი გულისხმობს ადამიანის ბუნების ანალიზისა და მორალური ქცევის გაანალზება / გამოხატულებას.

სამართალიც და სამართლიანობაც არის მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილი კონცეფციები და არანაირი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართებულად ან არასწორად,  თუ რომელიმე კონკრეტული მოსახლეობა თავისი ადათ-წესებით ან პოზიტიური კანონმდებლობით არ განაცხადებს, რომ ეს არის სწორი ან არასწორი. ბუნებითი კანონი წარმოადგენს კრიტერიუმს, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პოზიტიური კანონები. თუ სახელმწიფოს კანონები ეწინააღმდეგება ბუნებით კანონს, ესე იგი მიიჩნევა უსამართლობად. პოზიტიური სამართალი და ნორმატიული სამართლიანობა არ არიან სინონიმები. ბუნებითი სამართალი  უშუალოდ წინაპირობას წარმოადგენს პოზიტიური კანონების შექმნისა და დამტკიცებისათვის, ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ბუნებითი სამართალი ამტკიცებს, ხოლო პოზიტიური სამართალი კი უარყობს, რომ კანონს უნდა ჰქონდეს მინიმალური მორალური შინაარსი. ბუნებითი სამართალი არის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი რეგულირდება ძირითადი თანდაყოლილი კანონებით ან ბუნების კანონებით, რომელიც განცალკევებული არის და განსხვავდება კანონმდებლობისგან. საკანონმდებლო კანონები ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც პოზიტიური კანონები ბუნებითი სამართლის თეორიის ფარგლებში, რათა მკაფიოდ განასხვავონ ბუნებითი და სოციალური კანონები.  ბუნებითი სამართალის თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა ინგლისისა და  აშშ-ს მთავრობებსა და კანონებზე. მაგალითად, ინგლისში დავისას პარლამენტის წევრებმა შეიძლება მიმართონ ბუნებითი სამართლის თეორიას, არის კონცეფცია, რომელიც ემყარება მორალურად სწორ საქმეს, ეს ზოგჯერ ასოცირდება როგორც ღვთიური კანონი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ არსებობს უფრო დიდი კანონები ვიდრე უშუალოდ ადამიანის მიერ შექმნილი კანონები.  

 

ბუნებითი სამართლის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ „სამართალი“ იმ ნორმებთან რომლებსაც განსაზღვრავს სახელმწიფო     ბუნებით სამართალსაცმოიარებს საკუთარ თავში. ბუნებითი სამართლში იგულისხმება უფლებათა და  მოვალეობათა ერთობლიობა, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი  ბუნების ძალით ფლობს და რომელთა არსებობაც დაკავშირებულია დაბადების ფაქტითთან. თუნდაც ძირითადი უფლებები: სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, და  სხვა მრავალი.  ამ ჩვენგან განუყოფელი უფლებების ხელყოფა სახელმწიფოსაც კი არ შეუძლია. გაგვიჩვნდება კითხვა,  თუ რა არის სამართალი? პასუხი შეიძლება ორაზროვანი იყოს, მას ბუნებაში არსებულ ფენომენად მივიჩნევთ, თუ ადამიანის ხელოვნურ ქმნილებად. მართალია ის,  რომ ადამიანის ინდივიდუალურობა ბუნების შემოქმედებით არის განპირობებული და, თავის მხრივ  სწორედ ამიტომაც არის ფენომენი, თუმცა ის წესები და კანონები, რომლებსაც ადამიანი თვითონ ქმნის არ  არის ბუნების ქმნილება და მხოლოდ ადამიანთა ფიქრებიასა და განცდების პროდუქტია. უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ  რადგან ადამიანი ბუნებამ შექმნა ამ ქვეყანაზე, ყველაფერი ის, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი ყველაფერი ბუნების შემოქმედებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან იგივე იქნებოდა, რომ ყველა ადამიანის მიღწევა, თუნდაც სამეცნიერო, არქიტექტრული საინჟინრო, ეს ყველაფერი დედაბუნების ნიჭად მიგვეჩნია.

დასკვნის სახით ვიტყვი იმას, რომ როდესაც სამყაროს ზოგადად აღვწერთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ  მასში  გარკვეული კანონები მოქმედებს. ეს ყოველივეე წარმოიშვა ყველაფრის აწყისთან ერთად, პირობითად, რომ ვთქვათ სამყაროს შექმნიდავე, თუ, რა თქმა უნდა, იგი როდისმე წარმოიშვა)  ადამიანებს არ შეუძლიათ ყველაფრის თავიდან შექმნა.  თვით დედაბუნებამ წარმოშვა და  ადამიანს და არა მხოლოდ მას მზა ფორმით შესთავაზა ეს უფლებები.  სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი თვისება კანონზომიერებაა და  როგორც უკვე არსებული ფენომენი, იგი არ არის ხელოვნურად, ადამიანის ხელით შექმნილი. ბუნებაში მხოლოდ ფიზიკური კანონები არსებობს. ბუნებაში ყველაფერი  ქაოსურად ან დაწყობილად მიმდინარეობს.

 

ეკატერინე დავითაშვილი

Aquinas precepts of basic goods

10.04.2021

ბუნებითი სამართლის თეორია, რომელზეც თომა აკვინელმა საკუთარი დოქტრინა დააფუძნა, მოიცავს ცნებებს იმ ძირითადი სიკეთეების შესახებ, რომლებიც ვრცელდება ღმერთის მიერ შექმნილ არსებებზე.
ბუნებითი სამართლის თეორიის მთავარ კითხვაზე, არის თუ არა ბუნებითი სამართალი ადამიანებში, აკვინელი პასუხობს, რომ ღმერთის, როგორც უმაღლესი ღირებულების მქონე მარადიული კანონმდებლის მიერ შექმნილ ყველა ქმნილებაში არის ჩაბეჭდილი კანონები, რომლებიც ღმერთმა სამყაროს ორგანიზებული ფუნქციონირებისთვის შექმნა. თუმცა, ბუნებითი სამართლის მინიჭებული უფლებები ღმერთის მიერ შექმნილ ყველა არსებაზე არ ვრცელდება და კითხვაზე-რატომ, პასუხი აკვინელის ძირითად მცნებებში უნდა ვეძიოთ.

ძირითადი სიკეთეებია: სიცოცხლე, რეპროდუქცია, შთამომავლობის შემეცნება, ღმერთის ძიება, საზოგადოებაში ცხოვრების მოთხოვნილება და საზოგადოებიდან გარიყვის შიში.
პირველი , რაც ყველა ცოცხალ არსებას უნდა, არის სიცოცხლის შენარჩუნება, შესაბამისად აკვინელის მცნებების სიაში პირველი ადგილი უკავია. სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ღმერთმა ყველა ცოცხალ არსებას ჩაუნერგა თვითგადარაჩენის ინსტინქტი, რომელიც მოქმედებს ცხოველებშიც და ადამიანებშიც.
სიცოცხლის შენარჩუნების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყველა ცოცხალ არსებას იმთავითვე ბუნებრივად ახასიათებს არის ახალი სიცოცხლის წარმოქმნის უნარი, რეპროდუქცია, რომელიც ასევე საერთო ინსტინქტია ცხოველისთვისაც და ადამიანისთვისაც.
ნაშიერის შემეცნების საჭიროება გამომდინარეობს პირველი და მეორე მცნებებიდან, რომლებიც ემსახურება შექმნილი სიცოცხლის შენარჩუნებას და შემდეგი თაობის ცოცხლად მიყვანას იქამდე, სანამ თავადაც შეძლებენ რეპროდუქციას.
საკუთარ სახეობაში ცხოვრების და საზოგადოების ნაწილად ყოფნის აუცილებლობა, რომელსაც თან ახლავს ამ საზოგადოებიდან გარიყვის შიში, ახასიათებს ღმერთის მიერ შექმნილ სოციალურ არსებას. ადამიანი ამ მცნების მოქმედების სფეროშიც არ არის მარტო, რადგან რამდენადაც ცალსახაა რომ ადამიანი სოციალური არსებაა, ღმერთის ქმნილებებში მოიძებნებიან სხვა სოციალური არსბებიც, მაგალითად მაიმუნების რამდენიმე სახეობა და მღრღნელები.
გამოდის, რომ მხოლოდ ღმერთის ძიებაა ის, რაც შეიძლება მხოლოდ ადამიანს ახასიათებდეს. შესაბამისად, ღმერთის ძიების უნარს უნდა დავუკავშიროთ პასუხი დასაწყისში დასმულ კითხვაზე. პასუხამდე მისასვლელად დავსვათ მეორე კითხვა- რა აახლოვებს ადამიანს ღმერთთან, რაც სხვა ცოცხალ არსებებს არ ახასიათებთ?
ეს უნარი აძლევს ადამიანს საშუალებას ეძებოს მიზეზი ღმერთის არსებობაში, მიზეზის ძიება კი მხოლოდ რაციონალურ არსებას შეუძლია. პასუხი რაციონალურობაშია. ადამიანის რაციონალური ბუნებაა ის ელემენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მიიღოს ღმერთის მიერ იმთავითვე მინიჭებული უფლებები.

 

მარი მარღიშვილი

არის თუ არა ბუნებითი კანონები ყველასთვის ერთნაირი?

10.04.2021

ბუნებითი სამართალი არის თეორია ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც, სწორი და არასწორი ქმედების აღქმა პიროვნებაში არის თანდაყოლილი და ამას არ განსაზღვრავს საზოგადოებაში თანაცხოვრება. უნივერსალურ პრინციპებს, რომელზეც ბუნებითი სამართალი საუბრობს, ადამიანი აღმოაჩენს თანდათან, ცხოვრების განმავლობაში, როდესაც არჩევანს აკეთებს მისთვის მისაღებ და მიუღებელ ქმედებას შორის. ბუნებითი სამართლის ამ გაგების თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ არის ის, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ბუნებითი კანონები და ზოგადი პრინციპები, რაზეც ეს თეორია საუბრობს, ყველა ადამიანისთვის ერთია.
ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს ორი განსხვავებული ვერსია. შევეცდები , თითოეული განვიხილო. ერთი მხრივ, საკმაოდ საკამათოა, თუ ზოგადი წესები და პრინციპები ადამიანისთვის თანდაყოლილია, რამდენად შეიძლება ნიშნავდეს ეს ფაქტი იმას, რომ ყველასთვის ეს წესები ერთნაირია. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ადამიანის აღქმა სწორსა და არასწორს შორის ყველასთვის ერთნაირია? ვფიქრობ, რომ ვინაიდან ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით ზოგადი წესები არ ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით და არის თანდაყოლილი, შეიძლება ერთი შეხედვით ბევრმა ადამიანმა სწორედ ასე იფიქროს. ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა ისიდორეც, რომელიც სწორედ იმას ამბობდა, რომ ბუნებითი კანონები ყველა ერისთვის ერთნაირია. იმისათვის, რომ ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნათლად წარმოჩნდეს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო მხარის ზოგადი არგუმენტების განხილვაც.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბუნებითი სამართალი მოიცავს ყველაფერს, რისკენაც ადამიანი მიდრეკილებას განიცდის. ერთ-ერთი ზოგადი პრინციპი ამ უკანასკნელისა კი არის ის, რომ პიროვნება მოქმედებს მიზეზის შესაბამისად. მის ნებისმიერ ქმედებას ინდივიდუალური გამართლება შეიძლება მოეძებნოს. თუმცა თუ ვიტყვით, რომ ბუნებითი კანონები მოიცავს ადამიანის მიდრეკილებებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ასევე სტატიის ავტორის მოსაზრებაც , რომელიც ფიქრობს, რომ სხვადასხვა ადამიანს შეიძლება სხვადასხვა მიდრეკილება ჰქონდეს, როგორიც არის მაგალითად სიამოვნება, პატივისცემა და ასე შემდეგ. . გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება მეტად დასაბუთებულია, ვინაიდან თუ ვიტყვით, რომ ბუნებითი სამართლის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ადამიანმა გონივრულად და მიზეზის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანისთვის და შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ზოგადი პრინციპები შესაძლოა ერგებოდეს საზოგადოების წევრების უმეტესობას, თუმცა რაც უფრო მეტად დავუკვირდებით, უფრო მეტ ხარვეზს და გამონაკლისს აღმოვაჩენთ. მიმაჩნია, რომ ყოველთვის იარსებებს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ ვთქვათ, რომ ყველასთვის ეს კანონები არ არის ერთნაირი ,მიუხედავად იმისა, რომ ისინი თანდაყოლილია.
ჩემი მოსაზრების გასამყარებლად ვფიქრობ ასევე საინტერესო იქნება აღინიშნოს მაგალითიც, რომელიც იულიუს კეისარს აქვს განხილული. ეს ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქურდობა ბუნებითი კანონების საწინააღმდეგოა, გერმანელები ამ უკანასკნელს მაინც დასაშვებად მიიჩნევდნენ. თუ იმას ვიტყვით, რომ ქურდობის დაუშვებლობა არის ბუნებითი კანონი, გამომდინარეობს, რომ ქურდობა დაუშვებელი უნდა იყოს მთელი საზოგადოების თითოეული წევრისათვის,ვინაიდან ბუნებითი კანონი ყველა ადამიანისთვის ერთნაირია, რადგან თანდაყოლილია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ მაგალითის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ ის დაშვება, რომ ბუნებითი კანონები ყველასთვის ერთნაირია, არის ძალიან ზოგადი,შესაბამისად, ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე, ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში უამრავი ისეთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებს და იპოვის გამონაკლისს ზოგადი წესიდან.
შესაბამისად, განხილული არგუმენტების საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი აზრით, არასწორი იქნება იმის დაშვება, რომ ზოგადი პრინციპები, რომლებზეც ბუნებით სამართალში არის საუბარი, ყველასთვის ერთნაირია. ამ დაშვებით, ვფიქრობ, აზრი დაეკარგება იმაზე საუბარს, რომ ადამიანი საკუთარი მიზნის და მიზეზის შესაბამისად მოქმედებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი შეიძლება სხვადასხვა პირისთვის სხვადასხვა იყოს.

დეა ლომთაძე

კონტრაცეპტივები და ბუნებითი სამართალი

10.04.2021

ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ არღვევს კონტრაცეფცია ბუნებით სამართალს არსებობს განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები, რომლებსაც კათოლიკე მეცნიერები განიხილავენ. მათი განსხვავებების შეფასება ნამდვილად შორს წაგვიყვანს, თუმცა საბოლოო აზრი მაინც იგივე რჩება თითოეული მათგანისთვის.

ამ პატარა ბლოგისთვის საკმარისია ითქვას, რომ კონტრაცეფცია არღვევს ბუნებით კანონს, რადგან ის არღვევს სექსუალური კავშირის რეალურ, ბუნებრივ მიზანს, ანუ ახალი სიცოცხლის გაჩენას. ანუ, კონტრაცეფცია ანტი-სიცოცხლეა, რადგან ის მომავალ შვილს განიხილავს როგორც არასასურველს, და იმდენად არასასურველს, რომ საჭირო ხდება მისი ჩასახვის ნებისმიერი ალბათობის გაქრობა, განადგურება. კარგად ფუნქციონირებადი ბიოლოგიური პროცესი განიხილება, როგორც ობიექტური მიზნის ხარჯზე სუბიექტური სიამოვნებისკენ სწრაფვის საშიშროება.

ბუნებითი სამართლის მიმოხილვის ერთ-ერთი ცნობილი გზა, ჭამის მიზანზე საუბარია. ცხადია, ეს არის კვება. პირი, კბილები, ენა, საყლაპავი, კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დანარჩენი ნაწილი მოიცავს იმ ორგანოებსა და გადის იმ პროცესებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად. თუმცა საჭმელი, ამ ყველაფრის გარდა, გემრიელიც არის (აჯაფსანდალის გარდა), საკმაოდ სასიამოვნოა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თუნდაც შეყვარებულთან სადილი. თუმცა, ფაქტია რომ მაშინაც კი, თუ საჭმელს საშინელი გემო აქვს, გადარჩენისთვის მაინც მივირთმევდით მას, ანუ, რეალურად, ვიმოქმედებდით ბუნებითი კანონის შესაბამისად. ალბათ ხვდებით, საითკენაც მიყავთ ეს იმათ, ვინც ამ ყოველივეს ეთანხმება. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მათთვის იგივეა, რაც ჭამის მერე ძალით ღებინება, ანუ ჭამის საბოლოო მიზნის განადგურება.

ისევე როგორც ადამიანის სიცოცხლე არის წმინდა და ხელშეუხებელი, ანალოგიურად ახალი სიცოცხლის გაჩენის საშუალებებიც გარკვეულწილად წმინდა და ხელშეუხებელია. აქედან გამომდინარე, როდესაც თვალი შეიქმნა რაღაცის დასანახად, ყური შეიქმნა რაღაცის გასაგონად, ხოლო გონება სააზროვნოდ, სექსიც შეიქმნა რაღაცისთვის - ახალი სიცოცხლის გასაჩენად და წყვილის უფრო გაღრმავებული, სიყვარულით სავსე ერტიანობისთვის. ხოლო, მთელი კონტრაცეპტული საწარმო ამას უარყოფს, რამდენადაც ის ერევა ბუნებრივ მოვლენებში.

თუმცა, ვფიქრობ რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება.

შეიძლება თუ არა კონტრაცეფტივების გამოყენება არა-კონტრაცეფტივების მიზნით? მიუხედავად იმისა, რომ ახალი სიცოცხლის განზრახ განადგურების არგუმენტი საკმაოდ საფუძვლიანად ჩანს იმათთვის ვინც ამას ეთანხმება, ჩემი აზრით, ამ არგუმენტებით არ ამოწურულა კონტრაცეფციის საბოლოო მორალი.

პირველი ასეთი შემთხვევა, საკმაოდ მარტივად მისახვედრია. როდესაც კონტრაცეფტივების გამოყენების საჭიროება დგება სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით.

განვიხილოთ მეორე ქეისი - როდესაც მდედრობითი სქესის ადამიანი კონტრაცეპტივებს იყენებს გაუპატიურების შემთხვევაში, ანუ, განვიხილოთ შემთხვევა როდესაც ქალბატონის პირდაპირი განზრახვა, ანუ ჩასახვისთვის ხელის შეშლა, სულ სხვა მიზეზებთანაა დაკავშირებული. არანებაყოფლობითი აქტისას ჩასახულმა ბავშვმა შესაძლოა მის და დედის შემდგომ ცხოვრებას ძალიან დიდი დაღი დაასვას და შესაბამისად, როგორც წესი ქალები ცდილობენ, რომ „ძალადობის ნაყოფი“ მოიცილონ იმისთვის, რომ ყოველგვარი მოგონება ამ შემთხვევაზე და სტრესი ამოშალონ ცხოვრებიდან.

და მესამე ქეისი, ჩემი აზრით პირველი შემთხვევისნაირად საკმაოდ პრიმიტიულია, როდესაც შეიძლება ადამიანს სულაც არ უნდოდეს ბავშვის მოშორება, თუმცა სხვა გზა არ აქვს, სხვადასხვა მიზეზებისდა გამო და ეს მიზეზები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ან ფინანსური პრობლემები.

საბოლოოდ, ვფიქრობ, შეუძლებელია რაღაცის ასე მკაცრად და ხაზგასმით იმის თქმა, რომ რაღაც ამორალურია, ყოველთვის საჭიროა ჩაღრმავება და დაფიქრება თითოეულ ქეისსა და შემთხვევაზე.

ელენე ბურნაძე

Is eudaimonia achieved through living virtuously?

09.04.2021

რა არის ადამიანის მიზანი და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას? ეს ის კითხვებია რომელსაც არისტოტელე თავის ნაშრომში „ნიკომაქეს ეთიკა“ განიხილავს.

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ყველაფერს თავისი ფუნქცია და საბოლოო მიზანი აქვს, რისი მიღწევის შედეგადაც თვითონ ეს საგანი საკუთარ სიკარგეს აღწევს. მაგ. სკამი კარგია თუ ის თავის ფუნქციას - ჩამოჯდომისას კარგი საყრდენი იყოს ადამიანისთვის, კარგად ასრულებს. ასევეა ადამიანიც, მასაც გააჩნია თავისი მიზანი. შესაბამისად, ადამიანის სიკარგეც მსგავსად მიიღწევა როდესაც ადამიანი თავისი ფუნქციის, ბუნების შესაბამისად მოქმედებს. არისტოტელეს მიაჩნდა რომ ადამიანის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ბედნიერების მიღწევა, მდგომარეობა როცა ადამიანი სრულად აღწევს სრულყოფილ ცხოვრებას (Eudaimonia).  სწორედ მისი მიღწევისთვის უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება მიმართული.

მაგრამ რა არის ადამიანის ფუნქცია რის შესაბამისად მოქმედებისასაც მიიღწევა ბედნიერება?

არისტოტელეს ფილოსოფია ბედნიერებას თვით ადამიანის მოქმედებას მის აზროვნებას უკავშირებს და არ მიაჩნია ბედის თუ ღმერთის ბოძებულად.  შესაბამისად, ბედნიერება ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ის მდგომარეობს ღირსეულად, სათნოების შესაბამის მოქმედებაში. ეს მოითხოვს ადამიანის რაციონალური და კოგნიტური ასპექტების  რეგულარულად განხორციელებას.

იმისათვის, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს ორ უკიდურესობას შორის.  ანუ სიტუაციაზე ღირსეულად საპასუხოდ ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია  არც გადაჭარბებული არც დეფიციტური. მაგ. სიმამაცე რომელიც ოქროს შუალედს წარმოადგენს ზღვარგადასულ გამბედაობას და სიმხდალეს შორის.

შესაბამისად, არისტოტელეს აზრით, ღირსეულად მოქმედება- განსხვავებულ სიტუაციებში ორ რადიკალურს შორის ოქროს შუალედის პოვნა, წარმოადგენს ბედნიერების მიღწევის საშუალებას.

შეიძლება პრაქტიკაში წინააღმდეგობას წავაწყდეთ- ზოგიერთი ქმედება შეიძლება ღირსეული იყოს, მაგრამ ის ხელს არ უწყობდეს ადამიანს მიაღწიოს კარგ ცხოვრებას. ადამიანის მიერ ღირსეულად მოქმედება მოითხოვს დიდ ენერგიას. მაგ. ადამიანი რომელიც თავისი დროის დიდი ნაწილს სხვების დახმარებას უთმობს პრობლემების გადაჭრაში დასახმარებლად. ამგვარ ადამიანს რომელიც სხვების დასახმარებლად შრომობს ეზღუდება თუ არა შესაძლებლობა მიაღწიოს ცხოვრების საბოლოო მიზანს- ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას?

მაგრამ ზნეობრივ ადამიანს ისეთი ღირსეული თვისებები აქვს, როგორიც არის სულგრძელობა, სიბრძნე, კეთილშობილება, თავდაჭერილობა, სიმამაცე- სწორედ ამ თვისებებს იძენს ის, როდესაც  ოქროს შუალედში მოქმედებს სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებისას. ასეთი ადამიანები კი სიამოვნებას იღებენ თუ საკუთარი კეთილდღეობის ფასად სხვას სიკეთეს უკეთებენ. ბედნიერებას იღებენ საქველმოქმედო საქმიანობიდან და სხვა კეთილშობილური და ღირსეული საქმეების კეთებისგან. შესაბამისად, სათნო ქმედება ამავდროულად არის ბედნიერება.

ან თუნდაც, ამგვარი წინააღმდეგობის გადასაჭრელად შეიძლება ითქვას რომ თუ ადამიანი არაგონივრულ დროს ხარჯავს სხვების დასახმარებლად, ამგვარი ადამიანი არ არის სულგრძელი, გულუხვი და საერთოდაც არ მოქმედებს ოქროს შუალედში.

ნია ბერაძე

The Stoic Life in Accordance with Nature

09.04.2021

ადამიანებს გააჩნიათ ისეთი უფლებები, რომელიც არა თუ კანონმდებელმა, არამედ თავად ბუნებამ დაბადებით უბოძა. ეს არის ბუნებითი უფლებები - "გაუტეხელი კანონი, რომელიც გადაჭიმულია ცისა და მიწის უსაზღვროობაში’’. ბუნებითი სამართლის ერთერთი მიმდინარეობა სტოიციზმია. სამყაროში არსებობს რაციონალური ეგზისტენცი, რომელიც ბუნებითი სამართლიდან გამომდინარე შთააგონებდა ადამიანს სათნო ცხოვრებისკენ, რაც გულისხმობს "კა’’-ს პრინციპით ცხოვრებას, სამართლიან და სათნო ქცევას. სტოიციზმის ფუძემდებელმა, ზენონმა განსაზღვრა ბუნება, როგორც „მუშაობის გზა“, ხოლო სიბრძნე, როგორც მოქმედება ბუნების კანონების შესაბამისად. ბუნების შესაბამისად ცხოვრება კი იწყება ჩვენი ბუნებრივი შეზღუდვების მიღებით. თავისუფლება მოდის ცხოვრების ლიმიტებისა და გარდაუვალობის მიღებით, მათთან მუშაობით და არა მათთან ბრძოლით. ბუნების შესაბამისად ცხოვრებისთვის კი სტოიკები აუცილებლობად მიიჩნევენ საკუთარი თავის მაქსიმიზაციას შეზღუდული ბუნებითი უფლებების ფარგლებში.

საკუთარ თავთან ჰარმონიული ადამიანი შეზღუდულ ბუნებრივ სურვილებს მისდევს. სიხარბე, მეტის სურვილი, არ არის ბუნებრივი სურვილი, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება. თუ ჩვენ ვეძებთ რამეს, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება - სიმდიდრეს, რეპუტაციას ან ფიზიკურ სიამოვნებას, საბოლოოდ იმედგაცრუებული დავრჩებით, რადგან როგორც სენეკა აღნიშნავს, სიმდიდრე და სიღარიბე შედარებითი ცნებებია. ადამიანი, რომელიც თავს აქცევს ბუნების მიერ დადგენილ ფარგლებში, ვერ შეამჩნევს სიღარიბეს;  ადამიანი, რომელიც გადააჭარბებს ამ საზღვრებს, გაჰყვება სიღარიბეს, რამდენადაც  მდიდარი არ უნდა იყოს იგი. სტოიკმა ბრძენმა კი იცის როდის უნდა შეაჩეროს ბედნიერებისკენ მისწრაფება.

არისტოტელე ამბობდა, რომ სათნოება ჩვევის შედეგია და არა იზოლირებული საქციელისა. სტოიკები მიჰყვებიან მის ამ პრინციპს და ამტკიცებენ, რომ სტოიკური პრინციპების ათვისების საუკეთესო გზა კარგი ჩვევებია. სტოიკური დამოკიდებულება არის სრული პატიოსნება სხვების მიმართ, განსაკუთრებით კი საკუთარი თავის მიმართ. საჭიროა სიმართლის აბსოლუტური ერთგულება ყოველ აზრში, სიტყვაში და გამოთქმაში, ყოველ წამში. Approach life with open eyes როგორც ეპიკტეტუსი გვასწავლის. ნაცვლად იმისა, რომ თვალები აარიდოთ ცხოვრების მტკივნეულ მოვლენებს, დაუკვირდით მათ და ხშირად იფიქრეთ. ცხოვრების ყველა სირთულე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევიცნოთ შინაგანი მდგომარეობა და გამოვიყენოთ საკუთარი ჩაძირული შინაგანი რესურსები.  

გონებრივად შეგვიძლია მოვემზადოთ იმის წარმოდგენით, რომ ცუდი რამ დაგვემართება. ეპიქტეტუსი გვირჩევს, რომ საკუთარი თავი ვავარჯიშოთ, რომ არ ვიდარდოთ იმ საკითხებზე და შედეგებზე, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მაგრამ დაიწყე მოკრძალებით, იმ პატარა საგნებით, რომლებიც შენ გაწუხებს. თქვენს შვილს რამე დაეღვარა? საკუთარ თავს უთხარით:  მშვიდად გაუმკლავდი ამ უხერხულობას, რადგან არის ფასი, რომელსაც მე ვიხდი ჩემი შინაგანი სიმშვიდისთვის, არეულობისგან გათავისუფლებისთვის. თქვენ ხომ არაფერს მიიღებთ ტყუილად ცხოვრებისგან. ‘’ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი გარემოებები, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ როგორ ვუპასუხებთ მათ. ”

მარკუს ავრელიუსი იტყოდა, რომ ”მოქმედების შეფერხება მოქმედებას უწყობს ხელს. ის, რაც ხელს უშლის ხელს, ხდება გზა. "ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის არის გამოსწორების გზა - ჩვენთვის ყოველთვის არის სათნო პასუხი. მივესალმოთ  უბედურებებს, როგორც ფსიქიკური დისციპლინის პრაქტიკის გამოყენებას, ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობებს. როგორც ცნობილმა დიდმა ფილოსოფოსმა ნიცშემ ერთ-ერთ სტოიკურ მომენტში თქვა: ”ის, რაც არ მკლავს, მაძლიერებს.''

როგორც პრინციპი და მთლიანობა, ბუნება მუდმივია და არასოდეს იცვლება. მაგრამ მისი ნაწილების დათვალიერება მუდმივი ცვლილებაა. ცოცხალი არსებები განიცდიან დაბადების, ზრდისა და სიკვდილის ბუნებრივ ციკლს. ეს ის პირობებია, რომელშიც ვცხოვრობთ. სენეკა ამტკიცებს, რომ სიკვდილი, ამ ბუნებრივი ცვლილების ნაწილია და არ უნდა შეგვეშინდეს. საკუთარი თავის მკვდრად წარმოდგენის პარადოქსული შედეგია ის, რომ ახლა უფრო ნათლად დაინახავთ თქვენს ადგილს და როლს მსოფლიოში. ზემოდან თუ გადმოიხედავ, დაინახავ, რომ შენ ხარ ის დაკარგული ნაწილი, რომლისთვისაც ყველა ტირის.

უნდა გვახსოვდეს მიშელ დოუს განმარტება, რომ ადამიანის ბუნება გულისხმობს ადამიანის მდგომარეობას, რომელიც გამოხატავს თვითმაქსიმიზაციის პროცესს. ჩვენ ვიცავთ ფილოსოფიას, როგორც ცხოვრების წესს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვეძიოთ ჭეშმარიტება ყოველდღე და ყოველ წამს. აუცილებელია მივიღოთ სიკვდილი, როგორც ცხოვრების ნაწილი და ყოველ დღეს მოვექცეთ ისე, როგორც ნაჩუქარს. და ბოლოს, გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფრო დიდი მთლიანობის ნაწილი ვართ და სხვა ადამიანების მიმართ სიკეთე და პატივისცემა გამოვხატოთ. ასე გავაცნობიერებთ ჩვენს პოტენციალს და მოვახდენთ საკუთარი თავის მაქსიმიზაციას.

ნინო ლევერაშვილი

ისლამური და ქრინსტიანული ბუნებითი სამართალი

09.04.2021

რა არის ბუნებითი სამართალი? ეს არის სამართლებრივი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ბუნებითად თანდაყოლილ ღირებულებებს, რომლებიც შესაძლოა პოზიტიური სამართლისგან გავმიჯნოთ. მისი მთავარი იდეა არის, რომ ყველა ადამიანს აქვს ბუნებითად მინიჭებული უფლებები, რომელიც მომდინარეობს „ღმერთიდან, ბუნებიდან ან არსიდან." სწორედ ამ განმარტებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როგორ აღიქვამს ბუნებით სამართალს სხვადასხვა რელიგია? ყველასთის ერთია? თუ ყველასთვის ერთია მაშინ სხვადასხვა ღმერთი რას ფიქრობს ამაზე?

დავიწყვოთ საუბარი ქრისტიანობით. ახალ აღთქმაში, რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლში ვხვდებით „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან: რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ“, რომელიც შინაარსობრივად შეიძლება დღეს გავაიგივოთ ბუნებით სამართალთან.

ადრეულ ქრისტიანულ თემებში საკუთრება არ არსებობდა, არავის ჰქონდა საკუთარი ქონება. „საქმენი წმინდა მოციქულთაში“ წერია, რომ ყველაფერი საერთო იყო და მოთხოვნათა დაკმაყოფილება თანაბრად ხდებოდა, თანასწორად.

ადრეული ქრისტიანობის სამართალგაგებისთვის, რომელიც ღვთიური „თავისუფლების კანონისადმი“ აპელირებდა, დამახასიათებელია ბუნებითი სამართალი და მისი იდეები. მთავარი მიზანი ადამიანებისთვის თანასწორობის შენარჩუნება იყო, ყველა სფეროში ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ქრისტიანობაში აქტიურად ვრცელდებოდა ბუნებითი სამართლიანობის მთავარი იდეა, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორი!

თუმცა მეორე საუკინიდან ქრისტიანულ თემებში წესები ნელ-ნელა იცვლება. მეთაურთა ძალაუფლებამ წინა პლანზე გადმოიწია. კავშირები და საეკლესიო ბიუროკრატიები ჩნდება. ამასთან, დაიწყო ოფიციალური საწმუნოების ფრომირება და ქრისტიანული ლიტერატურის კანონიზაცია. ეკლესიამ ასევე აღიარა ყოველი ხელისუფლების ღვთიური წარმოშობა და მისდამი მორჩილება.

რაც შეეხება ისლამს, აბუ რაიან ალ-ბირუინმა შუა საუკუნეების მეცნიერმა და პოლიტიკოსმა „ბუნებითი სამართალი გააცნობიერა, რომ ბუნებითი სამართალი არის გადარჩენის საუკეთესო გამოსავალი. იგი მიიჩნევდა, რომ ადამიანთა შორის ანტაგონიზმის დაძლევა მხოლოდ ბუნებით სამართალსა და ღვთიურ კანონებს შეეძლოთ. ეს მოსაზრება უკუთვნის აშარის სკოლის ყველაზე დიდ სუნიტურ სკოლას და იბნ პაზმის პოზიციას. ისლამის აზრით, ღვთიური კანონები მავალდებულებელ ხასიათს ატარებენ, რადგან ღმერთი არაა მიწიერი, და ადამიანურ წესებს არ ემორჩილება. ამიტომაც ის ადგენს გარკვეულ წესებს, რომელსაც ადამიანები უნდა მიყვნენ და აასრულონ, რომელიც მათ სიკეთეს მოუტანს. სწორედ ასეთი „შთირუი რჩვეაა“ ბუნებითი სამართალი.

ისლამი იაზრებს, რომ ადამიანის გონება აცნობიერებს რა არის „დიდი ცოდვები“ და „კეთილი საქმეები“, მაგრამ ადამიანი აუცილებლად უნდა მიჰყვეს ღვთიურ გამოცხადებებს და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რასაც მიწიერი სამყარო უმზადებს დაძლევს, რადგან ღვთის ნება უმთავრესია, როგორც მიწიერი ასევე სულიერი ცხოვრებისთვის.

მთავარ განსხვავებად შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, რომ დასავლეთში ბუნებით სამართალი მთავარია, რადგან  კარგია როდესაც ადამიანები მიისწრაფიან სრულყოფილებისკან, ხოლო ისლამურ სამყაროში მიიჩნევენ, რომ მთავარია ის რაც კარგია და სათნოებასთან ასოცირდება. 

Ჩემი აზრით, ყველა რელიგიის ფუნდამენტი სწორედ ბუნებითი სამართალია, უბრალოდ სხვადასხვა რელიგიაში მცირედი განსხვავებებია. Სხვადასხვა დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. ყველა რელიგიის ადამიანისთვის ფუნდამენტური მამოძრავებელი ბუნებითი სამართალია.

 

ჯაბა მაჩიტიძე

სამართლიანობა, როგორც შუალედი და მისი პრობლემა

09.04.2021

"ნიკომაქეს ეთიკაში" არისტოტელე ამბობს, რომ სამართლიანობა წარმოადგენს რაღაც შუალედს, რაც მინიმუმ ორს შორის უნდა არსებობდეს. როდესაც რაღაცას ვათანასწორებთ, არისტოტელეს აზრით, სწორედ ამ დროს ჩავდივართ სამართლიან აქტს, რაც თავად სამართლიანობის, როგორც მთელის, შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არისტოტელე აზრს იმ კუთხით ანვითარებს, რომ სამართლიანობის წარმოჩენისას, მას, ანუ სამართლიანობას გარკვეულ პროპორციად სახავს, პროპორციად, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს და მასზე, მის შინაარსზე თუ ცნებაზე შეუძლებელია რაიმემ ისე იმოქმედოს, რომ იგი შეიცვალოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნიკომაქეს ეთიკაში" არისტოტელე სამართლიანობის, როგორც რაღაც შეუცვლელისა და ხელშეუხებელის კონცეფციას ავითარებს და მას უწოდებს ე.წ. შუალედს, რომელიც ყველაფერს ათანაბრებს და ათანასწორებს.

არისტოტელე ახსენებს, რომ რამდენადაც სამართლიანობა პროპორციაა, შესაბამისად უსამართლობა ამ პროპორციის დარღევაა და ამგვარად პროპორციას ეწინააღმდეგება. თუ ვიღაც იღებს მეტს, ვთქვათ, უსამართლო კაცი სარგებელს, ხოლო უსამართლო კაცის საქციელით დაზარალებული ადამიანი - ნაკლებს, მაშინ, გამოდის, რომ სწორედ ეს პროპორციაა დარღვეული და სახეზე უსამართლობა გვაქვს. სამართლიანობის მთელი შემდეგი ანალიზისას არისტოტელე ძირითადად სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვება და თანასწორობას სახავს მთავარ მამოძრავებელ ძალად. თუმცა აქ ჩნდება კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა რეალურად სამართლიანი მეტისა და ნაკლების გათანასწორება და არის თუ არა შემთხვევები, როცა ეს თავად შეიძლება გახდეს უსამართლობა?

ამ კითხვის დასმისას საჭიროა ზოგადად განისაზღვროს, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მეტის მიღება უსამართლობა და რა შემთხვევაში არა. ზემოთ მოყვანილი მაგალითში არისტოტელეს ლოგიკა გასაგებია და სწორ მსჯელობას ემყარება, რადგანაც უსამართოდ ჩადენილი საქციელიდან მიღებული სარგებელი მართლაც მეტობას წარმოადგენს და თანაც სხვის ხარჯზე. მაგრამ, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ყოველგვარი მეტ-ნაკლებობა, რომელიც სულ მინიმუმ ორ ადამიანს შორის არსებობს, შესაძლოა წარმოჩინდეს, როგორც შუალედის დარღვევა, რომელიც პროპორციულობას ეწინააღმდეგება და ამის გამო უსამართლოდ ჩავთვალოთ იგი, ვფიქრობ, ამით თავად თანასწორობის ცნებას ადგება საფრთხე. თანასწორობა არ უნდა იქნეს პირდაპირ გაგებული, როგორც რაღაც, რაც არც მეტია და არც ნაკლები. შესაბამისად, თუ ვიღაცას რაღაც მეტი აქვს, არ ნიშნავს, რომ უსამართლობას აქვს ადგილი.

როდესაც მსჯელობა მიდის იმის შესახებ, თუ ვის აქვს მეტი და ვის ნაკლები, ყურადღების გამახვილებაა საჭირო იმ ფაქტზე, თუ რა ვითარებაში მოხდა მსგავსი შედეგის დადგომა. არსებობს ობიექტური კატეგორიები, რითაც შეიძლება ეს აიხსნას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დამსახურება. ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა საკუთარი მოქმედებებით შესაძლებელია კეთილსინდისიერად მოიპოვონ სარგებელი, ხოლო სხვებმა ეს ვერ შეძლონ, მათთან მიმართებაში ისინი ნაკლებნი იქნებიან და ამ ლოგიკით პროპორციულობა დარღვეული იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე უსამართლობას ჰქონდა ადგილი. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის პირობები, რომლებშიც უწევთ ადამიანებს ოპერირება, ეს პირობები კი მართლაც ყველასათვის თანასწორი უნდა იყოს, რათა შესაძლებლობების რეალიზაცია ყველამ მაქსიმალურად მოახერხოს, ხოლო შემდგომ დამდგარი შედეგი უკვე, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება, ამ მეტ-ნაკლებობასაც ექნება ადგილი, თუმცა ასეთ დროს რთული იქნება იმის თქმა, რომ რაიმე სახის უსამართლობას აქვს ადგილი.

გიგა სოლომნიშვილი

ზღვარი ადამიანის ქმედებებსა და კანონებს შორის

09.04.2021

მოგეხსენებათ ადამიანი ყველაზე ამოუცნობი არსებაა, ძნელია წინასწარ განჭვრიტო თუ რა სურვილები, მიზნები და ფიქრები გააჩნია ადამიანებს. სწორედ ადამიანების ქმედებებმა განაპირობა, რომ შექმნილიყო სამართლის სისტემა, მათ შორის ბუნებითი სამართალი, რომელიც აღკვეთდა ადამიანის ბოროტ ზრახვებსა და ქმედებებს და მოაწესრიგებდა მათ შორის ურთიერთობებს. ბუნებითი სამართალი წარმოადგენს ერთგვარ სამართლებრივ სისტემას, რომელიც ძირითადად აგებულია ადამიანის ღირებულებებზე, ისინი ადამიანებს ბუნებითად აქვს მინიჭებული და არ საჭიროებს ლეგიტიმაციას. ბუნებითი სამართალი ხომ ღმერთისგან, ადამიანის არსისგან და ბუნებიდან მომდინარეობს, რომელიც დანდაყოლილი აქვს ყველა ადამიანს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ბუნებით სამართალთან, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მორალურად გამართლებულია.

ადამიანი მორალური არსებაა, შეიძლება ითქვას, რომ მორალი თავად ადამიანია, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი იმ ზნეობრივ კანონებს ემორჩილება, რომლებსაც მას სინდისი კარნახობს. ეს კარნახი კი შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს ბუნებით სამართალს. ხოლო ქრისტიანობისთვის ბუნებითი სამართალი გამომდინარეობს არა მცნებებისგან ან ადამიანის მორალისგან, არამედ ღვთიური ხატებისგან, ბუნებითი სამართლის არსებობა კი წარმოადგენს მადლით მოსილი ცხოვრების საწინდარს. ამ ყოველივეს საფუძველზე კი ყველა ქმედება რაც ბუნებით სამართალსა და ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება მიიჩნევა ამორალურად და გაუმართლებრად.

ბუნებით სამართალზე დაყრდნობილმა ცხოვრებამ და ამ ჩარჩოებში მოქცევამ შესაძლოა ადამიანს დროებითი  კმაყოფილება ან უკმაყოფილება მოუტანოს, თუმცაღა მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოვერeბა ხელსაყრელი, კომფორტული იყოს ადამიანiსთვის არა დროებით, არამედ ხანგძლივად. ბუნებითი სამართალი მორგებული უნდა იყოს ადამიანებზე და არა პირიქით, ადამიანები  და მათი ქმედებები იყვნენ მორგებული ბუნებით სამართალზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დროება იცვლება და როგორც ადამიანებმა ასევე სამართალმა მას ფეხი უნდა აუწყოს, ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ამ გძით შეიძლება მოიპოვო და არ ღვთიურ გონებასთან ჰარმონიზაციით.

ფლეტჩერი თავის ნაწარმოებში ამბობს თუ როგორ შეიძლება ქმედებები იყოს მორალურად მისაღები მაშინაც კი, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ეგრეთწოდებულ ზნეობრივი კანონებსა და ბუნებით სამართალს და ამის მაგალითად მოჰყავს იესოს ქმედება, როდესაც მან შაბათ დღეს დასნეულებული ადამიანები განკურნა. 21–ე საუკუნეში კი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, მართალია ადამიანის სიცოცხლე არ არის აბსოლიტური უფლება, მაგარამ ბუნებით სამართალში ამ უფლებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან მიიჩნევა, რომ სიცოცხლე სწორედ ღმერთის მიერ არის ბოძებული და არ შეიძლება ადამიანის ჩარევის შედაგად იქნეს სხვა სულიერი არსების სიცოცხლე ხელყოფილი, რის საფუძველზეც ბუნებით სამართალი წინააღმდეგობაში მოდის ევთანაზიასთან. მაგრამ არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ევთანაზია გამართლებული და მორალურად მისაღები ქმედებაა, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა ბუნებით და ზნეობრივ კანონებთან. როდესაც ადამიანი, რომელიც მძიმე ავადმყოფია და განიცდის მძიმე სულიერ, ფიზიკურ, მორალურ ტანჯვას და მისი ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება ჯოჯოხეთს, მისთვის ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გააკეთო არის შეუმსუბუქო ყოფა და მისივე ნებართვის განახორციელო აქტიური ქმედება. მსგავსი ქმედება მორალურად მისაღებია, რადგან იგი მიმართულია არა განზრახ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისკენ, რომელიც სისხლის სამართლით არის დასჯადი, არამედ სხვისი ცხოვრებისა და ტანჯვის შესამსუბუქმებლად.

და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის ფუნდამენტსაც წარმოადგენენ იდეები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდ იდეას წარმოადგენს სიკეთისა და თავისუფლების იდეა, როგორც „ყოფიერების ყველაზე კაშკაშა გამოვლინება“. ეს არის იდეა, რომელიც ადამიანს გონივრული ქმედებისკენ უბიძგებს.  პლატონის სახელმწიფოში ვკითხულობთ, რომ ის საზოგადოებაა იდეალური, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაში იქმნება, მაგრამ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა არ გულისხმობს მისი კანონების თვალახვეულ აღსრულებას.

ელენე კაჭარავა

ბუნებითი სამართალი და უსამართლობის ცნება

09.04.2021

არისტოტელეს მოსაზრებები შორეულ წარსულში ყალიბდებოდა, თუმცა დღევანდელ რეალობაშიც არ კარგავს მნიშვნელობას. სანამ იგი უშუალოდ ეთიკასა და სამართლიანობაზე დაიწყებს საუბარს, განიხილავს ადამიანს, მის დანიშნულებას, არსს და მიზანს. არისტოტელეს თქმით, იმისათვის რომ უშუალოდ ადამიანის არსი გაირკვეს, საჭიროა რაიმე თავისებურების, რაიმე სპეციფიკის დადგენა. მისი დაკვირვებით, ვინაიდან ადამიანს გააჩნია განსჯისა და აზროვნების უნარი, სწორედ ამ თვისებებს მიიჩნევს მახასიათებლად და განმასხვავებლად. ამ აზრს მოჰყვება დაკვირვება ადამიანის ბუნებაზე და ბუნებითი სამართლის ჩანასახები ჩნდება. ეს სისტემა მთლიანად ეფუძნება არა უშუალოდ რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმებსა და კანონებს, არამედ ბუნებითად ადამიანის თანდაყოლილ ღირებულებებს.

არისტოტელე განასხვავებს პოლიტიკურ სამართალს და აღნიშნავს, რომ მისგან განსხვავებით შესაძლოა ბუნებითი სამართალი არ აღიაროს საზოგადოებამ, თუმცა ეს მის არსებობას ხელს არ უშლის. რაც ადამიანის თანდაყოლილი ბუნებიდან მოდის, ერთსა და უცვლელს წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ სამართალი და მისი განსაზღვრება შეიძლება გამუდმებით იცვლებოდეს დროსა და სივრცეში. გასაგებია, რომ არსებობს ბუნებითი სამართალი, მაგრამ როგორ ხდება მისი გამოვლინება და ჩამოყალიბება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

არისტოტელე არ უარყოფს იმას, რომ ბუნებითი სამართალი, სახესხვაობას წარმოადგენს პოლიტიკური სამართლის. ხალხი ქმნის მცირედი მასშტაბის დეტალურ კანონებს, რომლებიც შესაძლოა ერთ კონკრეტულ საკითხზე მეტად წვრილმანდებოდეს, თუმცა ამ დეტალური კანონების გარდა, საჭიროა საერთო, ისეთი კანონის არსებობაც, რომელიც შესაბამისად თანაარსებობს ბუნებასთან. 

საერთო განმტკიცებულ კანონს ყველგან ერთნაირი ძალა აქვს, ხოლო ადამიანში არსებული ბუნებრივი კანონი სრულიად ცვალებადია. ამიტომ ჩნდება კითხვა: როგორ უნდა დაემორჩილოს ყოველი ინდივიდი ერთ საერთო კანონს და რამდენად სამართლიანია ასეთი მიდგომა? 

არისტოტელეს თქმით, სამართლიანობა დადგენილი ხელშეკრულებისა და სარგებლობის საფუძველზე, საზომს ემსგავსება. ლოგიკურია რომ რაიმე ძალიან უმნიშვნელოც, ერთი და იგივე ღირებულების ვერ იქნება ორი სხვადასხვა ინდივიდისათვის. ამოსავალ წერტილს, ამ პრობლემაში ის წარმოადგენს, რომ კანონი უნდა იყოს წარმოდგენილი ზოგადი ხასიათით და უნდა გამომდინარეობდეს საერთო საჭიროებებიდან, ანუ მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ დროსა და სივრცეს. 

არისტოტელე ამბობს, რომ სამართალსა და კანონს შორის ისეთივე მიმართებაა, როგორც რაიმე ზოგადსა და კერძოში. ის გულისხმობს, რომ მოქმედება მრავალი სახისა არსებობს, ხოლო კანონი ზოგადია და შემდეგ ერგება რაიმე დაწესებული შემდეგ მომხდარს. 

ერთმანეთისკან მკვეთრად გამიჯნავს უსამართლობის ცნებას და უშალოდ უსამართლობის ჩამდენს, ისევე როგორც სამართლიანობის ცნებასა და სამართლიან მოქმედებას. არისტოტელე იყენებს ისეთივე თეორიას, როგორიც არის - არ არსებობს დანაშაული ბრალის გარეშე. ვინაიდან ამბობს, რომ ჩადენამდე დანაშაულს არ აქვს ადგილი და მოქმედება მაშინ ხდება სამართლის საწინააღმდეგო, როდესაც ჩამდენს ბრალი მიუძღვის. საინტერესოა მისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სამართლიანობის ცნებასა და სამართლიან ქმედებას შორის. 

პირველ რიგში, არისტოტელე მეტად აშკარა დაკვირვებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი აქტი, იქნება ეს სამართლიანი თუ უსამართლო მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს ჩადენილი, როდესაც სუბიექტი ნებაყოფლობით მოქმედებს. შესაბამისად, ასე გამიჯნავს, რომ უსამართლო ქმედება შესაძლოა ჩადენილი იყოს, მაგრამ თუ კი პირი თავისი ნებით არ მოქმედებდა, ამას შემთხვევით მოხდენილ უსამართლობას უწოდებს. რაც შეეხება უშალოდ უსამართლობას, მოიაზრებს რომ ამ შემთხვევაში პირს აუცილებლად გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი საქციელი და ნებაყოფლობით ახორიცელებდეს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. არანებაყოფლობით საქციელს არ განიხილავს, ვინაიდან პირს ცოდნა არ გააჩნია ამ საკითხზე და ვერც მოსალოდნელი შედეგი ექნებოდა დაშვებული.

როდესაც ადამიანი უსამართლობას ჩადის, მთლიანად ნებაყოფლობითია მისი ქმედება თუ არა? არისტოტელე სვამს მსგავს მრავალ კითხვას, თუმცა კონკრეტულ პასუხს სადავოდ ტოვებს, ვინაიდან სამართლიანობაცა და უსამართლობაც, ერთმანეთის მსგავსად, შესაძლებელია იყოს ნებაყოფლობითიცა და არანებაყოფლობითიც, სწორედ ამ დასკვნის გამო კი ძნელია გაიმიჯნოს ზემოთ მოხსენიებული ცნებები. 

თინათინ ქორქია

სასწორზე მყოფი სიცოცხლეები

09.04.2021

ქალბატონმა უილსონმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მას საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდა - ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად ერთ-ერთ ფალოპის (საშვილოსნოს) მილში. ფალოპის მილები საშვილოსნოს აერთებს საკვერცხეებთან, თუ კვერცხუჯრედი გაიჭედება ამ მილში, ის არ განვითარდება და თუ ორსულობა გაგრძელდება შეიძლება ორსული ქალის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. მისმა ექიმმა მკურნალობისთვის კათოლიკურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა და დანიშნა სალპინგექტომია (ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ქალის საშვილოსნოს მილის მოშორება). თუმცა, ქირურგის ექთანი, რომელიც ეთიკაში ძალიან განსწავლულია, საავადმყოფოს კათოლიკური იდენტურობის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცედურის დასაშვებობას. იმის შიშით, რომ კათოლიკური ეკლესია ამ პროცედურას პირდაპირ აბორტად მიიჩნევდა, მედდამ ბიოეთიკის კომიტეტს დაურეკა, რათა გამოეკვლია, უნდა ჩაეტარებინა თუ არა ექიმს სალპინგექტომია. როგორ ფიქრობთ, რას უპასუხებდა ბიოეთიკის კომიტეტი ექთანს? სწორედ ამის გასარკვევად უნდა განვიხილოთ ორმაგი ეფექტის პრინციპი.

ორმაგი ეფექტის პრინციპი მორალურად გამართლებულად მიიჩნევს ქმედებას, რომელსაც ორგვარი შედეგი მოსდევს, დადებითი და უარყოფითი. ქმედება მორალურად გამართლებულად ჩაითვლება, თუ დადებითი შედეგის სახით დაცული სიკეთე აღემატება უარყოფითი შედეგის სახით დამდგარ ზიანს. თუმცა ამ დოქტრინის გამოსაყენებლად ქმედება უნდა აკმაყოფილებდეს 4 წინაპირობას:
1. თავად ქმედება უნდა იყოს მორალურად კარგი ან ნეიტრალური.
2. ცუდი ეფექტი არ უნდა იყოს საშუალება, რომლითაც ადამიანი მიაღწევს კარგ ეფექტს
3. მიზანი უნდა იყოს მხოლოდ კარგი ეფექტის მიღწევა, ცუდი ეფექტი კი მხოლოდ არასასურველი გვერდითი მოვლენაა
4. კარგი ეფექტი უნდა იყოს მინიმუმ ექვივალენტური ცუდი ეფექტისა; პროპორციული მიზეზი უნდა არსებობდეს ცუდი ეფექტის გასამართლებლად.

განვიხილოთ თუ რამდენად შეესაბამება ქალბატონის უილსონის შემთხვევა ზემოთ მოცემულ 4 პირობას. პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სალპინგოსტომია და სალპინგექტომია. სალპინგოსტომია "პირდაპირ" უტევს განვითარებად ემბრიონს, ამიტომ ის არ აკმაყოფილებს პირველ პირობას - ეს არის პირდაპირი აბორტი, რომელიც ვერ ჩაითვლება მორალურ ქმედებად. ქირურგი, რომელიც ახორციელებს სალპინგექტომიას, ხსნის პათოლოგიურ ქსოვილს (საშვილოსნოს მილის), თავად ეს ქმედება არანაირ მორალურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, ამიტომაც აკმაყოფილებს ორმაგი ეფექტის პრინციპის პირველ პირობას. ემბრიონის სიკვდილი არ იწვევს თავისთავად კარგ შედეგს - დედის სიცოცხლის შენარჩუნებას; პათოლოგიური ქსოვილის მოცილება იწვევს კარგ ეფექტს - ანუ სრულდება მეორე პირობაც. აგენტის (ექიმი ან დედა, რომელიც თანხმობას აცხადებს პროცედურაზე) მიზანი არ არის ემბრიონის სიკვდილი, მისი ერთადერთი მიზანი ქალის განკურნებაა, თუმცა გააზრებული აქვს, რომ ამ ქმედებას მოჰყვება ნაყოფის სიკვდილი (ანუ ამ შემთხვევაში ნაყოფის სიკვდილი არის პროცედურის გვერდითი მოვლენა)- ამრიგად სრულდება მესამე პირობაც. ბოლო პირობა კი მდგომარეობს შემდეგში: გადაწონის თუ არა კარგი ეფექტი (დედის სიცოცხლის შენარჩუნება) ცუდ ეფექტს (ემბრიონის სიკვდილს). ამ პირობას უფრო დაწვრილებით უნდა შევეხოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროპორციული მიზეზი ორმაგი ეფექტის პრინციპის მეოთხე პირობის საფუძველია. როგორ ხდება იმის დადგენა, გადაწონის თუ არა კარგი ეფექტი ცუდ ეფექტს? ამ კითხვის ფორმულირება თითქოს დაუყოვნებლივ პრობლემურია. პროპორციული მიზეზის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა არის მისი მათემატიკური დატვირთვა: როგორ შეიძლება კარგმა ეფექტმა გადააჭარბოს ცუდ ეფექტს, განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებში, სადაც ცუდი ეფექტი ხშირად სიკვდილია? უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპორციული მიზანი არ უნდა გავიგოთ წმინდა მათემატიკური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავიგოთ, როგორც ბალანსი ღირებულებებსა და ნეგატივებს შორის, იმის დადგენისას, არის თუ არა საშუალება (მოქმედება) პროპორციული დანიშნულების ან მიზნისა. ქალბატონ უილსონის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სალპინგექტომია მეოთხე პირობას აკმაყოფილებს, რადგან კარგი ეფექტი (მისი სიცოცხლის შენარჩუნება) აჭარბებს ცუდ ეფექტს (ნაყოფის სიკვდილი). ვინაიდან საშუალება (პათოლოგიური ქსოვილის მოცილება) არაპირდაპირი გზით წყვეტს ემბრიონის ადრეულ სიცოცხლეს, ამგვარი საშუალებები პროპორციულია “დასასრულისა”, “დანიშნულებისა”; არ არსებობს წინააღმდეგობა საშუალებებსა და მიზანს შორის. ამ შემთხვევაში არ არსებობს სხვა ალტერნატივა, რითაც შესაძლებელი იქნება ნაყოფის გადარჩენა, რადგან ყველა ვარიანტში ნაყოფის გაზრდის შემთხვევაში ან დედა დაიღუპება ან თავად ნაყოფი, ამიტომ დედის სიცოცხლე გადაწონის ნაყოფის სიცოცხლის.

აქედან გამომდინარე, ცხადია თუ რა პასუხი ექნებოდა ეთიკის კომიტეტს ექთნის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექიმს ჩაატაროს სალპინგექტომია.

ნიცა სირაძე

The world is guided by providence

09.04.2021

ბუნებითი სამართალი კოსმიურ წესრიგს ეფუძნება. თომას აკვინელი სამართალს განმარტავდა, როგორც საზოგადო სიკეთეს, რომელიც იმ წესრიგზეა დაფუძნებული, რომელიც ძალაუფლების მქონეთაგან ბრძანებით იქმნება. სწორედ წესრიგი და წინდახედულებაა ბუნებითი სამართლის ცენტრალური კონცეფციები, რომელთაც საბოლოოდ ადამიანი და მისი ქცევა ქმნის. ადამიანი ცვალებადია, შესაბამისად, მისი ქცევაც სიტუაციურად იქცევა, შეიძლება მაღალი რაციონალურობით გამოირჩეოდეს, ან პირიქით, პირველყოფილურ ინსტიქტებს ეფუძნებოდეს. კოსმიური წესრიგის პირობებში ადამიანის ქცევა მხოლოდ რაციონალურია, ეფუძნება მორალს და მიზნად საკუთარი, კერძო და მეორე მხრივ, საზოგადო სიკეთის მიღწევას ისახავს.

ადამიანის ქცევა, დამოკიდებულება გარშემომყოფთა თუ თავისი შინაგანი სამყაროს მიმართ განსაზღვრულია ერთი მხრივ, მორალით, მეორე მხრივ კი მორალურობით. ადამიანის მორალურობა დამოკიდებულია და უკავშირდება მის გარშემო არსებულ ობიექტებს და სუბიექტებს, მხოლოდ თავისი თავით არ ამოიწურება. ბრძანებას დაქვემდებარებულ წესრიგის პირობებში ადამიანები თანასწორები უნდა იყვნენ, რათა შესაძლებლობები თანაბრად გამოავლინონ. თანასწორობა სწორედ მხოლოდ მაშინ იარსებებს სოციუმში, თუ ადამიანი საკუთარ თავში ეგოცენტრულ სულს მოკლავს და საზოგადო წესრიგის პირობებში სხვათა დაზიანების გარეშე იცხოვრებს. ეს ყოველივე ყველა მოუწესრიგებელი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ორაზროვნებას და ქაოსს გამორიცხავს, წარმოაჩენს კოსმიურ წესრიგს, როგორც ბუნებითი სამართლის ფუძესა და მთავარ სიკეთეს.

საპირისპიროდ, რომ წარმოვიდგინოთ სამყარო, სადაც არ არსებობს წესრიგი, არ არსებობს ზემდგომი, რომელიც გასცემს ბრძანებებს და განსაზღვრავს, რა არის სასარგებლო, ადამიანი იქცევა სურვილისამებრ და ეგოცენტრული დაპირისპირება დღის წესრიგის ნაწილია, აქ აღარ არსებობს არც მორალი, არც წესრიგი და საბოლოო ჯამში არც უსაფრთხო გარემო, რომელშიც ადამიანს შეუძლია, იცხოვროს. ასეთ სისტემაში ადამიანს ყველაფერი შეუძლია, განუზომელია მისი ძალაუფლება, რაც, თავის მხრივ, სახიფათოც კი ხდება კერძო თუ საზოგადო სიკეთისთვის. მიუხედავად იმ მიდგომისა და შეხედულებისა, რომ ყველა ადამიანს ნებისმიერ პირობებში აქვს თავისი სუბიექტური მორალურობა, სწორედ ეს საკუთარი პრინციპები, იდეები და საბოლოო ჯამში მორალი შეიძლება აღმოჩნდეს საზიანო საზოგადო კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარეობს ზუსტად წესრიგის საჭიროება, რომელსაც განსაზღვრავს ერთიანი, ყველასთვის საერთო მოწესრიგება და იდეა, დაფუძნებული ძლევამოსილის ბრძანებაზე.

ბუნებითი სამართალი, როგორც კონცეფცია და დიდ იდეოლოგიათა საწყისი მომავალში, თავისი ცენტრალური ცნებებითა და ბუნებით კარგია თუ ცუდი? ან საიდან გაჩნდა ის წესრიგი, რომელსაც იგი უნდა ემყარებოდეს? ეს კითხვები არსებითია მის შესაფასებლად. წესრიგი სამყაროსთვის, ან როგორც ძველი ბერძნები მას ეძახდნენ, კოსმოსისთვის, აუცილებელია. წესრიგიც ქაოსისგან გაჩნდა, მას გამოეყო, როგორც მრავლისმომცველ მატერიას, რადგან იგი მეტად სასარგებლო და ძლიერი იყო და რადგან სწორედ მას შეეძლო სამყაროში მთავარი კვანძების გახსნა. სხვა მხრივ, შეიძლება ქაოსი საერთოდ არც არსებობდეს და არც არასდროს არსებობდა, ნამდვილი ქაოსის არსებობა შეუძლებელია.

ბუნებითი სამართალი ეძებს და პოულობს კავშირს მორალურსა და ამორალურს შორის, რომელსაც ბრძანებას დამორჩილებული წესრიგი განსაზღვრავს. რადგან, თავის მხრივ, ბუნებითი სამართალი ადამიანური ბუნების კვლევასა და საწყისი ინსტიქტების ჩახშობას მიემართება, მისი ეს დატვირთვა ბუნებრივიც ხდება. სწორედ წესრიგი, ხელისუფალის, მაღლა მდგომის ბრძანება მიუთითებს ადამიანს, რა სურვილი თუ მიდრეკილება დათრგუნოს, რა მიიჩნიოს მორალურად და რა პირიქით, ამორალურად. ეს განგრძობითი ძიება ჭეშმარიტების ძიებასაც მიემართება თავისი შინაარსით.

მარიამ გეწაძე

რატომ გვსურს ვიცოდეთ?

09.04.2021

“Ბუნებით ყველა ადამიანი შემეცნებისაკენ ისწრაფვის.”

 

Არისტოტელე, მეტაფიზიკა



არისტოტელეს მეტაფიზიკის პირველი წინადადება ლოგიკური, თანამიმდევრული მსჯელობით დამტკიცებად დებულებაზე უფრო მეტად აქსიომას ჰგავს. Რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ადამიანის ცოდნისაკენ, ჭეშმარიტების შეცნობისაკენ ბუნებრივი მიდრეკილების გამო. თუმცა, მაინც, რატომ გვსურს ვიცოდეთ?

ადამიანურ მიდრეკილებებზე დაკვირვებისა და მათი გაანალიზების საშუალებით თომა აქვინელი ადგენს ადამიანის ოთხი ძირითად ღირებულებას, ადამიანურ სიკეთეებს. ადამიანებს აქვთ გარკვეული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომლებიც არსებითი, ცალსახად მნიშვნელოვანი ნაწილია მათი ადამიანობის და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობებს ისინი ადამიანობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების დაუფლებისა თუ შენარჩუნებისათვის იყენებენ. ასეთებია სიცოცხლე, შთამომავლობის დატოვება, სოციალიზაცია და, რა თქმა უნდა, შემეცნება.

Ზემოთ აღნიშნული ოთხ ძირითად სიკეთეში ვხვდებით არამხოლოდ ადამიანისათვის მნიშვნელოვან სიკეთეებს, არამედ - სხვა ცხოველებისათვისაც. Მაგალითად, სიცოცხლის სურვილი რვაფეხასაც ისევე აქვს, როგორც - ადამიანს. Შთამომავლობის დატოვებისაკენ ზარმაცაც ისევეა მიდრეკილი, როგორც - ადამიანი. Სოციალიზაციის სურვილი და სოციალური ჯგუფების შექმნისა და გაერთიანების უნარი ჩვენს უახლოეს ცოცხალ ნათესავს, შიმპანზესაც, ისევე აქვს, როგორც - ადამიანს. თუმცა, ამის საპირისპიროდ, არცერთ სხვა ცხოველს არ სურს, იცოდეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანი, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, ბუნებით რაციონალურად მოაზროვნე არსებაა და სწორედ ამის გამო არის, მიდრეკილი, რომ შეისწავლოს საკუთარი თავი და სამყარო, რომელშიც ცხოვრობს, ვითარდება და სხვა ძირითადი თუ ინდივიდუალური სიკეთეების მიღწევისათვის იბრძვის. 

Აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ რაციონალური აზროვნების უნარი ადამიანური ბუნების მთავარი მახასიათებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის საუკეთესოდ განსაზღვრავს ადამიანურ ბუნებას, ადამიანის ადამიანობას. ხოლო ცოდნა, ჭეშმარიტების შეცნობა, არის ის, რაც აზროვნების უნარს სჭირდება არსებობისა და ფუნქციონირებისათვის. Მისი მუდმივი მოთხოვნაა მიიღოს ინფორმაცია და გაანალიზოს. თუ მას ინფორმაცია არ გვაქვს, რომელის საშუალებითაც ვიყენებთ ჩვენს მთავარ უნარ-ჩვევას, რაციონალური აზროვნების უნარი გამოუსადეგარი ხდება, აზრი ეკარგება. Ჩვენს ადამიანობას ეკარგება აზრი. აქედან გამომდინარე, ცოდნა, ჭეშმარიტების ძიება უშუალოდ უკავშირდება ჰომო საპიენსის არსებობის იდეას. ის არამხოლოდ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი არსებობისათვის, არამედ მისი საუკეთესო გამოხატულებაა. 

Ბერძნების აზრით ადამიანური ცხოვრების რაციონალური ნაწილი იყო ადამიანის არსებობის საუკეთესო გამოხატვა. Შესაძლოა, ვიფიქროთ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიქრი, ცოდნა პრაქტიკული გამოყენებისათვის გვჭირდება, თუმცა, რეალურად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რაციონალური აზროვნება და, შესაბამისად,  ცოდნის მიღება და გაანალიზება ადამიანის ადამიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. Ბუნების ქმნილებები თავისთავად მიისწრაფიან საკუთარი ბუნებრივი თვითმიზნისაკენ. 

არსებების ბუნებრივი მიზნები ძირითადად განვითარების ბოლო სტადიაზე იჩენენ თავს. თავდაპირველად ყველა არსება ნაკლებად იდეალური იბადება. Პროცესში ის იცვლება, ხდება მისი სრულქმნა და საბოლოოდ საკუთარ ბუნებრივად საუკეთესო ვერსიად უნდა იქცეს. ეს მოსაზრება არისტოტელეს ეკუთვნის. მან ეს ნატურალურ პროცესებზე დაკვირვებით დაადგინა. Წიწილა იქამდე იჩეკება კვერცხიდან, სანამ სიარულს, ფრენას და საკვების მოპოვებას ისწავლის. ის მისი არსებობისათვის საჭირო და აუცილებელ უნარ-ჩვევებს შემდგომში იძენს და სრულყოფს. 

Არისტოტელეს დაკვირვებით, ადამიანში სხეული უფრო მალე მწიფდება, ხოლო სულიერი, მოაზროვნე ნაწილი - მოგვიანებით. Რაც შეეხება სიბრძნეს “phornesis”, ისადამიანის ცხოვრების ბოლოს იჩენს თავს, თუ საერთოდ აღწევს ადამიანი განვითარების აღნიშნულ ეტაპამდე. ამ გაგებით, ის რაც იდეალურია, საკუთესო და საბოლოო მიზანია, არსების განვითარების ბოლოს არის მიღწევადი. Შესაბამისად, არისტოტელეს აზრით, აზროვნება, ცოდნის მიღება ჩვენი ბუნებრივი დანიშნულებაა და სიბრძნე, ჭეშმარიტების შეცნობა არის ადამიანის არსებობის საბოლოო მიზანი. Ამასთან, აღსანიშნავია, რომ არისტოტელე ცოდნას უქვემდებარებს მორალსაც კი. Მისი აზრით, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ მორალურ სრულყოფილებას ცოდნისთვის, რადგან სწორედ ცოდნის შეძენა არის მათი ბუნებრივი დანიშნულება.

ცოდნა ცოდნისთვის არის ადამიანური ბუნების ბუნებრივი მიზანი.

გვერდები

 

ბლოგის ავტორები