ENG GEO

Search form

მარიამ ალასანია

სექსუალური ეთიკა - ბუნებითი სამართლის მიხედვით

09.04.2021

ბუნებითი სამართლის მიხედვით, რაღაც არის კარგი თუ ის თავის ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, სკამი არის კარგი, თუ მასზე კომფორტულად შესაძლებელია დაჯდომა, დანა - თუ კარგად ჭრის და ა.შ. აქედან გამომდინარე, იმის გასარკვევად, რა შემთხვევაში იქნება სექსუალური აქტი კარგი, საჭიროა იმის დადგენა თუ რა ფუნქციის შესრულებას ემსახურება ის.

თომა აკვინელი აყალიბებს რამდენიმე ძირითადი ქცევის წესს, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერ შემთხვევაში არის უმთავრესი და შეესაბამება ბუნებით სამართალს. მოცემულ წესთა შორის არის გამრავლება, როგორც სათნოების თვისების მქონე ადამიანის ძირითად ფუნქციათაგან ერთერთი. თომა აკვინელის მიხედვით, ქცევის მორალურ გამართლებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, თუ რასაც გარეგნულად ვაკეთებთ, არამედ შინაგანი განზრახვა, მოტივაცია ქმედების ჩასადენად. ასევე, თუ რაიმე ქმედება არის ბუნებრივი, ანუ თუ აგენტს ეხმარება თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაში, მაშინ ის არის მორალურად გამართლებული. შესაბამისად, ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსებისთვის სექსუალურ აქტს გააჩნია ერთადერთი ფუნქცია - გამრავლება.

აქედან გამომდინარე, სექსუალური აქტი არის კარგი თუ ის შეეთავსება გამრავლების ფუნქციას და ცუდი, თუ ის ამ შედეგის დადგომას შეუძლებელს ხდის. ბუნებითი სამართლის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა კულტურას თუ რელიგიას, რადგან ობიექტურად შესაძლებელია დადგინდეს სექსუალური აქტი მორალურად გამართლებულია თუ არა, სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით.

ყველა ქმედება, რომელიც ბუნებრივი შედეგის დადგომას არ იწვევს, არ არის მორალურად გაუმართლებელი. არსებობს უამრავი ქმედება, რომელიც ბუნებრივი ფუნქციის განხორციელებას არ ემსახურება, თუმცა ისინი შეუძლებელია მორალურად გაუმართლებლად ჩაითვალოს. მაგალითად, თუ ადამიანი ხშირად დადის ხელებზე ან საკვებს იღებს ინექციის სახით. ამ შემთხვევებში ხელები და პირი თავიანთი ფუნქციის შესრულებას არ ემსახურებიან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მოცემული ქმედებები მორალურად გაუმართლებელია. ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსების მიხედვით, მოცემულ შემთხვევებში მართალია, ხელები და პირი თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება ბუნებრივი შედეგის დადგომის ხელის შეშლად. თუ ადამიანი სამუდამოდ უარს იტყოდა საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობის მქონე ფეხებისა და პირის გამოყენებაზე, მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა, რომ შედეგი ვერ დადგება, შესაბამისად, ამ ორგანოების ბუნებრივი ფუნქცია ვერ მიიღწა.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება რაღაცის არასწორ გამოყენებასა და მის გამოუყენებლობას შორის. ბუნებითი სამართლის მიხედვით, თუ დანას ვიოლინოს ხემის ფუნქციის შესასრულებლად გამოვიყენებთ, ეს იქნება მისი ფუნქციის არასწორი შესრულება. მაგრამ თუ დანას უბრალოდ უჯრაში ჩავდებთ, მოცემული ქცევა არ იქნება ბუნებრივი შედეგის დადგომის წინააღმდეგ მიმართული. აქედან გამომდინარე, სექსუალური ქცევის განუხორციელებლობა ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსებისთვის მორალურად მისაღებია.

ბუნებითი სამართლის მიხედვით, აქტი მორალურად გაუმართლებელი იქნება მაშინ, როდესაც ქმედების მიზანი არის ის, რომ შედეგი არ დადგეს. თუმცა განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც არსებობს ცოდნა იმისა, რომ შედეგი არ დადგება, თუმცა ქმედებას მაინც ვახორციელებთ. ეს მორალურად გაუმართლებელი არ იქნება. აქედან გამომდინარე, სექსუალური აქტი ორსულ ქალთან, ბუნებრივი სამართლის მიხედვით, მორალურად გაუმართლებელი არ არის.
ასევე, ბუნებითი სამართალი არ ამტკიცებს, რომ ყველაფერი არაბუნებრივი არის არასწორი. ამ დებულებიდან გამომდინარე, შესაძლოა გვეთქვა, რომ ნებისმიერი წამლის გამოყენება დაუშვებელი იქნებოდა. შესაბამისად, სხვადასხვა სექსუალურად მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება მორალურად გაუმართლებელი არ იქნება.

ბუნებითი სამართალი ნებისმიერ შემთხვევაში მორალურად გაუმართლებლად მიიჩნევს ჰომოსექსუალურ ქცევასა და კონტრაცეპტივების გამოყენებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადამიანები ახორციელებენ ქმედებას იმ განზრახვით, რომ მისი ბუნებრივი შედეგი არ დადგეს. ყველა სექსუალური აქტი, რომელთა შედეგიც არ არის რეპროდუქცია, მორალურად გაუმართლებლად არ ჩაითვლება. თუმცა იმგვარი სექსუალური ქცევა, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელს ხდის ბუნებრივი შედეგის, რეპროდუქციის, დადგომას, იქნება მორალურად გაუმართლებელი.

თომა აკვინელის მიხედვით, რეპროდუქცია არის ბუნებრივი მოვლენა, ამიტომ ის არის მორალურად გამართლებული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სექსუალური კავშირი, რომელსაც არ გააჩნია რეპროდუქციის მიზნის მიღწევის პოტენციური შესაძლებლობა, არის მორალურად გაუმართლებელი. ბუნებითი სამართალი არ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველა სექსუალური აქტი ორსულობით უნდა დამთავრდეს (რადგან ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია). თუმცა თუ თავიდანვე არ არსებობს პოტენციალი, რომ შედეგი რეპროდუქცია იქნება, მაშინ მოცემული ქმედება მორალურად გაუმართლებელი იქნება.

სალომე დიასამიძე

რითი განისაზღვრება ადამიანის ბედნიერება?

09.04.2021

დასაწყისისთვის განვსაზღვროთ, რომ ბედნიერებასთან მიმართებით გვაქვს სამი ძირითადი თეორია: ჰედონისტური, სურვილის და ობიექტური სიის თეორია. თავის მხრივ, ეს სამი თეორია შეგვიძლია გავაერთინოთ ორ ჯგუფში: ბედნიერების ობიექტური გაგება და ბედნიერების სუბიექტური გაგება. 

ჰედონისტური და სურვილის თეორია განამტკიცებს ბედნიერების სუბიექტურ გაგებას, რადგან ორივე თეორია ეფუძნება ბედნიერების, როგორც ინდივიდის სუბიექტური დამოკიდებულების კონცეფციას. კერძოდ, ჰედონისტური თეორია ბედნიერებას უკავშირებს სიამოვნების განცდას, ბედნიერი ცხოვრება კი ამ თეორიის ფარგლებში გულისხმობს სიამოვნების მაქსიმალიზებას, ხოლო ტკივილის შემცირებას. სურვილის თეორიის თანახმად კი ბედნიერება განისაზღვრება ადამიანის სურვილების დაკმაყოფილებით -  ადამიანი ბედნიერია, თუ ის იღებს იმას, რაც მას უნდა. 

მათგან განსხვავებით გვაქვს ობიექტური სიის თეორია, რომელიც უკავშირებს ბედნიერებას ობიექტურად ღირებულ სიკეთეებს. კერძოდ, ამ თეორიის თანახმად,  გარკვეული ფაქტორები გვანიჭებენ სარგებელს და უზრუნველყოფენ ჩვენს კეთილდღეობას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ ჩვენ. ბედნიერებას მოიცავს ადამიანის ცხოვრება, რომელიც მიაღწევს ამ ღირებულ სიკეთეებს, როგორიცაა, მაგალითად, წარმატებული კარიერა, მეგობრები, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, განათლება, ოჯახი თუ სხვა. 

არისტოტელეს მსჯელობაში ჩვენ ვხვდებით ბედნიერებას ობიექტური გაგებით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება მთელი დღეები სახლში იჯდეს, ტელევიზორს უყურებდეს და არაფერი აკეთოს. მას შეიძლება ეს უნდოდეს, მოსწონდეს კიდეც ასე ცხოვრება, მაგრამ ბედნიერების ობიექტური გაგებით და მათ შორის არისტოტელეს მსჯელობით, ეს არ ჩაითვლება ბედნიერ ცხოვრებად. ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ არისტოტელეს მსჯელობა ბედნიერებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, რა არის სიკეთე? არისტოტელეს თანახმად, ამის განსაზღვრა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, სიკეთეს წარმოადგენს მეგობრები, სიამოვნების განცდა, ჯანმრთელობა, მაგრამ პრობლემას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ვცდილობთ განვსაზღვროთ მათგან რომელიმე თუ არის უფრო სასურველი, ვიდრე მეორე. არისტოტელე ეძებს უმაღლეს სიკეთეს - მიაჩნია, რომ უმაღლესი სიკეთე ჩვენთვის სასურველია მხოლოდ მისივე არსის გამო, არ არის სასურველი სხვა სიკეთის მიღწევისათვის, არამედ პირიქით,  ყველა სხვა სიკეთე სასურველია ჩვენთვის სწორედ უმაღლესი სიკეთის მიღწევისათვის. 

არისტოტელეს თანახმად, ევდაიმონია არის სწორედ ასეთი სიკეთე. ევდაიმონიას ზუსტი და ერთხმად შეთანხმებული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა დაახლოებით შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც ბედნიერება თუ თვითრეალიზაცია. არავინ არ ცდილობს, რომ იყოს ბედნიერი სხვა სიკეთეების მისაღწევად, არამედ ბედნიერება არის უმაღლესი სიკეთე და ყველა სხვა სიკეთე, როგორიც არის, მაგალითად, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ოჯახი თუ სხვა, წარმოადგენენ მიზნის მიღწევის საშუალებას. მაგალითად, სიმდიდრე ადამიანს ვერ გააბედნიერებს სრულად, რადგან სიმდიდრე არის სხვა სახის ბედნიერების მიღწევის საშუალება, მას არ გააჩნია უმაღლესი ღირებულება მაშინ, როდესაც ევდაიმონია არის უმაღლესი ღირებულების მქონე სიკეთე. მეორადი სიკეთეები არის სასურველი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელს უწყობენ ბედნიერებას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი არიან თავისი არსით ბედნიერება. 

მაგრამ მაშინ, რა წარმოადგენს თავისი არსით ბედნიერებას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა დავსვათ საპასუხო კითხვა - რა არის ადამიანის დანიშნულება?  ყველაფერს აქვს თანდაყოლილი დანიშნულება და  ყველაფრის სრულყოფილება განისაზღვრება თავიანთი დანიშნულების სრულყოფაში. მაგალითად, ტელევიზორს აქვს თანდაყოლილი დანიშნულება, რომ ტელევიზორის მესაკუთრემ მისი მეშვეობით უყუროს სასურველ პროგრამებს. სრულყოფილი ტელევიზორი უზრუნველყოფს მესაკუთრეს სასურველი პროგრამებით ტექნიკური შეფერხებების გარეშე. შესაძლებელია ყველაფერი გამოყენებული იყოს სხვა დანიშნულებისთვის, ვიდრე მისი თანდაყოლილი დანიშნულებაა. მაგალითად, ტელევიზორი მესაკუთრემ შეიძლება გამოიყენოს როგორც მყარი ზედაპირი გარკვეული ნივთების დასადებად. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ბედნიერებაზე, როგორც უმაღლეს სიკეთეზე, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ თანდაყოლილ დანიშნულებებზე. 

ყველა არსებას აქვს თანდაყოლილი დანიშნულება. არსება აღწევს ბედნიერებას, თუ ის ასრულებს საკუთარ თანდაყოლილ დანიშნულებას. რადგან ყველა არსებას აქვს დანიშნულება, გამოდის, რომ ყველა არსებას აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს ბედნიერებას. ამასთან, რადგან ყველაფერს აქვს თანდაყოლილი დანიშნულება, მსგავსად, თანდაყოლილი დანიშნულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებსაც. ადამიანის თანდაყოლილი დანიშნულება უნდა იყოს დაკავშირებული მახასიათებელთან, რომელიც სპეციფიკურად ადამიანებში გვხვდება. ადამიანთა ბედნიერება უნდა უკავშირდებოდეს ადამიანად ყოფნას, ხოლო რაც გამოარჩევს ადამიანებს სხვა არსებებისაგან არის რაციონალურობა. ამდენად, ადამიანები ევდაიმონიას ვაღწევთ არა ფიზიკური თუ სხვა სახის მახასიათებლებით, არამედ რაციონალური და კოგნიტური ელემენტებით.

იმისათვის, რომ თანდაყოლილი დანიშნულება მიღწეულად ჩავთვლოთ, უნდა მოხდეს ამ დანიშნულების სრულყოფა, როგორც ეს ტელევიზორის მაგალითში განვსაზღვრეთ. ეს მსჯელობა რომ მივმართოთ ადამიანებთან მიმართ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის თანდაყოლილი დანიშნულების ანუ რაციონალურობის რეალიზება ხდება ღირსების მეშვეობით. ოღონდ, ბედნიერება არ უტოლდება ღირსებას, არამედ ბედნიერება განისაზღვრება ღირსეული ქმედებებით. ჩვენ ვფიქრობთ ბედნიერებაზე უფრო როგორც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როდესაც ზოგადად გვაქვს შინაგანი თუ გარეგანი პოზიტიური დამოკიდებულება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ევდაიმონიაზე, ევდაიმონია არ არის მდგომარეობა, არამედ გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, კერძოდ, გულისხმობს მთელი ცხოვრების განმავლობაში ღირსეული ქმედებების განხორციელებას, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის რაციონალურობასთან.

ამასთან, არისტოტელე ევდაიმონიის მისაღწევად განსაზღვრავს დამატებით ფაქტორებს. კერძოდ, იმისათვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, საკმარისი არ არის რაციონალურობასთან შესაბამისობაში მყოფი ღირსეული ქმედებები. ასეთი ქმედებები ცალსახად საჭიროა, მაგრამ არ არის საკმარისი. ევდაიმონიის მისაღწევად დამატებით ადამიანი უნდა ფლობდეს სხვა სიკეთეებსაც, როგორიც არის მაგალითად, კარგი მეგობრები, სიმდიდრე, ჯანმრთელობა თუ ოჯახი. ამდენად, ღირსეული ქმედებების მიუხედავად, ადამიანის ბედნიერება განადგურების პირასაა, თუ მას აკლია კონკრეტული სიკეთეები,  თუ მაგალითად, დაეღუპა შვილი ან მეგობარი. მაგრამ რატომ? თუ ვამბობთ, რომ ევდაიმონია არის უმაღლესი სიკეთე და ყველა სხვა სიკეთე მასთან მიმართებით არის მეორეხარისხოვანი, მაშინ რატომ უნდა იყოს ევდაიმონიის მიღწევა ამ სიკეთეებზე დამოკიდებული? შეიძლება ისინი ხელს უწყობდნენ, რომ მაგალითად, ადამიანი უფრო ბედნიერი იყოს, მაგრამ ცალსახად, რატომ უნდა განაპირობდნენ ამ ბედნიერების არსებობას?  რატომ უნდა ახდენდეს ადამიანის ბედნიერებაზე გავლენას ასეთი სიკეთეების ნაკლებობა? 

ამდენად, ევდაიმონია, როგორც უმაღლესი ღირებულება, მოითხოვს ადამიანებისაგან არა მხოლოდ თავისი დანიშნულების შესრულებას ანუ რაციონალურობასთან შესაბამისობაში მყოფ ღირსეულ ქმედებას, არამედ გარკვეულწილად იღბალსაც. ჩვენი იღბალი განაპირობებს, თუ რამდენად შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და ამდენად მივაღწიოთ ევდაიმონიას.

ამის საპასუხოდ არისტოტელეს თანახმად, ღირსეული ქმედება იქნება შემცირებული ან დეფექტური, თუ ადამიანს აკლია სხვა სიკეთეები. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც არ ყავს მეგობრები, რომელიც არ არის ჯანმრთელი, არ ექნება შესაძლებლობა, რომ ჩაიდინოს ისეთივე ღირსეული ქმედებები მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორიც მაგალითად შეუძლია ამ სიკეეთების მფლობელ ადამიანს. თუმცა, რამდენად შეგვიძლია გავამართლოთ ამ არგუმენტით ამ დატებითი ფაქტორების არსებობის აუცილებლობა? შეიძლება ის კითხვაც კი გაჩნდეს, რომ თუ ევდაიმონია არის ადამიანის მიზანი  და თუ ადამიანის ღირსეული ქმედება ამ მიზნის მიღწევაში არ გვეხმარება, მაშინ რატომ უნდა მოიქცეს ღირსეულად ადამიანი, რომელსაც მაგალითად სხვა სიკეთეები დაკარგული აქვს? 

 

ანი ნადირაძე

აკვინელის ორმაგი ეფექტის დოქტრინა და ევთანაზია

09.04.2021

როგორც არისტოტელეს, თომა აკვინელსაც, იტალიელ თეოლოგსა და ფილოსოფოსს, სჯეროდა, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ფუნქცია, რომლის მოქმედების შესაბამისადაც კარგ ადამიანებად ვყალიბდებით. ამის მიუხედავად, ადამიანებს გვჭირდება რაღაც გზამკვლევი, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებისკენ გაგვიძღვება. აკვინელის მიხედვით, სწორედ ამ მისიას კისრულობს ბუნებითი სამართალი. ადამიანები ვფლობთ შინაგან ღირებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს აზროვნებასა და ქცევას. ბუნებითი სამართალი ამბობს, რომ სწორედ ამის შესაბამისად ყალიბდება ზოგადი პრინციპები, რომლებიც თანდაყოლილი და აბსოლუტურია. ასეთი პრიცნიპი, პირველ რიგში, არის ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა და დაცვა. მას მოჰყვება რეპროდუქცია და სხვა ძირითადი პრინციპები, რომელთა შესაბამისად მოქმედება გაგვისაზღვრავს ქმედების მორალურობას.

ამის მიუხედავად, თომა აკვინელი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მორალურად გამართლებული იყოს ძირითადი წესების დარღვევა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქმედების ხასიათი ეხმიანება იმ ოთხ პრინციპს, რომლებსაც არეგულირებს ე.წ. ორმაგი ეფექტის დოქტრინა. მისი პრინციპების მიხედვით, პირველ რიგში ქმედება თავისი ბუნებით არ უნდა იყოს მორალურად არასწორი. ქმედების კარგი შედეგი არ უნდა წარმოადგენდეს მისი ცუდი შედეგის პირდაპირ ნაყოფს. მესამე პრინციპი ხაზს უსვამს იმას, რომ პირი კეთილი განზრავხით უნდა მოქმედებს. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ მის მოქმედებას სერიოზული და თანაზომიერი მიზეზი (კარგსა და ცუდ ეფექტს შორის) განაპირობებდეს.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ორმაგი ეფექტის დოქტრინის ფარგლებში აქტიურად განიხილება, არის ევთანაზია, ანუ უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტის სიკვდილის დაჩქარება, რათა მისი ტანჯვა და ტკივილი დასრულდეს. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ძირითადი პრინციპი, რომელიც ბუნებითი სამართლიდან გამომდინარეობს, არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ევთანაზიის შემთხვევაში ადამიანისთვის სიცოცხლის შეწყვეტა წარმოადგენს მკურნალობის მეთოდს, რაც ნათელია, რომ ავტომატურად ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის პირველ პრინციპს. ეს ამ ქმედებას მორალურად გაუმართლებლად აქცევდა, მაგრამ როგორია მისი შესაბამისობა ორმაგი ეფექტის დოქტრინის პრინციპებთან?

ნათელია, რომ ორმაგი ეფექტის დოქტრინა ამართლებს კეთილი ხასიათის ქმედებას, რომელსაც გააჩნია ე.წ. ცუდი გვერდითი მოვლენა, თუ ეს უკანასკნელი განზრახული არ იყო. ევთანაზიის შემთხვევაში კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ პაციენტის ტკივილის შეჩერება, გვერდით მოვლენად კი მისი სიკვდილი. პირველი პრინციპის უნდა დავაკვირდეთ ქმედების განზრახულ შედეგს, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ტკივილის შეჩერება. ამაზე ყველა შევთანხმდებით, რომ კარგია, შესაბამისად, ქმედება, რომელიც მიმართულია ტკივილის შეჩერებისკენ თავისი ბუნებით სწორად უნდა ჩაითვალოს.

ამის მიუხედავად, პრობლემა წარმოიქმნება მეორე და მესამე პრინციპებთან შესაბამისობაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ევთანაზიის შემთხვევაში, ადამიანის სიკვდილი იწვევს მისი ტკივილის შეჩერებას, ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ქმედების ცუდი შედეგი პირდაპირ იწვევს კარგი შედეგის დადგომას, რაც ორმაგი ეფექტის დოქტრინის პრინციპებს არ ექვემდებარება. ევთანაზიის მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტს სურს სიკვდილი, რადგან იცის, რომ სხვა გზით ტანჯვასა და ტკივილს ვერ დააღწევს თავს. შესაბამისად, ევთანაზიის არსი დოქტრინის ამ პრიცნიპს ვერ ეხმიანება.

რაც შეეხება განზრახვას, ეს გარკვეულ დილემას წარმოშობს. ერთი მხრივ, ექიმის განზრახვა არის პაციენტისთვის ტკივილის შემსუბუქება, რაც თავისი არსით კეთილი განზრახვაა. ამის მიუხედავად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პაციენტის სიკვდილი აბსოლუტურად მოსალოდნელია ექიმისთვის. ეს არაა ისეთი შემთხვევა, როგორიცაა პალიატიური მკურნალობა, როდესაც ექიმის განზრახვა დანამდვილებით ტკივილის შეჩერებაა. ამ გადმოსახედიდან ევთანაზია გამიზნული მკვლელობაა, რომელიც შესრულებულია იმ ადამიანის მიერ, ვინც პაციენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

მეოთხე პრინციპის ფარგლებში უნდა ვიკითხოთ: არის თუ არა ტკივილის შეჩერება სიცოცხლის მოსპობის თანაზომიერი? ამ დროს სიცოცხლის ხანგრძლივობას უპირისპირდება სიცოცხლის ხარისხი. შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის ხარისხი იმდენად ცუდია, რომ სიკვდილი სარგებლის მომტანადაც კი მივიჩნიოთ. თუ ცხოვრების გაგრძელება პაციენტს, ტკივილისა და ტანჯვის გარდა, არაფერს სთავაზობს, მან შეიძლება გადაწონოს სიკვდილი.

ამის მიუხედავად, ნათელია, რომ ევთანაზია ორმაგი ეფექტის დოქტრინის ყველა პრინციპს არ ეხმიანება, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ის მორალურად გაუმართლებლად უნდა მივიჩნიოთ. ამის მიუხედავად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაუმართლებლობა, უპირველეს ყოვლისა, მოდის იმ იდეიდან, რომ სიკვდილი ყოველთვის ცუდია. ეს სადავოა, როდესაც სიკვდილი ადამიანის გადაწყვეტილებაა და თუკი არის იმის საშუალება, რომ მან თავი დააღწიოს ისეთ ცხოვრება, რომელიც არ სურს, გაუგებარია ამ ქმედების არასწორად მიჩნევა. 

მარიამ ტოგონიძე

,,Manners make the man, he’s the hero of the day’’

09.04.2021

ბუნებითი სამართალი, როგორ გესმით ეს ტერმინი? ადამიანის რა უფლებებსა და მორალურ ღირებულებებს მოიაზრებს ერთი შეხედვით ძალიან მარტივად გასაგები ტერმინი, რომელიც საკუთარ თავში არც ისე მარტივ ფილოსოფიურ თეორიას მოიაზრებს. ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით ადამიანს აქვს გარკვეული უფლებები, მორალური ღირებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც თან ახლავს ადამიანის ბუნებას. ეს ფილოსოფიური თეორია ემყარება აზრს, რომ ბუნებითი კანონები უნივერსალური ცნებებია და არ ემყარება რაიმე კულტურას ან ჩვეულებებს. მიუხედავად ამისა, ეს არის საზოგადოების ბუნებრივად თანდაყოლილი მოქმედების გზა. შესაბამისად, ბუნებითი სამართალი და უფლებები მუდმივად არსებობს  პოლიტიკური წესრიგის, საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის გარეშეც და მოიაზრებს, რომ ადამიანები არსებითად აცნობიერებენ განსხვავებას ,,სწორსა’’ და ,,არასწორს’’ შორის. შეგვიძლია აქედან გამომდინარე დავასკვნათ, რომ ბუნებითი სამართალი არ ისწავლება? დიახ, შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, თუმცა რა არის ,,სწორი’’ და ,,არასწორი’’? თუ ადამიანი მორალს რელატურად მიიჩნევს, როგორ უნდა აფასებდეს მოქმედებას, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა აფასებდეს მას თუ ზოგადი სწორი მორალური შეხედულებებით? ამ კითხვებს, რომ პასუხი გავცეთ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გავიგოთ მორალი, როგორც ინდივიდუალური თუ საერთო.

მორალი რელატურია თუ არა ამაზე ორი სხვადასხვა აზრი არსებობს, მე ვემხრობი მორალის საერთო გაგებას, მაგრამ მსჯელობა შეიძლება დავიწყოთ საპირისპიროთი. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, მაგრამ ჩამოყალიბდება კი ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგი. ადამიანთა შორის მორალის არსებობის ყველაზე დიდი აზრი არის ის, რომ შექმნას, რაღაც მიმართულებით წესრიგი, ხოლო ცნება ინდივიდუალური მორალი ნიშნავს ინდივიდუალურ აზრს და გაგებას ყველაფერთან მიმართებით, რაც არ ზღუდავს ადამიანს და შესაბამისად ნაკლებად ამყარებს წესრიგს. თუ შევხედავთ მორალს, როგორც წესების რაღაც სისტემას, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში, სწორდ მორალის საერთო გაგება დაამყარებს წესრიგს, რადგან ეს მორალი უნდა მოირგოს ყველა ინდივიდმა. მაგრამ მთავარია, რომ ეს მორალი იყოს სწორ ღირებულებებზე, სინამდვილეზე დამყარებული. საჭიროა წინა პლანზე წამოვწიოთ სიმართლე და სიმართლიდან უნდა გამომდინარეობდეს ისეთი სხივი, რასაც ქვია მორალი. როგორც ზემოთ აღვნიშნე შემდეგ ეს უნდა მოირგონ ინდივიდებმა. თუ მორალი ექვემდებარება სიმართლეს და აზრებს ასე აერთიანებს, ანუ მორალი არის ფილტრაცია, რომელსაც სინდისი განაგებს და ეს სინდისი არის სიმართლე. ანუ მორალს განაგებს სიმართლე. მაგრამ რა არის სინდისი? და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გვეტყვის, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და შესაბამისად მორალი. მაგრამ როგორც, უკვე აღვნიშნე მორალს სინდისი განაგებს სინდისი კი ყველა ადამიანში ერთ როლს ასრულებს. რატომ ასრულებს ამ როლს სინდისი და რატომ განაგებს ის მორალს? თავდაპირველად პასუხი გავცეთ პირველ კითხვას რა არის სინდისი.

1989 წლის 9 აპრილს თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა ბიჭი. უსახელოდ. ის არავინ იყო gარდა ბიჭისა, შემდეგ მას მიეწება თავდაპირველად სახელი, მაგრამ რას მიეწება ეს სახელი, რასაც ეს სახელი მიეწება ის მე უსახელოა, არც რელიგია, სარწმუნოება და არც ეროვნება აქვს. მას აქვს მხოლოდ თვალები და ხედავს, რომ ის არსებობს. მისი მე არის ვისაც აქვს თვალები და ხვდება ნაღდს და არანაღდს. შესაბამისად, ადამიანისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი ის კი არაა რომ მე ობიექტური ჭეშმარიტება დავაკოპირო და ისე მოვიქცე, როგორც მართლა სწორია, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მართლა სისწორე გამომიცოცხლდეს შიგნით. შესაბამისად, სინდისი არის თანდაყოლილი, სინდისი ვარ მე ის თავიდანვე ჩემი ნაწილია, რომლითაც ვცდილობ დავინახო ,, ნაღდი ’’ და ,, არანაღდი “. შესაბამისად, ის ჩვენში ასრულებს ჩამრთველის როლს. თუ ამ ჩამრთველს ავანთებთ, ავანთებთ სინათლესაც და სინდისს ვიყენებთ ჩამრთველად, ასე გვიჩნდება სწორი გადაწყვეტილებების მიღების არჩევანი. მორალი კი საზოგადოების მიერაა მოწეპებული. მორალი არ არის ცალკეული ადამიანების მახასიათებელი ეს არის ზოგადი შეხედულებები. სინდისის არის ის, რომელსაც ვერ ვცვლი, მაგრამ მორალი არის ის, რომელიც მოდის საზოგადოებიდან. შესაბამისად, სინდისი ყველა ადამიანში ასრულებს სიმართლის გამორკვევის როლს, ხოლო მორალი ამ სიმართლიდან გამომდინარე გვთავაზობს საზოგადოებისთვის მისაღებ წესებს ისე, რომ სიმართლესთან შესაბამისობაში დავამყაროთ წესრიგი.

როგორ დავუკავშიროთ ზემოთ თქმული შეხედულება ბუნებით სამართალს? საერთო მორალით ადამინებით უფრო მეტად თანასწორები არიან, როგორც ბუნებით მდგომარეობაში. საერთო მორალი ყველა ადამიანს ერთნაირად ათავისუფლებს და ერთნაირად ზღუდავს. საერთო მორალი არ ზღუდავს ადამიანებს ინდივიდუალურად ესმოდეთ და ქონდეთ ინდივიდუალური შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, უბრალოდ თანასწორობისთვისა და წესრიგისათვის საჭიროა, რომ არსებობდეს ზოგადი ცნებებიც. ასევე ბუნებით მდგომარეობაშიც ყველა თანასწორია, ყველას აქვს ერთნაირი უფლებები და ამ უფლებებით მონიჭებული შესაძლებლობები. ინდივიდუალური მორალი ამის საპირისპიროდ არა თანასწორობისკენ გადამდგარი უდიდესი ნაბიჯია. ინდივიდუალური მორალი კი იმიტომ ზღუდავს თავისუფლებას, რომ ადამიანებს უფლებას აძლევს თუნდაც ერთმანეთს საკუთარი აზრი მოახვიონ თავს და ამით ერთმანეთს განსჯით წავართვათ თანასწორობა. 

ნანუკა სიმონიშვილი

სიცოცხლის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ღირებულების, ხელყოფის მორალური გამართლება

09.04.2021

ყველა ფილოსოფიური სკოლა განსხვავებულ პოზიციას წარმოგვიდგენს ადამიანის სწორ, მორალურად გამართლებულ ქცევასთან და არჩვეანთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მორალურ დილემას, რომლის გადაწყვეტასთან მიმართებითაც ყველა ფილოსოფიურ სკოლას განსხვავებული მიდგომა აქვს, წარმოადგენს ე.წ. „ტრამვაის დილემა“. მარტივად რომ ვთქვათ, დილემა მდგომარეობს შემდეგში, შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 

საილუსტრაციოდ შეგვიძლია ერთ-ერთი ცნობილი აზროვნების ექსპერიმენტი განვიხილოთ. წარმოვიდგინოთ, რომ ლიანდაგი ორი მიმართულებით იყოფა, ერთ მხარეს დგას ხუთი კაცი - სწორედ ამ მიმართულებით მიდის ტრამვაიც, ხოლო მეორე მხარეს კი ერთი კაცი. ტრამვაის ვერავინ აკონტროლებს და არც ერთმა ადამიანმა ამ ექვსიდან არ იცის, რომ საფრთხის ქვეშ არიან და მათი გაფრთხილებაც შეუძლებელია. ამ სიტუაციას ერთადერთი ადამიანი აკვირდება, რომელიც მარტო დგას ბერკეტთან, რომლის გადაწევითაც შეუძლია მიმართულება შეუცვალოს ტრამვაის. ე.ი. მას შეუძლია ხუთი კაცის ნაცვლად ერთი ადამიანის სიცოცხლე გაწიროს, რომელსაც რეალურად საფრთხე არც ემუქრებოდა თავდაპირველად. სწორედ ამაში მდგომარეობს დილემა, უნდა გადაწიოს თუ არა მან ბერკეტი.

მსგავსი დილემის შემთხვევაში არჩევნის მისაღებად ბუნებითი სამართლის ძირითადი პრინციპი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ის არც ერთ ძირითად ღირებულებას პირადპირ არ არღვევს. თომა აკვინელის, ბუნებითი სამართლის ფუძემდებლის თანახმად ერთ-ერთ ძირითად და თანდაყოლილ ღირებულებას ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს. რადგან „ტრამვაის დილემის“ ერთ-ერთი არჩევანი ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტისკენ არის მიმართული, ერთი შეხედვით, აშკარაა, რომ ის ძირითად ღრებულებას ეწინააღედეგება და შესაბამისად, დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, აუცილებელია ეს დილემა ორმაგი ეფექტის დოქტრინის გადმოსახედიდანაც განვიხილოთ.

ორმაგი ეფექტის დოქტრინის თანახმად ქმედება, რომელიც ერთ უარყოფით და ერთ დადებით ეფექტს იწვევს მორალურად გამართლებულია, თუ გარკვეული პირობები სრულდება. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ის ქმედება, რომელიც კითხვის ნიშნის  ქვეშ დგას, იყოს მორალურად გამართლებული თუ მის ეფექტებს არ გავითვალისწინებთ. ასევე, ეს ქმედება უნდა იყოს აუცილებელი, ე.ი. შეუძლებელი უნდა იყოს უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილება. გარდა ამისა, უარყოფითი ეფექტი არ უნდა იყოს განზრახვით გამოწვეული და საბოლოოდ, უარყოფითი ეფექტი არ უნდა აჭარბებდეს ქმედებით გამოწვეულ დადებით ეფექტებს.

პირველ კრიტერიუმს თუ განვიხილავთ „ტრამვაის პრობლემასთან“ მიმართებით უნდა განვსაზღვროთ თუ რა კონკრეტულ ქმედებას ახორცილებს ადამიანი. ბერკეტის გადაწევა და ტრამვაის მიმართულების შეცვლა არ წარმოადგენს მორალურად გაუმართლებელ ქმედებას, თუ მისგან გამოწვეულ შედეგებს არ გავითვალისწინებთ. ამ დილემის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქმედებას არა უშუალოდ სიცოცხლის გაწირვა, არამედ ბერკეტის გადაწევა წარმოადგენს, რაც მორალურად გამართლებულია.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას, აშკარაა, რომ ბერკეტის გადაწევის გარეშე შეუძლებელია ხუთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. შესაბამისად ბერკეტის გადაწევა, რაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ერთადერთი გამოსავალია ხუთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

განზრახვაზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს არჩევნის წინაშე მყოფი ადამიანის განზრახვას წარმოადგენს არა ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, არამედ ტრამვაის მიმართულების შეცვლა, რაც ხუთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას გამოიწვევს. შესაბამისად, არ გვაქვს სახეზე უარყოფითი შედეგის დადგომის სურვილი, პირიქით ის იაზრებს ქმედების უარყოფით შედეგებს და უბრალოდ ოპტიმალურ არჩევანს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია.

საბოლოოდ, უარყოფითი და დადებითი ეფექტების პროპორციულობას რაც შეეხება, აშკარაა, რომ ხუთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება უფრო ღირებულია, ვიდრე ერთი ადამიანის. შესაბამისად, რადგან დადებითი ეფექტები აჭარბებს უარყოფითს და რადგან ორმაგი ეფექტის დოქტრინის ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ბერკეტის გადაწევის შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ბერკეტის გადაწევა მორალურად გამართლებული ქმედებაა. შესაბამისად, მიუხედავად ძირითადი ღრებულების, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისა, ორმაგი ეფექტის დოქტრინა მაინც აძლევს ადამიანს უფლებას ამ კონკრეტული დილემის შემთხვევაში გაწიროს ერთი ადამიანის სიცოცხლე ხუთის გადასარჩენად.

ორმაგი ეფექტის დოქტრინა საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანს, თუ „ტრამვაის დილემის“ ოდნავ განსხვავბეულ სცენარს განვიხილავთ.  წარმოვიდგინოთ, რომ ორი ადამიანი დგას ხიდზე. მათ ქვემოთ ლიანდაგები გადის, რომელზეც ხუთი ადამიანი დგას. ისინი მომავალ ტრამვაის ვერ ამჩნევენ. ერთადერთი გამოსავალი მათ გადასარჩენად არის ის, რომ ხიდზე მდგომმა ადამიანმა მეორე გადააგდოს ხიდიდან, რათა მისმა სხეულმა ტრამვაი შეაჩეროს. ერთი შეხედვით ეს სცენარი დიდად არ განსხვავდება წინა შემთხვევისგან და თითქოს შესაძლებელია  ერთი სიცოცხლის გაწირვა ხუთის გადასარჩენად. თუმცა ორმაგი ეფექტის დოქტრინა საპირისპიროზე მეტყველებს.

მეორე სიტუაციის განხილვის დროს ქმედებას არა ბერკეტის გადაწევის მსგავსი, მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება, არამედ უშუალოდ მკვლელობა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ხუთი კაცის გადარჩენა მოხდება არა ბერკეტის გადაწევის, არამედ უშუალოდ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის შეწირვის მეშვეობით, რაც თავისთავად მორალურად გაუმართლებელი ქმედებაა.

რაც შეეხება განზრახვას, ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ ხიდიდან გადავარდნილი ადამიანი მოკვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამვაი ვერ გაჩერდება და ხუთი ადამიანიც ვერ გადარჩება. ამრიგად, გამოდის, რომ ხიდზე მყოფ ადამიანს განზრახული აქვს მეორე კაცის მოკვლა და მისი სიცოცხლის ხელყოფა არ წარმოადგენს უნებლიე, განუზრახველ ქმედებას. 

მართალია, პროპორციულობის ტესტს აკმაყოფილებს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხიდიდან გადაგდებით, თუმცა ბუნებით სამართალი მხოლოდ შედეგის მეტი სარგებლიანობით არ კმაყოფილდება. ამრიგად, რადგან „ტრამვაის დილემის“ პირველი ვერსიისგან განსხვავებით, მეორე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ვერ აკმაყოფილებს ორმაგი ეფექტის დოქტრინის აუცილებელ კრიტერიუმებს, ის მორალურად გაუმართლებელია.

გიორგი ლომიძე

არსებობს კი მცარი და სწორი გადაწყვეტილებები?

09.04.2021

უძველესი დროიდან საზოგადოებაში მუდამ არსებობდა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასა და რელიგიების ჩამოყალიბებასთან ერთად, საზოგადოებაში უფრო მყარად იკიდებდა ფეხს ის მოსაზრებები, რომ სამყაროში არსებობენ კეთილი და ბოროტი ძალები. აქედან გამომდინარე, თუ გინდოდა, რომ საიქიო ცხოვრებაში ან რეინკარნაციის შემდეგ უკეთესად გეცხოვრა, მნიშვნელოვანი იყო, რომ გეკეთებინა "კარგი" საქმეები. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წყობილების ჩამოყალიბების დროიდან მოყოლებული, ჩვენ მუდამ ვცდილობთ ჩვენი ქმედებები შევეფასოთ "კარგი-ცუდი" პრიზმიდან. აღნიშნულ ხედვას მრავალი მიმდევარი ჰყავდა, მათ შორის ისეთი გამოჩენილი ფილოსოფოსიც, როგორიც თომა აქვინელია. მისი მოძღვრების თანახმად, საგნები მაშინ არიან "კარგი" თუ ისინი ჯეროვნად, სრულყოფილად ახორციელებენ საკუთარ მოვალეობას. იგი ამ მოსაზრებაში გულისხმობდა, რომ მაგალითად თვალი, მაშინ მიიჩნევა კარგად, როდესაც ის კარგად ხედავს, ანუ, ასრულებს საკუთარ მოვალეობას. რკო მაშინ მიიჩნევა კარგად, როდესაც ის ჯანსაღია და შეუძლია აღმოაცენოს ახალი სიცოცხლე როდესაც მიწაში მოხვდება და ა.შ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მსგავსი მიდგომა ერთი მხრივ ლოგიკურია, რადგან ცული მაშინაა კარგი, თუ თავის ფუნქციას ასრულებს და ვარგისია ხის მოსაჭრელად, მაგრამ საკითხავია თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არა უსულო საგნებს, არამედ ისეთ მოაზროვნე არსებებს, ვთქვათ როგორიც ადამიანია? ჩვენ ვიცით რა არის ცულის დანიშნულება, რომ მოჭრას ხე და ა.შ. და არა დაბაროს მიწა, მაგრამ რა არის ადამიანის დანიშნულება? გვხვდება ბუნებაში რაიმე წესი, კანონზომიერება, რომლის გაცნობის შემდეგაც მივხვდებოდით, რომ თურმე ჩვენი დანიშნულება ყოფილა რაიმე კონკრეტული საქმის კეთება? 

თომა აქვინელს საკმაოდ საინტერესო პასუხი აქვს ამ კითხვაზე. იგი საკუთარ მოსაზრებებს ამყარებს "ბუნებითი სამართლის" თეორიაზე და ამბობს, რომ ადამიანის ფუნქცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპსო, ესენია: ადამიანის სიცოცხლის დაცვა და პატივისცემა, გამრავლება და განათლება, ღმერთის შეცნობა და თაყვანისცემა და ბოლოს, საზოგადოებაში ცხოვრება. ერთი შეხედვით თითქოს მარტივია მიხვდე, თუ რას გულისხმობდა თომა აქვინელი აღნიშნულ პრინციპებში, რომ ადამიანი დაიბადება, გახდება საზოგადოების წევრი, პატივი სცემს სხვებს, მიიღებს განათლებას, ეთაყვანება ღმერთს, შემდეგ დატოვებს შთამომავლობას და გარდაიცვლება. სწორედ ასე ჩანს ადამინის ფუნქციური დანიშნულება თომა აქვინელისათვის. სწორედ ამას მიიჩნევდა იგი ბუნებით სამართლად, რომელიც საერთო უნდა ყოფილიყო ყველასათვის იმპერატიულად, მაგრამ აღნიშნულ პრინციპებშიც არის გარკვეული წინააღმდეგობები.

მაგალითად, თომა აქვინელის აზრით, პირველი ბუნებითი კანონი არის, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ ადამიანების სიცოცხლეს. კი ბატონო, თითქოს ნათელია ყველაფერი, მაგრამ წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ ორმა ტერორისტმა გაიტაცეს კერძო თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად, და იმ მოტივით რომ საკუთარი ღმერთისთვის შეეწირათ თავი, გეზი აიღეს დასახლებული პუნქტისკენ, სადაც იმართებოდა მასობრივი შეკრება დღესასწაულის აღსანიშნავად. ამის შესახებ გაიგო უშიშროების სამსახურმა, და შეიქმნა სიტუაცია, რომ ან ლაინერი უნდა ჩამოაგდონ ათ მგზავრთან და ტერორისტებთან ერთად, საიდანაც ვერავინ გადარჩება, ან ნება მისცენ მოახდინონ ტერაქტი. აქვინელის მოძღვრების თანახმად, უშიშრობის სამსახურის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან სხვა პირების სიცოცხლე, ანუ იმ პირთა, რომლებიც შეკრებილები არიან დღესასწაულის აღსანიშნავად, და ამის საფუძველზე ჩამოაგდოს ლაინერი, და ამასთან, ისევ აქვინელის ბუნებითი კანონის თაახმად, ისინი ვალდებული არიან პატივი სცენ ლაინერზე მყოფ გატაცებული მგზავრების სიცოცხლესაც და არ ხელყონ იგი. წარმოიქმნება დილემა, როცა, ბუნებითი სამართლის ერთი პრინციპი ერთ გადაწყვეტილებასაც უჭერს მხარს და მეორესაც. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორი იქნება "კარგი", "სწორი" გადაწყვეტილება? ბუნებითი სამართალი მსგავს შემთხვევაში ვერ გვცემს ამომწურავ პასუხს, რადგან იქ, სადაც გონება ერთვება და იქმნება შესაძლებლობა ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების მიღებისა, შეუძლებელია დაადგინო ობიექტური ჭეშმარიტება, კი ჩვენ თითქოს ვიცით, რომ ადამიანის სიცოცხლე უძვირფასესია, მაგრამ ღირს უდანაშაულო გატაცებულების სიცოცხლის მოსპობა იმისათვის რომ სხვათა სიცოცხლე გადავარჩინოთ? ამ დროს ყოველთვის გაიყოფა აზრები და ორივე მხარეს ექნება საკმარისი არგუმენტები რათა ამტკიცონ საკუთარი სიმართლე, მაგრამ ობიექტურ ჭეშმარიტებამდე ვერასდროს მივალთ, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა "სწორი", ამაში ვერც ზემოთმოყვანილი ბუნებითი სამართლის პრინციპები დაგვეხმარება. სწორედ აქ იმალება ის ნაკლი, რომელიც თავის დროზე გამორჩა დიდ იტალიელ ფილოსოფოსსა და ღვთისმეტყველს თომა აქვინელს.

თეკლე აბულაძე

კანტი, ბნელი რაინდი და კარგი არჩევნის ფილოსოფია

04.04.2021

იმანუელ კანტის ეთიკა, იგივე დეონტოლოგია, ჯერემი ბენტამის უტილიტარიზმისთვის გამოწვევა გახდა. როდესაც საუბარია კანტის ფილოსოფიაზე, აქ მნიშვნელოვანი ხდება მის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, მათ შორის ერთ-ერთია პრინციპი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მორალურად კარგ ქცევად.

კანტისთვის მოქმედება კარგია იმ შემთხვევაში, თუ მისი გამომწვევი განზრახვაა კარგი. შესაბამისად დეონტოლოგია, განსხვავებით უტილიტარიზმისგან, მნიშვნელობას არ ანიჭებს შედეგს. გარდა ამისა, დეონტოლოგიის თანახმად, მოქმედება კარგია თუ შესაძლებელია მისი საყოველთაო წესად ქცევა, ამას კანტის ეთიკის თანახმად კატეგორიული იმპერატივი ეწოდება.

საბოლოოდ, კანტს მიაჩნია, რომ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ იყოს მორალურად კარგი და ის ყოველთვის თავისუფალად უნდა ირჩევდეს რომ მისი ქმედებები იყოს მორალურად კარგი. მორალურად კარგი ადამიანის სამაგალითო ნიმუშია კომიქსების ცნობილი პერსონაჟი ბრიუს ვეინი, იგივე ბეტმენი. ფილმი - ბნელი რაინდი კი თავის მხრივ მრავალ ფილოსოფიურად საინტერესო მესიჯს შეიცავს. საინტერესო იქნება ფილმის პერსონაჟებისა და მათი მოქმედებების განხილვა კანტის ფილოსოფიის საფუძველზე.

ფილმში - "ბნელი რაინდი" ვაწყდებით რამდენიმე დეონტოლოგიურ დილემას. კერძოდ, პროტაგონისტი, მორალური ადამიანის სანიმუშო მაგალითი, ბეტმენი, დგას რამდენიმე საშინელი არჩევნის წინაშე. თავდაპირველ “თამაშში” მან უნდა აირჩიოს, ვინ უნდა გადარჩეს, მისი საყვარელი ქალი, რეიჩელ დევისი, თუ ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა, რომ მთელ გოთემს მხსნელად მოევლინოს, იგივე ჰარვი დენტი (ქალაქის მერი). ვინაიდან, ცნობილია ბეტმენის მიდრეკილება მორალურად გამართლებულ საქციელსა და სამართლიანობისაკენ, ეს მიდრეკილება მიუძღვის მას, რომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც მთელი ქალაქის გადარჩენას შეძლებს. ბეტმენის არჩევანი, გაწიროს სიყვარული მისთვის უფრო მაღალი იდეალისათვის, სამართლიანობისთვის, სიმამაცისთვის, ხალხთა კეთილდღეობისთვის წარმოადგენს წმინდად კატეგორიულ იმპერატივს, რისი ამოსავალი წერტილია შემდეგი სიტყვები: “მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.”

ბეტმენი განიზრახავს, რომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც მის ქალაქში კეთილშობილურ სისტემას დაამკვიდრებს. ბეტმენი ირჩევს ჰარვი დენტს. როგორც შემდეგში ჩანს, დენტისთვის გაკეთებული არჩევანი არ არის საუკეთესო, რადგან რეიჩელი, სიდიადისთვის გაწირული ქალი, მასაც უყვარდა და დგება ისეთი შედეგი, სადაც დენტი ხდება გოთემის არა მხსნელი, არამედ ახალი, ორსახა ბოროტმოქმედი. ბეტმენის არჩევანი მორალურად კარგი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვა მას. მისი განზრახვა რომ გოთემი გადარჩენილიყო, იყო კეთილშობილური, მაგრამ ამის შესაძლებლობა მის საყვარელ ქალთან ერთად მოკვდა. თუმცა, როგორც შევთანხმდით, დეონტოლოგიისთვის მთავარია მიზანი და არა შედეგი, თუმცა იგივეს ფიქრობს თუ არა ბეტმენიც?

ფილმში აღნიშნულ დილემას სწორედ ჯოკერის პერსონაჟი წარმოშობს, რომელიც კანტის ფილოსოფიის ანტითეზას წარმოადგენს. მისი მოქმედებები და განზრახვები ბოროტია და ერთადერთი, რაც მას სურს, ქაოსია. ის აიძულებს ბეტმენს, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისი საკუთარი მესიჯი, რისთვისაც რეიჩელს და დენტს იტაცებს. ის არამარტო აიძულებს ბეტმენს, მორალურად კარგი ან ცუდი არჩევანი გააკეთოს, არამედ მის ორ პიროვნებას, ბრიუს ვეინსა და ბეტმენს შორის გააკეთოს არჩევანი. ჯოკერის განზრახვა საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს კანტის ფილოსოფიას და მას ნიჰილიზმამდე მივყავართ.

უფრო მეტიც, ჯოკერი ახალ მორალურ დილემას ბადებს, ახალ დანაშაულს ჩადის. ის გოთემის მოსახლეობას აიძულებს ახალი არჩევანი გააკეთონ, ხალხით სავსე გემსა და ვიცე ვერსას, ქალაქის სიცოცხლეს შორის, რაც დეონტოლოგიას კიდევ ერთ თავსატეხს უჩენს. ჯოკერი კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ კატეგორიულ იმპერატივს ( ვის ენდომებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ირჩევს ადამიანებით სავსე გემის ჩაძირვას). აქ უტილიტარიზმიც ეჭვქვეშ დგება. არის თუ არა ყველაზე კარგი ურიცხვი ადამიანების გადარჩენა სისხლიანი შედეგის ფასად.

საბოლოოდ, ბეტმენი პოულობს გამოსავალს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ იმას, თუ რის ფასად ხდება ეს, სპეციალური მოწყობილობის, რომელიც გოთემის მთელ მოსახლეობას კვალდაკვალ აკონტროლებს.

კანტის მოვალეობის ცნება ფილმში მრავალეტაპიან ტესტს გადის. ბეტმენს აქვს პასუხისმგებლობა, დაამარცხოს ჯოკერი, რადგან გადარჩეს გემში მყოფი ხალხი, გადარჩეს მოსახლეობა და, საბოლოოდ, დასრულდეს ქაოსი, მაგრამ რამდენად შორს შეუძლია მოვალეობას წავიდეს. არ დაგავიწყდეთ ბეტმენის მორალური ღირსებები და ის, რომ მას არ შეუძლია მკვლელობა, ანუ მას სურს, რომ ყველაფერი გამოსწორდეს ისე რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე, თუნდაც ეს ადამიანი ჯოკერი იყოს. ის მისთვის მორალური მოქმედების ჩასადენად ხელყოფს ადამიანების პირადი ცხოვრების თავისუფლებას, აკონტროლებს მათ სპეციალური მოწყობილობით და საბოლოოდ, ახერხებს საკუთარი განზრახვით მოქმედებასაც.

სხვაგვარად რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ბეტმენის მორალური არჩევანი, დავსვათ შეკითხვა: ვინ ისურვებდა ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც ბოროტის დამარცხების ერთადერთი საშუალება პირადი სივრცის ხელყოფაა?

თუმცა დღევანდელ სამყაროში, შეიძლება, ეს აღარც წარმოადგენდეს მხოლოდ ჰიპოთეტური შეკითხვას.

რევაზ ხულუზაური

ღმერთის რწმენა და ზნეობრივი განსჯა

03.04.2021

დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომელიც იყენებს წესებს, რათა განასხვაოს კარგი ცუდისგან. თეორიის თანახმად ქმედებები, რომლებიც ემორჩილებიან დადგენილ წესებს არის ეთიკური, შესაბამისად რომლებიც არ ემორჩილებიან - არაეთიკური. დეონტოლოგიური თვალსაზრისით, შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა განმსაზღვრელი. უფრო მეტიც, მორალი განისაზღვრება მოქმედების თვისებების საფუძველზე და არსებობს წესები, რომლებიც განასხვავებს დასაშვებ და დაუშვებელ მოქმედებას. ეს თეორია ხშირად ასოცირდება ფილოსოფოს იმანუელ კანტის სახელთან. კანტს სჯეროდა, რომ ეთიკური ქმედებები მიყვებოდა უნივერსალურ მორალურ სამართალს, როგორიც იყო “არ თქვა ტყუილი”, “არ იქურდო”, “არ ითაღლითო”, დეონტოლოგიის პრინციპი მარტივია, ეს მხოლოდ მოითხოვს იმას, რომ ხალხი დაემორჩილოს წესებს და შეასრულოს თავისი ვალდებულებები. კანტის მოსაზრებით ზოგიერთი ქმედება მაგალითად ქურდობა, ტყუილი ან მკვლელობა არსებითად არასწორია და ზოგადად დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მართალია ეწინააღმდეგება კანონს თუმცა კარგი შედეგის დადგომას ემსახურება. კონსეკვენციალიზმისაგან განსხვავებით დეონტოლოგია არ მოითხოვს სიტუაციისა და ქმედებების ღირებულებისა და სარგებლიანობის, ასე რომ ვთქვათ, “აწონვას”. დეონტოლოგია თავიდან იცილებს სუბიექტურობასა და გაურკვევლობას, რადგან პიროვნებას მხოლოდ და მხოლოდ წესების დამორჩილება უწევს. დეონტოლოგიის მოძღვრების თანახმად შესაძლებელია დადგეს ისეთი შედეგი, რომელიც მრავალი ადამიანისთვის მიუღებელია. 

რელიგია როგორც წესი ასოცირდება დეონტოლოგიურ განსჯასთან. დეონტოლოგია მრავალი პრინციპისგან შედგება და შეიძლება ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს.

2010 წელს არიზონას შტატში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ფენიქსის წმინდა ჯოზეფის საავადმყოფომ 116 წლიანი კავშირი გაწყვიტა კათოლიკურ ეკლესიასთან, მხოლოდ იმის გამო, რომ მან უმკურნალა ახალგაზრდა ქალს, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ. ოთხი შვილის დედა 11 კვირის ორსული იყო, როდესაც იგი მძიმე სამედიცინო მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ვარაუდით ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში როგორც დედის, ასევე ბავშვის გარდაცვალების ალბათობა 100%-ს უტოლდებოდა. პაციენტთან და მის ოჯახთან კონსულტაციების შემდეგ ექიმებმა ქალს აბორტი ურჩიეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. საავადმყოფოს ეთიკის კომიტეტმაც, რომლის წევრს მარგარეტ მაკბრაიტი, კათოლიკე მონაზონი წარმოადგენდა, დასაშვებად სცნო აბორტის გაკეთება. გადაწყვეტილების შემდეგ საავადმყოფომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ არ არსებობს რაიმე კათოლიკური მკაფიო ინსტრუქცია, მას ეკისრება ვალდებულება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება სიცოცხლის გადასარჩენად. ამის საპასუხოდ რომის კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ეს იყო დაუშვებელი აბორტი, რის გამოც განკვეთა დედა მარგარეტ მაკბრაიტი. ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამედიცინო პერსონალი აუცილებლად უნდა შეეცადოს ორსული ქალის გადარჩენას, მაგრამ ამის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მისი ჯერ არ დაბადებული შვილის მკვლელობა, ანუ მიზანი არ ამართლებს საშუალებას.

რელიგიური პირები და ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში მსგავსი მორალური კონფლიქტის წინაშე დგანან რელიგიურად შთაგონებულ წესებსა და შედეგეს შორის. ამ შემთხვევაში წამოჭრილია საკითხი ზოგადად მორალური განსჯისა და რელიგიის როლის შესახებ. რელიგიური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ქმნიან წესებზე დაფუძნებულ, ანუ დეონტოლოგიურ განსჯებს, რაც ხშირად, ჩემი სუბიექტური აზრით, გაუმართლებელია. მაგალითად, რომ განვიხილოთ ისევ 11 კვირის ორსული ქალის ქეისი ამ შემთხვევაში, ექიმების თქმით, თითქმის 100%-ს უტოლდებოდა დედისა და ჩანასახის დაღუპვის რისკი, მაგრამ რელიგიური მოძღვრების მიმდევრები მაინც ერთგვარ ჩარჩოში იყვნენ მოქცეულნი და ამბობდნენ, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას და არაზნეობრივ ქმედებას ვერ გაამართლებ შედეგით. კერძოდ აბორტი არის არა ზნეობრივი ქმედება მათი მოსაზრებით და რაც არ უნდა დიდი სიკეთე მოყვებოდეს შედეგად არის გაუმართლებელი, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ართვევს ზნეობრივ, მორალურ და ეთიკურ წესებს. დეონტოლოგიაში კი ერთ-ერთი ფუნდამენტი არის სწორედ წესების მკაცრად დაცვა და პირნათლად შესრულება. 

 

ვახტანგი ფაცაცია

წესების უტილიტარიზმიდან დეონტოლოგიამდე

03.04.2021

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ადამიანები ვაწყდებით გარკვეული სახის დილემებს, რომელთა გადასაწყვეტად სხვადასხვა გზას ვირჩევთ. ეს გზები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ღირებულებების მატარებელია ადამიანი. მაგრამ არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც გარკვეული წესებით უწევთ ინდივიდებს ცხოვრება და ამ წესებიდან გადახვევა არ არის შესაძლებელი მიუხედავად სუბიექტური წინააღმდეგობისა. სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც საქმე კანტის მოძღვრებას დეონტოლოგიის შესახებ ეხება. ბლოგის სათაურიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯერ განვიხილო წესების უტილიტარიზმი, რომელიც გარკვეულწილად ღირებულებების თვალსაზრისით გავს დეონტოლოგიას. ჩემი მიზანიც ამ ბლოგის ფარგლებში ის არის, რომ გავავლო პარალელები ამ ორ მოძღვრებას შორის, ვიპოვო მსგავსებები, განსხვავებები და შევაფასო კრიტიკულად.

წესების უტილიტარიზმის ფუძემდებლურ იდეას წარმოადგენს ის, რომ ცხოვრებაში უნდა დავნერგოთ გარკვეული სახის თამაშის წესები. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ წესად დაინერგა ასეთი შინაარსის დებულება: ყოველგვარი ტყუილი დაუშვებელია და არავინ არ უნდა თქვას ტყუილი. პირველი მოთხოვნა, რომელიც წესების უტილიტარიზმს აქვს შესრულდა და შემოვიღეთ წესსი. მოცემული მოძღვრება ამბობს, რომ ეს წესი უნდა შესრულდეს ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან მიჩნეულია, რომ ეს წესი მოიტანს ყველაზე დიდ სიკეთეს ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანისათვის. მართლაც, რომ დავფიქრდეთ, რა ჯობია ისეთ თანაცხოვრებას, სადაც ადამიანები ერთმანეთს ვერ მოატყუებენ და უამრავ ცუდ შედეგს ავირიდებთ თავიან. მაგრამ, ამავე დროს მნიშვნელოვანია განვიხილოთ ასეთი სიტუაცია: სახლში იმყოფება ადამიანი მარტო, შუა ღამით და ამ დროს ისმის კარზე კაკუნი. მოცემულმა ადამიანმა იცის, რომ გარეთ მას სერიული მკვლელი ელოდება და ყველანაირად ცდილობს მკვლელმა სახლში ვერ შეაღწიოს. მკვლელი კი აკაკუნებს კარზე და მარტო მყოფ ადამიანს ეკითხება, არის თუ არა ის სახლში. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე შემოვიღეთ წესი, რომლითაც ავკრძალეთ ტყუილი მარტო დარჩენილს ადამიანს არ შეუძლია მოატყუოს სერიული მკვლელი და მას არ გასცეს ხმა. მაგრამ თუ მოატყუებს გადარჩება და სწორედ აქ მივდივართ წინააღმდეგობამდე, რომელიც წესების უტილიტარიზმის ფარგლებში მეტნაკლებად დაძლეულია. ამ დილემის სწორად და ოპტიმალურად გადასაწყვეტად წესების უტილიტარიზმში შემოიღეს სუსტი წესის ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ საქმე ეხება უფრო დიდი სიკეთის გადარჩენას ვიდრე ტყუილის არ თქმაა, მაშინ ადამიანს შეუძლია დაარღვიოს ეს წესი, მოცემულ შემთხვევაში, თქვას ტყუილი.

სწორედ ამ უკანასკნელით განსხვავდება წესების უტილიტარიზმი დეონტოლოგიისაგან. კანტის მოძღვრების ფარგლებში, არ არსებობს წესი, რომლის დარღვევაც შესაძლებელია, თუნდაც იგი ემსახურებოდეს უფრო დიდი სიკეთის დაცვას, ვიდრე თავად ამ წესის არდარღვევაა. ვფიქრობ, რომ დეონტოლოგია ამ მიმართულებით უფრო მკაცრად უყურებს “თამაშის წესებს”. ლოგიკურია, რომ ასეთი ხისტი და პირდაპირი მიდგომა საკითხის მიმართ გარკვეულ უარყოფით შედეგებს იწვევს. თუნდაც მოცემული მაგალითიდან გამომდინარე, დეონტოლოგიის მიმდევარი ადამიანი არ მოატყუებდა სერიულ მკვლელს და მისი სიცოცხლეც შეეწირებოდა ამ წესს. დეონტოლოგია თვლის, რომ უნივერსალური წესი არის ის წესი, როდესაც ადამიანი თავის ქცევას აქცევს უნივერსალურ წესად, ის ჩათვლის რომ ყველამ ასე უნდა იმოქმედოს და სწორედ ამის მერე განსაზღვრავს რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს წესი მთლიანად საზოგადოებისათვის. თუ მოცემულმა ქცევამ მთლიანად საზოგადოებისათვის სასიკეთო შედეგები მოიტანა, მაშინ ეს წესი იქნება მიჩნეული, როგორვ უნივერსალური. მსგავსი სახით უნივერსალური წესის გამოყვანა განსხვავდება წესების უტილიტარიზმის მეთოდოლოგიისაგან. ეს უკანასკნელი ყურადღებას აქცევს, რომ წესმა მოიტანოს დიდი რაოდენობით სიკეთე მეტი რაოდენობის ხალხისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ორ მოძღვრებას საერთო ის გააჩნია, რომ ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანესია ფუნდამენტალური და უნივერსალური წესის შემოღება, რათა საზოგადოებრივი თანაცხოვრება გახდეს უფრო მარტივი და პროდუქტიული.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დეონტოლოგია უფრო გამკაცრებული ვარიანტია წესების უტილიტარიზმის. როგორც უკვე აღვნიშნე, გარკვეულ შემთხვევებში ორივე მათგანს შეუძლია დიდი რაოდენობის სიკეთის მოტანა თუნდაც წესით “არ შეიძლება ტყუილის თქმა”, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც წესის დაცვით უფრო დიდ სიკეთეს ვლახავთ.

ანი ქოჩლაძე

Are there exceptions in the universal moral law ?

03.04.2021

დეონტოლოგია არის ეთიკური თეორია, რომელიც იყენებს გარკვეულ წესებს იმისათვის, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს რა არის კარგი და რა ცუდი. განსხვავებით კონსეკვენციალიზმისგან, დეონტოლოგია არ კონცენტრირდება მხოლოდ შედეგზე. ის მკაცრად მიჰყვება უნივერსალურ ზნეობრივ კანონებს, როგორიცაა არ იქურდო, არ ითაღლითო, არ მოიტყუო და სხვ. სწორედ ამიტომაც, იბადება კითხვა, არსებობს თუ არა გამონაკლისი უნივერსალური ზნეობრივი კანონებიდან.

ხშირად, დეონტოლოგია ასოცირდება ფილოსოფოს ემანულ კანტთან. მისი აზრით, ის მორალური კანონები, რომელსაც ეყრდნობა ზემოხსნებული ეთიკური თეორია თითოეული ადამიანის მიერ სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული და გაზიარებული. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ინდივიდს სურს თუ არა, რომ იყოს მორალური, რადგან ზნეობრივი კანონები ყველასთვის მბოჭავი ხასიათისაა. 

იმანუელ კანტი აყალიბებს კატეგორიულ იმპერატივებს, რომელთაც მრავალგვარი გაგება შეიძლება ჰქონდეს ადამიანების მხრიდან. თუმცა, ამჯერად ვისაუბრებ მის ერთ-ერთ ფორმულირებაზე ტყუილთან, როგორც გამონაკლისთან მიმართებით. 

კანტი კატეგორიული იმპერატივების მოცემულ ფორმულირებაში, კერძოდ,  პრინციპების უნივერსალიზაციაში გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა მოიქცეს მხოლოდ ზნეობრივი კანონის ან პრინციპის საფუძველზე, სხვა შემთხვევაში მისი ქმედება გახდება უნივერსალური კანონის ნაწილი ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. ამ განმარტების უკეთ გასაგებად, შესაძლებელია მაგალითის მოყვანა, რომელიც დღევანდელი რეალობისათვის საკმაოდ აქტუალურია. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ერთ დღესაც პანდემიის პირობებში თქვენ გადიხართ სახლიდან და სავაჭრო ცენტრში შესვლისას აცნობიერებთ, რომ ნიღაბი არ გაქვთ, საფულეც სახლში დაგრჩათ, რის გამოც ყიდვას ვერ ახერხებთ და თან ძალიან გეჩქარებათ. შესაბამისად, ნიღბის გარეშე შედიხართ და ამით არაზნეობრივ ქმედებას ახორციელებთ, რომელიც თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებსაც აზარალებთ. კანტის აზრით, ამგვარი ქმედებით თქვენ არღვევთ უნივერსალურ მორალურ კანონებს და ამბობთ, რომ ყველას შეუძლია პანდემიის პირობებში იაროს ნიღბის გარეშე. კანტი ამით ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ აუცილებელია იქამდე, სანამ ზნეობრივი კანონებიდან გადავუხვევთ, წარმოვიდგინოთ თუ რას გამოიწვევს ამგვარი ქმედების უნივერსალიზაცია, რათა ნათლად დავინახოთ მისი შედეგები.  ცხადია,   ის ამგვარ გადახვევაში საფრთხეს ხედავს და ასკვნის, რომ არავინ, არასდროს არ უნდა მოიქცეს ზნეობრივი კანონებისგან განსხვავებულად, რათა შემდგომ ეს არ იქცეს სხვებისთვის მოწოდებად. 

ტყუილთან მიმართებში კანტს უცვლელი პოზიცია აქვს. ის თვლის, რომ ტყუილი დაუშვებელია განურჩევლად ვითარებისა. ერთი შეხედვით, მისი ეს პოზიცია საკმაოდ სამართლიანია, რადგან ყველას თანაბრად ეხება და არ უშვებს გამონაკლისებს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები, როცა რთულია ამ მორალური კანონის დაცვა და მისგან გამოწვეული შედეგებიც საკმაოდ არასახრბიელოა. ამ შემთხვევაში აუცილებელია გავიმეოროთ, რომ დენტოლოგიისთვის მთავარი არ არის შედეგი. თუმცა მეტი სიცხადითვის, აქაც სჯობს განხილულ იქნეს კანტისეული ფორმულირება კონკრეტული მაგალითის მოყვანით. წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ თქვენს მეგობართან ერთად სახლში ვახშმობთ. უეცრად ისმის ზარის ხმა, თქვენ აღებთ კარს და  გხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს მეგობარზე გისვამთ კითხვებს და გეუბნებათ რომ მას ეძებს, რადგან დიდი ხანია მისი ვალი აქვს და აპირებს ამისთვის მოკლას. შემდგომ ის გეკითხებათ შემთვევით თქვენთან ხომ არ არის. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს, როცა თქვენი ინსტიქტები გკარნახობთ, რომ სჯობს მეგობარი დაიცვათ და ტყუილი თქვათ ?  წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ იცრუეთ და თქვით, რომ ის თქვენთან არ არის, მაშინ, როცა იცით, რომ ის სასადილო მაგიდასთან ზის. ამ დროს, თქვენი მეგობარი იგებს თქვენსა და იმ პირს შორის წარმართულ საუბარს და ფანჯრიდან გადაძრომის მეშვეობით გარბის სახლიდან რა დროსაც გზაში ხვდება მას და ეს შემთხვევა თქვენი მეგობრის მკვლელობით მთავრდება. 

ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა თქვენ ამბობთ სიმართლეს, რომ მეგობარი თქვენს სასადილო მაგიდასთან ზის, მასთან ერთად შედიხართ სამზარეულოში, მაგრამ თქვენი მეგობარი იქ არ გხვდებათ, რადგან ის ფანჯრიდან გადაძრომით ახერხებს გაქცევას. კანტის აზრით, ტყუილის შემთხვევაში თქვენი მეგობრის მკვლელობისთვის პასუხისმგებელი თქვენ ხართ, რადგან ეს თქვენ მიერ ნათქვამი ტყუილის შედეგია. ამით კანტი ამტკიცებს, რომ არასდროს უნდა დაარღვიოთ უნივერსალური ზნეობრივი კანონი, იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვა ახორციელებს მსგავს ქმედებას. 

საბოლოოდ, კანტი სწორედ ასე ასაბუთებს იმას, რომ მაშინ, როცა საქმე ეხება უნივერსალურ მორალურ კანონებს, დაუშვებელია გამონაკლისები, რადგან ის არასამართლიანად მოქმედებს საზოგადოებაზე და ზოგჯერ საფრთხესაც უქმნის მას.

 

ელენე მახარაძე

არის თუ არა დეონტოლოგია მორალის მთავარი სახელმძღვანელო

03.04.2021

“როგორ უნდა მოვიქცეთ? რა არის მორალის ის პრინციპი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს გადაწყვეტილებას ყოველ ცალკეულ შემთვევაში, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ?”  

დეონტოლოგია, კერძოდ კი კანტის მოძღვრება კატეგორიული იმპერატივის შესახებ, წინააღმდეგობასა და მრავალმხრივობაში განიხილავს ადამიანის მორალურ ცნობიერებას და  გვთავაზობს ეთიკური აზრის განვითარების გარკვეულ კანონზომიერებას. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანდასახულობაა, ადამიანებმა გააცნობიერონ ის, რომ თითოეულ ჩვენი მოქმედება არის სწორი ან არასწორი მიუხედავად ჩვენი მისწრაფების, გრძნობისა თუ იმ შედეგისა, რომელსაც ეს გამოიწვევს. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვერ შემოგვთავაზებენ მორალურ წესებს ყოველი კონკრეტული სიტუაციისთვის, ეთიკური წესების შემუშავება უნდა მივანდოთ ცალკეულ ადამიანს - მაძიებელ გონებას, რამდენადაც ის, პირველ რიგში, მორალურ არსებაა. მორალურია არა იმიტომ, რომ აქვს გარკვეული სწრაფვები თუ სურვილები, არამედ იმიტომ რომ ის რაციონალურია. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ მას ძალუძს საკუთარი სუბიექტური განცდები დროებით დაივიწყოს და უფრო ფართო სურათს შეხედოს, შესაბამისად, გადაიაზროს რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ. სწორედ ობიექტურ პირობებში, იმგვარ არჩევანსა და ქმედებას, რომელიც ნაკარნახევია კეთილი ნებითა და შინაგანი ხმით, რომელიც საზოგადოდ სამართლიანია დეონტოლოგია მიიჩნევს როგორც მორალურად ღირებულს, ამის შემდეგ კი თითქოს ცდილობს შეიმუშაოს იმგვარ ლოგიკურ სქემა, რომელიც ამ ფასეულობამდე შეძლებს მიიყვანოს თითოეული ინდივიდი.

კატეგორიული იმპერატივის ცნებაც სწორეც ამ უკანასკნელის ემყარება, კერძოდ იმას, რომ ცალკეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილება უნდა განიხილოს როგორც უპირობო, უნივერსალური და ამასთანავე იმგვარი, რომ ყოველ მსგავს სიტუაციასა თუ შემთხევევაში ნებისმიერს შეეძლოს იხელმძღვანელოს ამ პრინციპით. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ თუ რაიმე შემთხვევა კატეგორიული იმპერატივის  უნივერსალურობის, საყოველთაოობის ფარგლებში ვერ მოექცევა, ან თავისი შინაარსით იქნება წინააღმდეგობრივი, ამგვარი ქმედება არამართებულიც იქნება. 

თავის მხრივ, ცხადია კატეგორიული იმპერატივებით ხელმძღვანელობა ხშირ შემთხვევაში მართლაც მორალურად “სწორ” გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს, შესაბამისად, ცალკეული წესების შემუშავებისას დაგვეხმარება ჩვენი ქმედება რაციონალურად ავხსნათ, რომელიც ამავდროულად უნივერსალურად ეთიკურიც იქნება და წინააღმდეგობას არ გამოიწვევს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს უკანასკნელი უპირობოდ ყველაზე გავრცელდება. თუმცა ერთის მხრივ, ამგვარი უნივერსალიზმისა და საყოველთაოობისას, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანური ბუნების მრავალფეროვნებისა თუ უნიკალურობისგან გამომდინარე, კეთილსინდისიერად მოაზროვნე მაძიებელ გონებასაც თავისდა უნებურად ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს ცალკეული ინდივიდუალური მახასიათებლები, რამდენადაც დეონტოლოგია მკაცრი უნივერსალურობის დროს ნაკლებადაა ორიენტირებული  რასაზე, გენდერზე, ეთნიკურობასა თუ სხვა ნებისმიერ ისეთ ნიშნანზე, რომელიც ერთ ინდივიდს მეორისაგან განასხვავებს, ეს კი გულისხმობს იმას, რომ რიგ შემთხვევებში არსებითად თანასწორ სიტუაციაში არათანასწორი პირები დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი გახდებიან. საკამათოა სწორედ ის, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს, ამ “კანონების” შემუშავებისას უთანასწორობა თავიდან აირიდოს და შესაბამისად, თითოეული წესის შემუშავებისას ინდივიდმა გადაწყვეტილება მოარგოს ყოველ ისეთ მახასიათებელს, რომლის უპირობოდ შესრულება ამავდროულად საზოგადოც იქნება და ინდივიდუალურიც. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის წინააღმდეგობრივი უნივერსალიზმისა და თანასწორობის პირობებში, ინდივიდუალიზმის უგულებელყოფა, რამდენადაც რა გასაკვირია, რომ ერთმა ინდივიდმა ცალკეულ შემთხვევაში შეძლოს  მაქსიმის ფორმულირება ისე, რომ ვინც ზუსტად მსგავს სიტუაციაში მოხვდება ყველა ამ წესით სარგებლობისას სამართლიან შედეგს იღბდეს. რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია, ის, რომ ეს ბარიერი არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი, შესაბამისად, განვიხილავთ ისეთ შემთხვევას, როდესაც ინდივიდი ზედმიწევნით მიჰყვება კატეგორიულ იმპერატივებს, თუმცა არასაკმარისი გამოცდილება, ინფორმაციის ნაკლებობა თუ სხვა ნებისმიერი ფაქტორი გახდეს ამ შედეგის გამომწვევი მიზეზი და მეტიც, ინდივიდისგან დამოუკიდებლად და გაუაზრებლად, შემუშავებული თითქოსდა უნივერსალური წესი თავისი არსით კატეგორიული იმპერატივიზმის საწინააღმდეგო და მიკერძოებული აღმოჩნდეს.  

ამგვარად, ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხი თავად მკითხველმა უნდა გასცეს - 

როგორ უნდა მოვიქცეთ? ღირს თუ არა რაციონალურ ადამიანს მივანიჭოთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსალურად განსაზღვროს არაუნივერსალური წესი? 

რატი აბუსერიძე

პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიული იმპერატივების სისტემაში

03.04.2021

კანტისეული ეთიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის კატეგორიული იმპერატივები. ასე უწოდებს კანტი იმ ნორმებს, რომელიც არის უზენაესი ყველაფერთან მიმართებით და რომელიც ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს მიუხედავად მეორე პინაზე არსებული სიკეთისა. კანტი ასევე აყალიბებს პრინციპს თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ეს კატეგორიული იმპერატივები. ის ამბობს, რომ კონკრეტული საქციელის კატეგორიულ იმპერატივად ქცევა შესაძლებელია მას შემდეგ რაც ის გაივლის სპეციალურად ამისთვის შედგენილ ტესტს, კერძოდ ეს უნდა აკმაყოილებდეს 2 ძირითად კომპონენტს, ესენია: იმისათვის, რომ ქმედება კატეგორიულ იმპერატივად ვაქციოთ საჭიროა მისი უნივერსალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მსოფლიოში ყველა ადამიანი ყოველთვის ამ ქმედებას ჩაიდენს ეს რა შედეგზე გაგვიყვანს. თუ შედეგი არ იქნება უარყოფითი მაშინ ნორმა ამ ტესტის პირველ ეტაპს გაივლის. მეორე ეტაპის თანახმად ნორმა არ უნდა იყენებდეს ადამიანს საშუალებად ამ ადამიანისვე თანხმობის გარეშე, არამედ უნდა აქცევდეს მას საბოლოო მიზნად. თუ კონკრეტული ნორმა ამ ორ წინაპირობას დააკმაყოფილებს, მაშინ კანტის აზრით ის შეგვიძლია ვაქციოთ კატეგორიულ იმპერატივად, რომელიც არასოდეს და არცერთ ვითარებაში არ უნდა დავარღვიოს ადამიანმა.

ბუნებრივია, რომ კანტს არ ჰქონია იმის ილუზია, თითქოს ამ კატეგორიულ იმპერატივებს მართლაც ყველა ადამიანი დაიცავდა. მისთვის ნათელი იყო, რომ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაციები, როდესაც რომელიმე ადამიანი ამ იმპერატივს დაარღვევდა და ამით საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად საზოგადოებას. მიუხედავად ამისა კანტი მაინც არ ამართლებს არცერთ ადამიანს, რომელიც იმპერატივს დაარღვევს, თუნდაც გაცილებით უფრო დიდი სიკეთის გამო. ამ ბლოგში მე შევეცდები ავხსნა კანტისეული ხედვა თუ როგორ და რა მიზეზით ანაწილებს ის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ადამიანი კატეგორიულ იმპერატივს დაარღვევს.

კანტი იმ ადამიანს მორალურ პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში არ დააკისრებდა, რომელიც კატეგორიულ იმპერატივს ემორჩილება, ვინაიდან კანტი თვლის, რომ კატეგორიული იმპერატივი არის უზენაესი ღირებულება, რომელთან მიმართებითაც შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ის, რომ კანტისეული ფილოსოფია იმპერატივის დამცველს მორალურ პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში არ დააკისრებდა შეგვიძლია ვივარაუდოთ კანტისვე პასუხიდან, თავისი კრიტიკოსის ბენჯამინ კონსტანტისადმი. Კანტმა მის კრიტიკას, რომელიც კატეგორიული იმპერატივების აბსოლუტურობას და შესაბამისად მის არაელასტიურობას დიდ პრობლემად მიიჩნევდა უპასუხა, რომ თუ ადამიანი იქნება იმპერატივების ერთგული მასზე არ გავრცელდება არანაირი მორალური პასუხისმგებლობა იმ შედეგისთვის, რისი თავიდან აცილებაც მას იმპერატივის დარღვევით შეეძლო და ამავე პასუხში არაერთხელ იმეორებს, რომ ადამიანი, რომლის მიერ იმპერატივის ერთგულების გამო სხვა ადამიანს რაიმე დაუშავდება, ეს იქნება ზიანი რომელიც კონკრეტულმა შემთხვევამ (casus) გამოიწვია და იმპერატივის დამცველის ბრალი ამ შემთხვევაში საერთოდ არ განიხილება. კანტი ფიქრობდა, რომ ადამიანი ვინც იმპერატივს დაარღვევდა ის ამით აზიანებდა არამხოლოდ იმ პირს ვისაც უშუალოდ მიადგა ზიანი ამ იმპერატივის დარღვევით, არამედ მთლიანად კაცობრიობას. მისი აზრით თუ პირობითად სიმართლე იქნებოდა კატეგორიული იმპერატივი, რომელიც არ უნდა დავარღვიოთ და ადამიანი უფრო დიდი სიკეთის გადასარჩენად მოიტყუება მაშინ ჩვენ ამ საქციელით ვუშვებთ ტყუილის ნორმალიზებას უნივერსალიზაციის პრინციპის საფუძველზე, რაც თავის მხრივ ყველა სახის კონტრაქტსა თუ დეკლარაციას გააბათილებს. Საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კანტი არ აღიარებს გამონაკლის შემთხვევებს და პინაზე არსებული სიკეთეების პროპორციას, მისი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ადამიანი კატეგორიულ იმპერატივს დაარღვევს, მაშინ მას სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა არამარტო იმპერატივის დარღვევით ჩადენილ ქმედებაზე, არამედ იმ შედეგზეც რომელიც, ადამიანის მიერ ამ ქმედების ჩადენას მოჰყვება მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.

მარიამ კობერიძე

როდის აქვს სიკეთეს უმაღლესი ხასიათის ზნეობრივი ღირებულება?

03.04.2021

,,ახლა როდესაც ასეთი ღრმა თეორიები მოვისმინეთ ეთიკის ისეთი ბრწყინვალე მცოდნისგან, როგორიც თქვენ ბრძანდებით ბატონო იმანუელ, გავკადნიერდებით და გკითხავთ როდის აქვს ჩვენ მიერ ჩადენილ სიკეთეს უმაღლესი ხასიათის ზნეობრივი ღირებულება?’’

იმანუელ კანტი ჩვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემას უპირველესყოვლისა მაღალი შეფასების ღირსი ქმედების ინდიკატორის განსაზღვრით დაიწყებდა და გვიპასუხებდა, რომ ის რაც ,,მუდამ პირველობს ჩვენი ქმედობის მთელი ღირებულების შეფასებისას და წარმოადგენს ყოველივე დანარჩენის პირობას არის ადამიანის მოვალეობა’’, ამის შემდეგ კი ,,რაც შეეხება თქვენს შეკითხვას’’ პასუხად დაამატებდა, რომ ,,კეთილის ქმნა ყველგან სადაც კი შესაძლებელია მოვალეობას წარმოადგენს’’.

მაშასადამე, კეთილის ქმნა ყოველთვის უმაღლესი ხასიათის ზნეობრივი ღირებულება ყოფილა რამე თუ იგი მოვალეობაა და სწორედ მოვალეობა განსაზღვრავს უმაღლესი ხასიათის ზნეობრივ ღირებულებას ?!

რა თქმა უნდა, არა. არსებობს შემთხვევები, როდესაც სიკეთე ჩადენილია არა თუ მოვალეობის, არამედ მიდრეკილების გამო და სწორედ მიდრეკილების არსებობა წარმოადგენს ყოველი სიკეთისმყოფელი ქმედებისთვის იმ ნაღმს, რომელიც აუცილებლად ნამსხვრევებად აქცევს ქმედების მაღალ ზნეობრივ შინაარსს. შესაბამისად, სიკეთე მაღალზნეობრივია მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ კი იგი არ მოიცავს მიდრეკილების კომპონენტს თუმცა, მეტი სიცხადისთვის საჭიროა განვსაზღვროთ რას წარმოადგენს თავად მიდრეკილება.

ამისთვის კანტი გვთავაზობს შემდეგ გამოსავალს. გვიხატავს იმას თუ რა არ არის მიდრეკილება, რითაც უფრო აადვილებს მიდრეკილების პოზიტიური ცნების დადგენას.

მას მაგალითად კაცთმოყვარე ადამიანი მოჰყავს, რომელიც რატომღაც მწუხარებით არის მოცული, ,,სულაც არ ეკარება გულს სხვისი ნაღველი’’, მაგრამ ამის მიუხედავად ,,იგი სძლევს თავის მომაკვდინებელ უგრძნობლობას, მოქმედებს ყოველგვარი მიდრეკილების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის კარნახით’’ .

აი, საქციელი/სიკეთე ჭეშმარიტი მორალური ღირებულებით, ამბობს ემანუელი, და ამ კაცთმოყვარე მაგრამ მწუხარებით მოცული მამაკაცის ქმედებას მორალურ ღირებულებათა 100 ქულიანი სისტემიდან ჩემი აზრით უწერს 100-ს.

უცნაურია არა? აღმოჩნდა რომ მინდოდეს სიკეთე და ვაკეთებდე სიკეთეს უნივერსალურად სულაც არ ნიშნავს ამ ქმედების ღირებულების მაღალ ხარისხს, თუმცა, არ მინდოდეს და ვაკეთებდე, არ შემეძლოს და ვეხმარებოდე, მენანებოდეს და ვაწვდიდე, მეზარებოდეს და ვმოქმედებდე, მეჯავრებოდეს და ხელს ვუწყობდე, ჩემთვის მინდოდეს და მას ვუთმობდე, ეს უკვე მაღალი შეფასებს ღირსი საქციელია და თუ რეალურად გვაინტერესებს , რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენი საქციელი უმაღლესი ხასიათის ზნეობრივ ღირებულებად იწოდებოდეს ამაზე პირველი პასუხი ასეთია: ,,რაცა არ გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა’’

რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი ადამიანისგან მოვალეობა ერთს ითხოვს და მიდრეკილება მეორეს კარნახობს? რა შემთხვევაში ექნება ჩვენს საქციელს მაღალი მორალური ღირებულება აღნიშნული შემთხვევისას?

სიკეთე დროებით გვერდზე რომ გადავდოთ და პასუხი მარტივად დავასაბუთოთ წარმოვიდგინოთ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, (კანტისეული მაგალითის ანალოგი) რომელიც რისკავს ჯანმრთელობას შოკოლადის ფასად და მზად არის ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ტანჯვა განიცადოს, ვინაიდან იმ მომენტში მის ვალდებულებას იყოს ჯანმრთელი სძლია მიდრეკილებამ იყოს ბედნიერი.

კანტის პასუხი ასეთ პრობლემაზე შემდეგია: პირად ბედნიერებას ხელი უნდა შევუწყოთ არა მიდრეკილების არამედ მოვალეობის კარნახით.

პირადი ბედნიერების გარდა შესაძლოა ასეთი პრობლემა სხვა შემთხვევაშიც გაჩნდეს. ამის საილუსტრაციოდ ძალიან მოკლედ მოგიყვებით ერთ-ერთი მოთხრობის სიუჟტს. ქმარი ცდილობს ხანძრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ცოლის ნანგრევებიდან გამოყვანას, თუმცა არაერთი ცდის შემდეგ რწმუნდება რომ ეს შეუძლებელია. აქ ქმარმა უნდა გადაწყვიტოს რის კარნახს მიჰყვეს, ვალდებულებისას - არ გაანადგუროს მეორე ადამიანის სიცოცხლე, თუ მიდრეკილებისას - აარიდოს მას ხანგრძლივი და მტკივნეული სიკვდილი. (შესაძლოა ეს გააკეთოს იმისთვის რათა თავად აირიდოს მისი ტანჯვით წარმოდგენილი დისკომფორტი)

პასუხი არც ამ შემთხვევაში არ იცვლება, ვხელმძღვანელობთ ყოველთვის იმით რითაც დავალდებულებულნი ვართ და არა იმით რასაც მიდრეკილება გვკარნახობს

ყველაფრის მიუხედავად მნიშვნელოვანია აქაც დაისვას მთავარი შეკითხვა რ ა ტ ო მ,  რატომ აქვეითებს მიდრეკილების ქონა სიკეთის ზნეობრივ ღირებულებას?

ამის დასასაბუთებლად კანტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიკეთის მკეთებელ იმ ადამიანთა მოტივაციას, რომლებიც თანაგრძნობით განიმსჭვალებიან ყოველგვარი მოვალეობის გარეშე და ამბობს, რომ მათ ასაზრდოებთ გარემომყოფთათვის სიხარულის მინიჭება, იმდენად რამდენადაც ეს უკანასკნელი მათი მოქმედების ნაყოფია, რაც უფრო მეტად მიმართულია პატივისადმი მიდრეკილებისაკენ და მათ ქმედებას, თუ გინდ სიკეთეს, მორალურ ღირებულებათა 100 ქულიანი სისტემიდან ჩემი აზრით 50 ზე დაბალს უწერს.

აქედან გამომდინარე ,,არაფრისგან შობილი’’ მარტოდ მარტო თანაგრძნობებით ნაკარნახევი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების არც თუ ისე იშვიათი ნაწილი იყოს სულაც არ გვახასიათებენ, როგორც მაღალი ეთიკური და ზნეობრივი თვისებების მატარებელ ადამიანს. მაგრამ რა თქმა უნდა ამას არც გამორიცხავენ. ასეთი ქმედებები კანტის მიხედვით არის ქების ღირსი! არის წაქეზების ღირსი მაგრამ მაღალი შეფასების არამც და არამც, რადგან კეთილი ნება არ შეიძლება განისაზღვრებოდეს პიროვნების მიდრეკილებით მოიპოვოს პატივი, შეამჩნიონ და დააფასონ, ან თუნდაც სურვილით თავად იბედნიეროს სხვათა გაბედნიერებით.

 

ზურაბ გადელია

თავდაცვითი მკვლელობა - მორალური თუ ამორალური ქმედება ?

03.04.2021

  ,, არა კაც კლა ''  ყველა ადამიანისთვის კარგად ცნობილი ციტატა 10 მცნებიდან . ეს არის ერთ- ერთი ათი დოგმიდან , რომელიც კაცობრიობრისათვის ითვლება დიდ დანაშაულად.  ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობიდან აკრძალულია მკვლელობა .  ლოგიკურია , რომ ეს ქმედება არასწორია არა მარტო სამართლებრივი გადმოსახედიან , არამედ მორალურიდან . მკვლელობის გარდა არსებობს სხვა მრავალი ამორალური ეთიკის მქონე ქმედება , მაგალითად : ქურდობა , ტყუილი , ღალატი და სხვა .  ყველა ადამიანი თანხმდება , რომ ჩამოთვლილი ქმედებები არაკეთილსინდისიერია და შესაბამისად ამორალური . 

  ფილოსოოფის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი განხრას , დეონტოლოგიას , თუ დავუჯერებთ , ქმედების შეფასება ხდება მორალური კონტექსტით. ქმედება რაც , არ შედის მორალში , ვერ იქნება სწორი. დეონტოლოგიის აზრით , იმისთვის  რომ საზოგადოების კეთილდღეობა იყოს დაცული ,  ყველა ადამიანს აკისრია  ვალდებულებები . მაგალითად , ყველა ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადამიანის ქონებას და არ მიისაკუთროს ის , ან არ იქურდო და არ ხელყოს ის .  ესეთი ქმედებების არ ჩადენა არის იმპერატიული ნორმა.   შედეგის მისაღებათ ქმედების მორალურობით შესაძლებელია ქცევის შეფასება , თუ ქცევა ეწინააღმდეგება ნორმის დადგენილ პრინციპებს , რა  შედეგიც არ უნდა ჰქონდეს , იგი არ იქნება გამართლებული. 

 დეონტოლოგიის ფილოსოფოსის , იმანუელ კანტის , აზრით   მორალური ქმედება უნდა იყოს ისეთი ქცევა , რაც შეიძლება გახდეს უნივერსალური კანონი.  მაგალითად , თუ რაღაც ქცევა ერთ შემთხვევაში კონკრეტული შედეგის მისაღებად სწორია , მისი გაუნივერსალების შემთხვევაში მივხვდებით , რომ ქმედება ამორალური იყო . მაგალითად ტყუილი . არსებობს სიტუაცია , სადაც ტყუილი კეთილ საქმეს ემსახურებოდეს, თუმცა თუ მას გავაუნივერსალურებთ  და მთელი მსოფლიო მოტყუებას დაიწყებს , მაშინ მივხვდებით , რომ  შედეგზე მნიშვნელოვანი მის მისაღწევად გაწეული ქმედების მორალურობა იყო. 

  თუმცა გვხვდება დილემები , როდესაც ქმედება პირნათლად არ ჯდება მორალურ ეთიკაში , მაგრამ შედეგი შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს.  ასეთი დილემა გვხვდება თავდაცვითი მკვლელობის შემთხვევაში.  მკვლელობა უდაოდ ყველანაირი ეთიკითა და მორალით დაუშვებელია . თუმცა რა ხდება მაშინ , როდესაც მკვლელობა ემსახურება თავდაცვას.  ილუსტრირებისთვის წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა , როდესაც საკუთარ სახლში შემოვარდება ადამიანი , რომელსაც თავდაცვის გამო მოვკლავ, რამდენად იქნება ეს გამართლებული ? თუ კანტის თეორიას ქმედების გაუნივერსალურობაზე დავუჯერებთ ,  ქმედება რომელიც მე ჩავიდინე გაუმართლებელია , რადგან თუ ყველა ადამიანი სხვის მოკვლას დაიწყებს , შეიქმნება ქაოსი. იგივე ლოგიკას თუ გავყვებით , თავდაცვა არის სწორი ქმედება და თუ სამყაროში ყველა ადამიანი თავს დაიცავს  , იქნება კარგი და მორალური ქცევა.  როგორც უკვე განვიხილეთ , დეონტოლოგიის მიხედვით მკვლელობა არის ამორალური ქმედება ხოლო თავდაცვა მორალური. მათი გაერთიანებისას თუ რა შედეგს მივიღებთ , ვფიქრობ არის გარკვეულ  ქმედებებზე დამოკიდებული. 

 თუ განვიხილავთ ფორმულას  თავდაცვას + მკვლელობა = არამორალურ ქცევას . ეს მოხდება მაშინ , როდესაც ადამიანის მოკვლა არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას. მაგალითად, თუ თავდამსხმელს სურს ჩემი ძვირადღირებული ბეჭდის მოპარვა, ვფიქრობ , რომ  ასეთ დროს შესაძლებელია სხვა პრევენციული ზომების  მიღება , მაგრამ არა მკვლელობა .  რადგან თუ სასწორზე ადამიანის სიცოცხლესა და ბეჭედს დავდებთ , მორალური კუთხით სწორი იქნება თუ უპირატესობას სიცოცხლის შენარჩუნებას მივანიჭებთ. 

ამის საწინააღმდეგოდ, თუ წარმოვიდგენთ ფორმულას  თავდაცვა + მკვლელობა = მორალურ ქცევას, ესეთ შემთვევაში საჭიროა მკვლელობა იყოს აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ კანტის თეორიის მიხედვით მკვლელობა გაუმართლებელი საქციელია , ვფიქრობ  რომ არსებობს შემთხვევები , როდესაც იგი აუცილებელია.  წარმოვიდგინოთ შემთხვევა , როდესაც თავდამსხმელს აქვს ერთადერთი განზრახვა , რაც წარმოადგენს ჩემს მკვლელობას. ასეთ დროს , ამორალური იქნება მისი განზრახვა და არა თავდაცვა. როდესაც ქმედებაში გვყავს აგრესორი , რომელიც დანაშაულის ინიციატორია , მისგან თავის დაცვა რთულად წარმოსადგენია , რომ იყოს დანაშაული .

 აქედან გამომდინარე შეგვიძლია მცირე დასკვნა გამოვიტანოთ და ვთქვათ , რომ ქმედებები , რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის სწორი , შეიძლება განსხვავებულ სიტუაციაში იყოს გამართლებულიდა ამას აუცილებლობა მოითხოვდეს რადგან იგი ემსახურებოდეს უფრო დიდ სიკეთეს , ვიდრე აღნიშნული ეთიკური ნორმების დაცვაა. ასეთ დროს მოქმედებს სასწორის პრინციპი , თუ რომელიმე მხარე გადაწონის , ეთიკის ნორმები თუ აუცილებლობა.  

 

გვერდები

 

ბლოგის ავტორები