ENG GEO

Search form

ნინო ცეცხლაძე

რაციონალური არსება, როგორც უფლების სუბიექტი

02.04.2021

არის თუ არა ადამიანი ერთადერთი არსება სამყაროში, რომელსაც უფლებებით სარგებლობის პრივილეგია ენიჭება? ეს საკითხი საკმაოდ დიდი დისკუსიის საგანია. არის მოსაზრება, რომ უფლების სუბიექტი არის ცხოველიც, განსხვავებული პოზიციის მიხედვით კი უფლებები მხოლოდ ადამიანებს აქვთ. თუ მეორე მოსაზრებას გავიზიარებთ, ავტომატურად გაგვიჩნდება კითხვა, აქვს თუ არა უფლება ყველა ადამიანს, თუ აქედანაც გამონაკლისები უნდა არსებობდეს და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მიმართ უნდა გავავრცელოთ?

უფლებებით სარგებლობისთვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა რაციონალურ არსებად დაბადება - დაახლოებით ამგვარ გაგებას გვთავაზობს ადამიანის უფლებებთან დაკავშრებით იმანუელ კანტი. ცნობილი ფილოსოფოსი ამის შესახებ საკუთარ პოზიციას კატეგორიული იმპერატივის მეორე ფორმულაში აყალიბებს, როდესაც საუბრობს ადამიანის ობიექტივიზაციის დაუშვებლობაზე. მისი აზრით, უფლებებით სარგებლობა არის პირდაპირ კავშირში რაციონალურ არსებად დაბადებასთან. ამ უკანასკნელად კი მხოლოდ ადამიანს მიიჩნევს.

რასთან არის დაკავშირებული ადამიანის რაციონალურობა, ამასთან მიმართებითაც არსებობს სხვა და სხვა მოსაზრება, მაგრამ თუ კანტს დავუჯერებთ, რაციონალური არსების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ მას შეუძლია სამყაროში არსებული მოვლენების გაგება, ფიქრი, მსჯელობა, თვითკრიტიკა, რადგან მას აქვს გონება. დეონტოლოგიური გაგებით, უმნიშვნელოვანესია სურვილების დაძლევა და მათზე უარის თქმა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ცხოველს ვერ იტყვის უარს საკუთარ სურვილებზე, მას არ აქვს იმგვარი ღირებულებები, რომ რეფლექსებზე, ცხოველურ ვნებებზე გაბატონება შეეძლოს. ადამიანს კი მისგან განსხვავებით შეუძლია ვალდებულების შესრულების გამო საკუთარი სურვილები გვერდით გადადოს. 

მაგალითად, ჯარისკაცმა შეიძლება დაიჭრას და უმძიმესი ტკივილის მიუხედავად, ბოლო წუთამდე ეცადოს მტრის მოგერიებაში წვლილი შეიტანოს, რადგან იცის, რომ ქვეყნის წინაშე ვალდებულება აკისრია. ხშირია შემთხვევები, როდესაც პატიმარი შიმშილობას აცხადებს, რადგან აქვს პროტესტის გრძნობა კონკრეტული რეჟიმთან, სისტემასთან მიმართებით. სურვილებზე ბატონობა, ადამიანების უმეტესობისთვის თითქმის ყოველდღიურობასთან არის კავშირში. შეიძლება მოუწიოს შიმშილის, წყურვილის, ტკივილის მოთმენა დაკისრებული ვალდბულებების შესასრულებლად. დეონტოლოგია კი მორალის მქონედ სწორედ ამგვარ დათმობაზე წამსვლელ არსებას მიიჩნევს. 

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანად დაბადება პირდაპირ გულისხმობს რაციონალური ბუნებით დაბადებას, მაშინ აშკარაა, რომ პირდაპირ გამოვრიცხავთ იმას, რასაც დღეს „დისკრიმინაციის“ სახელით ვიცნობთ. რაციონალური ბუნების ქონა არ განისაზღვრება რასის, კანის ფერის, სქესის, გენდერის, ეროვნების, შეხედულებებისა და სხვა მსგავსი ნიშნების მიხედვით. კატეგორიული იმპერატივიც პირდაპირ ამას გვეუბნება, რომ მოვეპყროთ ადამიანებს ღირსებით, პატივისცემით, ისე როგორც რაციონალურ არსებებს და არა როგორც მაგალითად კონკრეტული რასის ან ეროვნების წარმომადგენელს.

დეონტოლოგიური გაგებით, ადამიანები თანასწორები არიან, ყველა მათგანს აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულონ და როგორც უკვე აღინიშნა მორალის საფუძველზე დაძლიონ სურვილები. ამავროულად ისინი უნდა მიყვნენ კონკრეტულ წესებს. ეს ყველაფერი ვრცელდება ყველა ადამიანზე, განურჩევლად კანის ფერი, რასის, გენდერის თუ სხვა მახასიათებლებისა. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია არის თავიდანვე ამორალური, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს სხვაზე მაღლა აყენებს. ამბობს, რომ სხვა მასზე ნაკლებია და შესაბამისად მათ შორის არსებითი განსხვავებაა. სწორედ ამას უარყოფს კანტიანიზმი. კანტის აზრით, ადამიანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაწვდეს და გაიაზროს სხვისი მორალი და შესაბამისად გააკეთოს იმგვარი დასკვნა, რომ თავისი მორალი სხვისაზე უფრო დიდ ღირებულებებზეა დაფუძნებული. 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ რაციონალური ბუნების ქონა ადამიანს ყველა სხვა არსებაზე მაღლა აყენებს, რის გამოც ის ხდება სხვა და სხვა უფლების სუბიექტი. ეს პროცესი იწყება იმ მომენტიდან, როგორც კი ადამიანი დაიბადება, მიუხედავად მისი მახასიათებელი ნიშნებისა. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და შესაბამისად უფლებების ადამიანთა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიისთის მინიჭება დაუშვებელი და დეონტოლოგიურ პრინციპებს შეუსაბამოა. 

მარიამ კენჭოშვილი

წარმოშობს თუ არა უნივერსალური წესების შესრულება მორალურ წინააღმდეგობას?

02.04.2021

დეონტოლოგიის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს პასუხისმგებლობებზე დაფუძნებული მოქმედებების მორალურობა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის გადაწყვეტილებების ერთადერთი გამართლება არის მოქმედება კონკრეტული პასუხისმგებლობისა და კეთილი ნების ფარგლებში.  პრაქტიკულად თეორია საკმაოდ მარტივად შესრულებადია: მოცემული გვაქვს საყოველთაოდ აღიარებული წესები, იქნება ეს პროფესიული, თუ უფრო ფართო და ერთადერთი რაც გვევალება არის მათი შესრულება მაშინაც კი, თუ საზოგადოება, რომლისკენაც მიმართულია აქტი, ჩვენში სიმპათიას არ იწვევს. 

მორალური მოქმედება დაფუძნებული უნდა იყოს წესზე, რომელიც არის ან აქვს რეალური პერსპექტივა მომავალში გახდეს უნივერსალური. შეუძლებელია ოდესმე თავისთავად და მისაღებად ჩავთვალოთ ტყუილის თქმა ან ადამიანის მოკვლა, რაც, კანტის აზრით, ნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედებები ვერც ერთ შემთხვევასა თუ კონტექსში ვერ იქნება გამართლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვდრდება სიცრუე/ადამიანის მოკვლა, როგორც მისაღები და ბუნებრივი ნორმა.  ხოლო თავისუფალი ნება, თუ კი ის არ ეფუძნება წესებს ან ნაკარნახებია მხოლოდ შინაგანი სურვილებითა და ემოციებით, მოკლებულია მორალურობას. იმევე მიზეზით კატეგირიულად  იმპერატიული ხასიათი აქვს ქველმოქმედებასა და ზოგადად სხვების დახმარებასაც. რადგან ყველა ადამიანს სურს მიიღოს ის საჭიროების დროს, ეგოიზმი და გულგრილობა ვერასდროს გახდება უნივერსალური. აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება კანტის რწმენას, ადამიანს მოექცე ისე, როგორც საკუთარ თავს. მიიჩნიო ის მიზნად და არასდროს მიზნის მიღწევის საშუალებად.

ერთი შეხედვით,აღნიშნული მსჯელობა იდეალურად გამოიყურება, თუმცა აქაც იბადება კითხვები. განსაკუთებით მაშინ, როცა ჩნდება საჭიროება განისაზღროს კანტის ქმედების შედეგი. Მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროცესი და არა შედეგი, რითაც სრულიად საპირისპიროა უტილიტარისტული თეორიისგან. თუ ეს უკანასკნელი ეფუძნება საერთო სიკეთის შექმნას და მთავარ მიზნად ისახავს უდიდეს კეთილდღეობას უდიდესი რაოდენობის საზოგადოებისთვის, დეონტოლოგია, ფიქრობს მხოლოდ შედეგამდე მისასვლელი პროცესის სრულყოფილად, ზედმიწევნით განხორციელებაზე, რის შემდეგაც, დამდგარ შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. 

SS-ის ოფიცერი მოითხოვს გერმანელი მოქალაქისგან მის მიერ დამალული ებრაელების ჩვენებას. Მოქალაქეს აქვს ორი ვარიანტი, იცრუოს-დაარღვიოს ჩვენ მიერ უკვე აღნიშნული ე.წ უნივერსალური წესი ან თქვას სიმართლე, აჩვენოს დამალული ებრაელები. პირველი ალტერნატივის დანაშაულებრივობა დგება მისი განხორციელებისთანავე, ის თავის თავშივე არასწორია და რაიმე შედეგის დადგომამდე ავლენს გერმანელი მოქალაქის ამორალურ(კანტისთვის) ქმედებას, ხოლო მეორე უკვე შედეგია, რომელიც ამბობს, რომ ალტერნატიული ქმედება გადაარჩენდა ადამიანების სიცოცხლეს მომავალში. კანტის თეორიის მიხედვით, მორალურად გამართლებულია ქმედება, თუ გერმანელი მოქალაქე შეასრულებს თავის ვალდებულებას და ოფიცერს უყოყმანოდ ეტყვის ებრაელების ადგილმდებარეობას. შემდეგ როგორ განვითარდება სცენარი, ეს მოქალაქეს აღარ ეხება. კანტის მიხედვით, სიმართლის თქმით დამდგარი შედეგი ვერ მოექცევა ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში,ამდენად გადაწყვეტილებების მიღებისას მის შედეგზე შეგვიძლია არ ვიფიქროთ, რამდენაც მიიჩნევა,რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ხოლო თუ ვიცრუებთ ნებისმიერი ტიპის დამდაგრი შედეგი ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება განპირობებული. მაგალითად, მკვლელს დავუმალე მეგობარი,რომელიც უკანა კარიდან გაიპარა,შემთხვევით მაინც წააწყდა მკვლელს და მოკლეს. თუ სიმართლეს ვიტყოდით მეგობრის მკვლელობა, როგორც შედეგი, ჩემი პასუხით არ იქნებოდა განპირობებული, განსხვავებით სიცრუის შემთხვევისგან. კანტისვე მსჯელობით, წარმოუდგენელია ალტენატიული მომავლის განსაზღვრა, რომელიც სიცრუეს შეიძლება მოჰყვეს. Ამდენად, შესაძლებელია ეს შედეგი რამდენჯერმე უარესი იყოს სიმართლის თქმით დამდგარ შედეგზე.

აღნიშნული მიდგომა შესაძლოა გახდეს ცივი და გულგრილი საზოგადოების ფორმირების საფუძველი, სადაც ყოველი ქმედება ეფუძნება მხოლოდ ვალდებულებს, არა გრძნობებსა და ემოციებს. Როგორც კანტი ამბობს, ადამიანი ჯერ უნდა დაფიქრდეს რამდენად შეესაბამება ქმედება უნივერსალურ კანონებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას ყოველი ნაბიჯი. მაგალითად, ავადმყოფი მეგობრის სანახავად წახვიდე მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობ ეს შენი ვალდებულებაა და არა მისი ნახვის რეალური სურვილის გამო,რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი გადაეწყო ვალდებულებების შესრულების სისტემაზე. Მითუმეტეს,რომ კანტისვე მოძღვრებით ემოციები, გართობა, სიყვარულის გამოხატვა, არასაჭიროა.

ამდენად, უნივერსალურ კანონებზე მსჯელობას მივყავართ კანტის ეთიკის ისეთ გაგებამდე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და სამყაროს სრულყოფილად მოწყობის საკმაოდ არარეალურ პრაქტიკულობისგან მოშორებულ იდეას.

 

 

 

 

გიორგი ლომიძე

მორალური ვალდებულებები, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძველი

02.04.2021

პირველ რიგში, სანამ ჩვენი სათქმელის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთმნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას ნიშნავს იყო მოვალე და დაკავშირებულია თუ არა იგი მორალურ ვალდებულებასთან კანტის თვალსაზრისითმოვალეობა ნიშნავს გქონდეს რაიმეს გაკეთების ვალდებულებაროდესაც პიროვნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირ გარე ფაქტორს თუ პირობასდეონტოლოგიური ეთკის მიმდევრები ამტკიცებენრომ მორალისთვის უცხოა მოვალეობის ცნებაროდესაც ეს მოვალეობა არ ეფუძნება მორალსრადგან ზოგიერთი დეონტოლოგი თვლისრომ როდესაც პირი მოქმედებს ვალდებულებიდან გამომდინარეიგი არ აქცევს ყურადღებას იმასთუ რამდენად სწორ ქმედებას სჩადის და არ ითვალისწინებს სხვათა აზრს თუ ინტერესებსრადგან მისი ქმედება  განპირობებულია ვალდებულებიდან და არა თავისუფალი ნებიდანდეონტოლოგების აზრით ამ დროსპიროვნების მორალური მახასიათებლები ან საერთოდ არ გამოვლინდებიან ან მინიმალურ დონეზე იჩენენ თავსრაც მათთვის არის მიუღებელი და    გაუმართლებელი

  კანტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მიდგომა გააჩნიაკანტი უშვებს იმასრომ პიროვნებებს გააჩნდეთ ვალდებულებებიმაგრამ ეს ვალდებულებები დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მორალურ ვალდებულებებზე და არა   სხვა რაიმე საფუძველზეკანტი უარყოფდა მორალის წარმოშობის საწყისად რელიგიურ ბრძაებებსარამედ მორალის პირველსაწყისად მიიჩნევდა ან ავტორიტეტს ან ტრადიციასამ საკითხში კანტი და ბენთჰამი გარკვეულწილად თანხმდებოდნენ

  თუ დავაკვირდებით კანტის მოძღვრებასმივხვდებითრომ იგი ადამიანთა გამორჩეულ მახასიათებლად თვლიდა გონებასაქედან გამომდინარე იგი თვლიდარომ თითოეულ ჩვენგანს გონებისა და აზროვნების შესაძლებლობის გამო გაგვაჩნია      ვალდებულებები არა მხოლოდ ერთმანეთისარამედ ზოგადად კაცობრიობის მიმართამასთან იგი უარყოფდა ისეთი კანონების კანონიერებასრომლებიც ეწინააღმდეგებოდა იმ მორალურ ღირებულელებსრომლებიც გაბატონებული იყო სოციუმშისამაგიეროდ იგი ამტკიცებდარომ ამ კანონების ნაცვლადბუნებაში არსებობს ისეთი იმპერატიული ვალდებულებებირომლებიც ბუნებითად წარმოიშობა და საერთო ყველასათვისამ მხრივ ერთ საკმაოდ საინტერესო კანტისეულ მიდგომას ვხვდებითრომელიც ნათლად წარმოაჩენს დეონტოლოგიური ეთიკის მიმდევართა მოსაზრებებსმაგალითად კანტი ამტკიცებდარომ იმისათვისრათა გავიგოთ არის თუ არა კონკრეტული ქმედება მორალურად გამართლებულიუნდა მოვახდინოთ მისი განზოგადებამაგალითად ავიღოთ ტყუილიჩვენ მისი ინტერპრეტაცია უნდა მოვახდინოთ შემდეგნაირადსწორი იქნება თუ არარომ ყველა ადამიანი იტყუებოდეს მუდამრა თქმა უნდა არაშესაბამისად დეონტოლოგიური მიდგომის თანახმად ჩვენ უნდა გვქონდეს  ვალდებულება რათა სიმართლე ვუთხრათ ხოლმე ერთმანეთს და არ ვიცრუოთსწორედ ამ ზოგად საერთო მორალურ პრინციპზე შეთანხმდა მსოფლიო და დღეს უკვე ნებისმიერ ქვეყანაში (გარდა ჩრდილოეთ კორეისა თუ მსგავსი ჩაკეტილი ქვეყნებისამოქმედებს კეთილსინდისიერების პრინციპირომ მხარეები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების ვალდებულებიდან გამომდინარე

 დეონტოლოგებისათვის მორალური ვალდებულებების შესრულება და დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ისთუ რა შედეგებს გამოიღებს იგიმაგალითადრომ ავიღოთ შემთხვევა წმწიგნიდანროდესაც მოგვებმა მოატყუეს ჰეროდე და არ ამცნეს მას  ქრისტეს დაბადების ადგილიდაიცვეს თუ არა მათ მორალური ვალდებულებაკანტისეულ მიდგომას თუ ავიღებთისინი არ მოიქცნენ სწორადრადგან როგორც უკვე განვიხილეთთუ მოვახდენთ ტყუილის განზოგადოებას და წარმოვიდგენთ სიტუაციას   სადაც ყველა იტუყება ეს იქნება სრული ქაოსირაც დაანგრევს ადამიანურ ურთირთოებებს და წარმოუდგენელს გახდის საზოგადოებრივ ცხოვრებას. აქედან გამომდიანრეტყუილი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გაუმართლებელი დეონტოლოგებისათვისშესაბამისადმოგვები,დეონტოლოგიური თვალსაზრისით მორალურად მცდარად მოიქცნენ და დაარღვიეს სიმართლის თქმის მორალური ვალდებულებამაგრამ თუ ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთრამდენად სწორი იქნებოდა ისრომ ჰეროდეს ამის   შემდეგ მოეკლა უდანაშაულო ჩვილიდეონტოლოგებისათვისროგორც უკვე ვთქვით შედეგს არ აქვს ისეთივე მნიშვნელობაროგორც მორალური ვალდებულებების დაცვასაქედან გამომდინარედეონტოლოგიური თვალსაზრისით მოგვები გაუმართლებლად მოიქცნენ

  ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეგასაკვირი არ უნდა იყოს რომ დეონტოლოგიურმა მიდგომებმა დიდი გავლენა იქონია დღანდელი მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების განვითარებაშიროგორიცაა კეთილსინდისიერების პრინციპიმხარეთა თანასწორობის პრინციპი და .რეალურად ეყრდნობა მორალური ვალდებულებების ცნებასრაც გარკვეულწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ დეონტოლოგიური ეთიკის მიმდევართა წარმატებად

დეა ლომთაძე

The Trolley Problem

02.04.2021

 

ტრამვაის პრობლემა არის ეთიკის სააზროვნო ექსპერიმენტი, რომელიც ერთდროულად მოიცავს ორ ზნეობრივ იდეას, კერძოდ, უტილიტარიზმს და დეონტოლოგიას, ერთი განსხვავებით : პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, დასაშვებია თუ არა ერთი ადამიანის მსხვერპლი ხუთი ადამიანის გადასარჩენად.

წარმოიდგინეთ, ხედავთ თუ როგორ ეჯახება ტრამვაი 5 ადამიანს, რომლებსაც არ ესმით თქვენი ხმა რომ გააფრთხილოთ, თუმცა რომც ესმოდეთ, მაინც ვერ მოასწრებენ რეაგირებას. უცებ, ხედავთ ბერკეტს, რომლის გადაწევის შემთხვევაში, ტრამვაი შეიცვლის თავის მიმართულებას და წავა იმ გზაზე, რომელზეც დგას 1 ადამიანი და დაეჯახება მას. მორალური დილემა მდგომარეობას ამ ბერკეტის გადაწევა არ გადაწევაში.

უტილიტარული პოზიციიდან, რომლის მთავარი მიზანი სარგებლის მაქსიმიზაციაა, მორალური იქნება 1 ადამიანის შეწირვა და 5 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამის საწინააღმდეგოდ, დეონტოლოგიური პერსპექტივა ემსახურება მიზნის გასამართლებელ საშუალებებს. რაც ნიშნავს იმას, რომ დეონტოლოგისთვის მოქმედების მორალი უნდა ეფუძნებოდეს მოქმედებას სწორია თუ არასწორი მთელი რიგი წესების მიხედვით, ვიდრე შედეგზე დაყრდნობით. ამ თვალსაზრისით დეონტოლოგიზმის მიმდევარი ამტკიცებს, რომ მრალურად დაუშვებელია ხუთი ადამიანის გადარჩენა, რადგან ვინმეს მოკვლაზე არჩევნის გაკეთება არსებითად არასწორია.

ეს პრობლემა ხაზს უსვამს ფუნდამენტურ დაძაბულობას მორალური აზროვნების ორ სკოლას შორის. უტილიტარული პერსპექტივა გვკარნახობს, რომ ყველაზე შესაფერისი მოქმედებაა ის, რაც მიაღწევს უდიდეს სიკეთეს უდიდესი რიცხვისთვის, ამასობაში დეონტოლოგიური პერსპექტივა ამტკიცებს, რომ გარკვეული ქმედებები, მაგალითად, უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა - უბრალოდ არასწორია, თუნდაც ეს კარგი შედეგებით დასრულდეს.

თუ წარმოვიდგენთ სიტუაციას, რომელშიც 5 უბრალო ადამიანის მაგივრად დგას 5 კრიმინალი, ხოლო მეორე მხარეს 1 უცნობი ადამიანი, დეონტოლოგიაც და უტილიტარიაც ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებს გვთავაზობს. უტილიტარი იდავებს იმაზე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ 5 კრიმინალი დგას თუ 5 პრეზიდენტი, მისთვის მაინც ყველაზე ეთიკური ვარიანტი იქნება ბერკეტის გადაწევა.  ხოლო, დეონტოლოგიც თავის აზრზე რჩება, რომ ზოგადად ვინმეს მოკვლაზე არჩევნის გაკეთება ეწინააღმდეგება ყველანაირ მორალს.

შესაბამისად, რა არის სწორი პასუხი?

სწორი პასუხი არ ვიცი, მარა კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტის განხილვა მინდა, რომელშიც ბერკეტის გადაწევის მაგივრად, შეგვიძლია ხიდიდან, რომელიც ტრამვაის გზაზეა, მსუქანი ადამიანის გადაგდება, ეს მსუქანი ადამიანი კი შეაჩერებს ტრამვაის თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ. რეალურად შედეგი ხომ იგივეა? 1 ადამიანი კვდება, 5 კი გადარჩება. ამისდა მიუხედავად საკმაოდ ცოტა თანხმდება ადამიანის ხიდიდან გადაგდებას, მაშინ როცა ბევრი თანხმდება ბერკეტის გადაწევას.

ამ ეთიკური პრობლემის ვარიაცია, მედიცინაშიც გვაქვს. წარმოიდგინეთ ხართ ექიმი, გყავთ 5 პაციენტი, აქედან ორს ჭირდება ერთი ფილტვი, დანარჩენ ორს თირკმელი, ხოლო მეხუთეს გული, იმისათვის რომ იცოცხლონ. ასევე გყავთ მეექვსე პაციენტი, რომელსაც მხოლოდ ფეხი აქვს მოტეხილი, დანარჩენი ორგანოები კი წესრიგში აქვთ. მოკლავდით თუ არა ჯანმრთელ პაციენტს, იმისათვის რომ დანარჩენი 5 გაგეცოცხლებინათ? ისევდაისევ იგივეა შედეგი, რაც სხვა დანარჩენ დილემებში, თუმცა უმეტესობა ადამიანების მტკიცე უარს იტყოდნენ ჯანმრთელი პაციენტის მოკვლაზე.

რას ნიშნავს ეს ყოველივე? ნუთუ ჩვენი ზნეობრივი ინტუიციები ყოველთვის საიმედო, ლოგიკური და თანმიმდევრული არ არის?

იქნებ, შედეგების მიღმა კიდევ არსებობს რამე ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩვენს ზნეობრივ ინტუიციებზე?

ჩემი აზრით, ადამიანები თავისდაუნებურად უდიდეს განსხვავებას ხედავენ განზრახ მკვლელობასა და იმ სიტუაციას შორის, როდესაც უბრალოდ აძლევ ადამიანს სიკვდილის საშუალებას. ანუ, მორალურად გამართლებულია ბერკეტის გადაწევა, თუმცა განზრახ ადამიანის გადაგდება ხიდიდან უკვე უდიდეს ცოდვასთან არის დაკავშირებული. ამას ზოგჯერ ხსნიან, როგორც ორმაგი ეფექტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია ზიანის მიყენება არაპირდაპირი გზით, თუ მოქმედება უფრო დიდ სარგებელს მოგვიტანს, მაგრამ ამასთან დაუშვებელია პირდაპირი ზიანის მიყენება, თუნდაც უფრო მეტი სიკეთის მისაღწევად.

https://www.youtube.com/watch?v=-N_RZJUAQY4 

ანი ნადირაძე

კანტის კატეგორიული იმპერატივები და მათი მიმართება სუიციდთან

02.04.2021

დეონტოლოგია არის იდეა, რომელიც მიიჩნევს, რომ “სწორი” და “არასწორი” ქმედება ერთმანეთისგან გაიმიჯნება გარკვეულ მორალურ ვალდებულებებზე დაფუძნებით და არა მისი შედეგით. ეს თეორია შეგვიძლია დავუკავშიროთ იმანუელ კანტს, რომლისთვისაც მხოლოდ თავად ქმედების არსი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორი ან არასწორი და არა მისი შედეგი. რაზე დაფუძნებით შეიძლება გავაკეთოთ ეს გამიჯვნა? კანტი მიიჩნევს, რომ ქმედება მორალურად გამართლებულია, თუკი ის ეხმიანება კატეგორიულ იმპერატივს, ემსახურება ვალდებულების შესრულებას. 

“იმპერატივი” გულისხმობს ბრძანებას, შესაბამისად, თუ ბრძანება კატეგორიულია, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ. კანტის აზრით, სწორედ კატეგორიული იმპერატივების სახეს იღებს მორალური ვალდებულებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ, ჩვენი სურვილების მიუხედავად. 

როგორ ყალიბდება ის ვალდებულებები, რომელზე დაფუძნებით შესრულებული ქმედება მორალურ ღირებულებას იღებს? ამისთვის კანტი ფორმულირების გარკვეულ გზებს აყალიბებს. პირველ რიგში, ის მიუთითებს, რომ მორალურად გამართლებული მოქმედებისთვის, უნდა მოვიქცეთ ისეთი პრინციპების შესაბამისად, რომელიც გვსურს და რაც მთავარია, შესაძლებელია, რომ უნივერსალურ ვალდებულებად იქცეს. 

ამასთან ერთად, კანტი ხაზს უსვამს იმას, რომ ქმედება მორალურად გამართლებულად რომ ჩაითვალოს, არ უნდა გამოვიყენოთ ადამიანები, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. თუ ამას გავაკეთებთ, ითვლება, რომ მათ რაციონალურ არსებებად ვერ აღვიქვამთ, რაც მორალურად გაუმართლებელია. 

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც იმანუელ კანტი კატეგორიული იმპერატივების საფუძველზე ხსნის, არის სუიციდი. ფილოსოფოსს კატეგორიული მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ და მიიჩნევს, რომ სუციდი ყოველთვის გაუმართლებელია. როგორც უკვე აღინიშნა, ის აყალიბებს გარკვეულ გზებს, რათა ქმედების მორალური ღირებულება განსაზღვროს. სწორედ ამ ფორმულებს უსაბამებს თვითმკვლელობის მაგალითს კანტი. 

ქცევის რა პრინციპს ეფუძნება თვითმკვლელობა? კანტი მიიჩნევს, რომ სუიციდის ყველა შემთხვევა დაფუძნებულია სამყაროში არსებული მანკიერებებისგან თავის არიდების სურვილზე. შესაბამისად, როცა ინდივიდი ამ მოტივით მოქმედებს, მისი ქცევა ეფუძნება შემდეგ პრინციპს: საკუთარი თავის სიყვარულის გამო, მე შევამოკლებ ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობას, თუკი მისი გაგრძელება სიამოვნებაზე მეტ ტკივილს მომგვრის. თუ გავყვებით პირველ ფორმულას, ვდგებით კითხვის წინაშე: შეიძლება თუ არა ამ პრინციპის უნივერსალიზაცია? კანტი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა ვისურვოთ, რომ ყველა რაციონალურმა არსებამ, საკუთარი თავის სიყვარულის შედეგად, თავი გაინადგუროს. მისი აზრით, ეს ორი შემთხვევა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, შესაბამისად, ჩნდება ისეთი სახის ვალდებულება, რომელსაც კანტი იდეალურს უწოდებს, რომ თვითმკვლელობა არ ჩავიდინოთ. 

კანტის აზრს უნდა შევეწინააღმდეგო სუიციდის მოტივის ნაწილში. ვფიქრობ, არ შეიძლება ავტომატურად მივიჩნიოთ, რომ თვითმკვლელობის საფუძველი საკუთარი თავის სიყვარულია. თუ დავუშვებთ, რომ თვითმკვლელობა არაა განპირობებული ამ მოტივით, დავინახავთ, რომ რეალურად არ წარმოიქმნება ის წინააღმდეგობა, რომელიც კანტს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ სუიციდი მორალურად გაუმართლებელია. 

კანტი ადამიანებს, რომლებიც ეცდებიან თვითმკვლელობას, ძალიან უხეშად მოიხსენიებს და მათ ისეთი სიტყვებით მიმართავს, როგორიცაა “ნივთი”, “ურჩხული” და ა.შ. ამას მივყავართ კატეგორიული იმპერატივების მეორე ფორმულამდე, არ გამოვიყენოთ ადამიანები, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, რადგან ყველა რაციონალური არსებები ვართ. კანტისთვის თვითმკვლელობის ჩადენა ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს იყენებს სწორედ იმ მიზნის მისაღწევად, რომ განერიდოს ტკივილსა და ტანჯვას. ადამიანი საკუთარ თავს იყენებს, როგორც ნივთს და არა, როგორც რაციონალურ პიროვნებას. კანტის აზრით, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სუიციდი მორალურად გაუმართლებელია. ამის საფუძველი კი ის არის, რომ ამ ქმედებით ადამიანი თავის რაციონალურობას იგნორირებას უკეთებს და ფაქტობრივად, სხვებისგანაც იგივე დამოკიდებულებას ითხოვს. 

ვფიქრობ, ეს არგუმენტიც სუსტია, რადგან შესაძლებელია დავუშვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელობის ჩადენით პატივს სცემს საკუთარ რაციონალურობას. თავად კანტივე უსვამს ხაზს იმას, რომ ხანდახან მორალურად გამართლებულია ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება, თუკი ამისთვის მისი თანხმობა გაქვს. სუიციდის შემთხვევაში, ნათელია, რომ თავად ინდივიდის გადაწყვეტილებაა, თავისი თავი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოიყენოს. შესაბამისად, ეს არ გამორიცხავს საკუთარი თავის, როგორც რაციონალური არსების პატივისცემას. 

კანტის პერსპექტივა დეონტოლოგიურ თეორიას რომ დავუკავშიროთ, უნდა მივიჩნიოთ, რომ სუიციდი გაუმართლებელია, რადგან ეწინააღმდეგება იმ მორალურ ვალდებულებას, რომ ადამიანის ცხოვრებას პატივი ვცეთ. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ დეონტოლოგია არ უყურებს შედეგს და მხოლოდ იმის საფუძველზე ამართლებს ქმედებას, რომ ის მორალური ვალდებულებითაა განპირობებული. შესაბამისად, შეიძლება დადგეს შედეგები, რომელსაც ყველა ადამიანი ვერ აღიარებს, ვინაიდან გამოირიცხება ის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელიც ადამიანს საკუთარი ცხოვრების ღირებულებასთან დაკავშირებით გააჩნია.

 

მარიამ ტოგონიძე

Doing the right things right

02.04.2021

იტყვი ტყუილს, რომ ვინმე დაიცვა ზიანისგან? თუ გვსურს ამ კითხვას პასუხი გავცეთ აუცილებელია გავეცნოთ მორალური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თეორიას - დეონტოლოგიას. ეთიკის ამ სკოლაში გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა განისაზღვრება  მორალურად მნიშნელოვანი ეთიკური საკითხების გადახედვით და ჩვენი ადამიანური თუ მორალური ვალდებულებებით.

თავდაპირველად მოკლედ განვმარტოთ რა არის დეონტოლოგია. ტერმინი დეონტოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან მოვალეობა (დეონი) და მეცნიერება ან შესწავლა (ლოგოსი). დეონტოლოგიის თანახმადა არჩევანი მორალურად არის საჭირო, აკრძალული ან ნებადართული. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დეონტოლოგია შედის ისეთი მორალური თეორიების სიაში, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ მოვალეობასა და ადამიანის მოქმედებათა ზნეობრივ დამოკიდებულებაზე. დეონტოლოგია მორალურ ღირებულებას თავად მოქმედებაში პოულობს და არ მიდის შედეგამდე. დეონტოლოგიურ ეთიკაში მოქმედება მორალურად სწორია და კარგად მიიჩნევა თვით მოქმედების ზოგიერთი მახასიათებლის გამო და არა იმიტომ, რომ მოქმედების პროდუქტი კარგია. შესაბამისად დეონოტოლოგიური ეთიკა მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ქმედება მორალურად სავალდებულოა, მიუხედავად მათი შედეგისა ადამიანის კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ ეთიკის აღწერილია ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა ,, Duty for duty’s sake’’ ან ,,Virtue is its own reward’’. ამ ფრაზებში კარგად ჩანს თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს დეონტოლოგია ვალდებულებებს.

დეონტოლოგია, როგორც წესი, გამოხატულია წესებით, პრინციპებითა და მოვალეობებით, რომლებიც გარკვეულ ქმედებებს ზნეობრივად ან აღიარებულად აცხადებს. შესაბამისად ამ თეორიის მიხედვით, მოქმედება რომ ზნეობრივად სწორი ჩაითვალოს ჩემი ქმედება დამყარებული უნდა იყოს იმ მორალურ წესებზე და ჩემი როგორც სუბიექტის ვალდებულებებზე, რასაც დეონტოლოგია აღიარებს და ზნეობრივად მიიჩნევს. მაგალითად, დენტოლოგთა უმრავლესობა ტყუილს და მოტყუებას არასწორად მიიჩნევს პრინციპულად, განურჩევლად იმისა, გამოიწვია თუ არა ამან უკეთესი შედეგი იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

შესაბამისად დეონტოლოგიაში მნიშვნელოვანია  არჩევანი გავაკეთოთ იმ მოქმედებაზე რომელიც იქნება მორალურად სწორი და არ მხოლოდ შედეგზე ან ჩემს სიამოვნებაზე ორიენტირებული. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ იმანუელ კანტისთვისაც ტყუილი არასწორია, კანტი ტყუილის მოლოდინს თავისთავად ღირებულად არ მიიჩნევს. ეს განსაზღვრება ემყარება კანტის მოვალეობათა წარმოქმნის ფორმულას.  ასე რომ კანტი და დეონტოლოგია ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ორივენი თანხმდებიან იმაზე, რომ მოქმედების შინაარსი დამყარებული უნდა იყოს მორალურად სწორ გადაწყვეტილებებზე. ამავდროულად კიდევ ერთი გამოჩენილი დეონტოლოგი როსი მიიჩნევს, რომ მოვალეობები ემყარება მარტივ ინტუიციას სწორზე და არასწორზე. შესაბამისად ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს ამ ინტუიციაზე და მოვალეობებზე დაყრდნობით მივიღოთ დეონტოლოგიურად მორალური სწორი გადაწყვეტილება.

როგორც აქამდე აღვნიშნე დეონტოლოგები ძალიან მტკიცედ და მკაცრად იცავენ წესებსა და მოვალეობებს, მათი დაცვით კი თავიდან იცილებენ მორალურ ზიანს.

ამიტომ უნდა გავნიხილოთ ის შემთხვევა როდესაც ამ წესების დაცვა და პრინციპების შენარჩუნება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, შესაბამისად ამ ეტაპზე საჭიროა შედეგების განხილვა. მაგრამ ეს განხილვა შედის ბარიერების დეონტოლოგიაში, რომელიც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა გადაიხედოს წესები და მოვალეობები. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი პრინციპების დაცვა ყოველთვის ასეთი მძიმე შედეგის წინაშე არ დაგვაყენებს.

საბოლოოდ რომ დავსვათ კითხვა, სწორი მოქმედების განხორციელება სჯობს, თუ სარგებლის მიღება? ამ კითხვაზე შეიძლება აზრი ორად გაიყოს, მაგალითად უტილიტარები გეტყვიან, რომ სიტყვაზე ქურდობა და ტყუილი ცუდია, რადგან ის ადამიანებს ართმევს მათ ქონებას და არღვევს მათ უსაფრთოხებას, მაგრამ დეონტოლგები გეტყვიან, რომ ქურდობა არღვევს საკუთრების უფლებას, რომლის დაცვაც ხალხს ევალება. შესაბამისად მოქმედების მცდარობა ბოლოს მაინც მოვალეობის დარღვევაზე დადის.

საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მორალურად სწორი მოქმედების განხორციელება სჯობს სარგებლიანობას. აქაც იქიდან გამოვდივართ, რომ მორალურად სწორი გადაწყვეტილება წესით უნდა უარყოფდეს სიცრუეს, ბოროტებას და ამავდროულად შესაძლებელია მოგვიტანოს სარგებელი. აქედან გამომდინარე მოქმედებების მორალურად სწორად განხორციელება მნიშვნელოვანია. არსებობს ისეთი ქეისები, როდესაც ჩემი სარგებელი და სხვისთვის ზიანის მიყენება ერთმანეთთან იგივდება, რასაც მორალურად არ ვეთანხმები. კონსეკვენციალიზმის იდეა, რომ მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა მივისწრაფოდე ზედმეტად ეგოისტურია. რადგან სოციუმში ვცხოვრობთ ეს ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ სხვების არსებობა უნდა გავითვალისწინოთ და უბრალო ბარიერებად არ უნდა აღვიქვათ ისინი.

 

 

ვახტანგ ნინიკაშვილი

ეთიკა, როგორც მეცნიერება

28.03.2021

დასაწყისისთის კარგი იქნება თუ მორალურ ფილოსოფიის ზოგად ჩარჩოს შევქმნით, იმ მონახაზს იმ პრინციპებს და მიდგომებს, რომლის დახმარებითაც ხსენებული დარგი ითავსებს სამეცნიერო ხასაითს, ზოგადი თვალსაზრისით, საკამოდ რთულია მორალური მიდგომები იმგვარ სამეცნიერო წრეში მოაქციო, როგორსაც თუნდაც სხვა უფრო ზუსტი მეცნიერებები ითავსებენ, იქნება ეს გეომეტრია, გეოლოგია თუ სხვა მსგავსი ტიპის მიმდინარეობები. მეცნიერების სირთულე და კომპლექსურობა ძირითად შემთხვევაში მაინც განისაზღვრება იმ ინტერესის სფეროს სპეციფიკით, რომლითაც დარგი არის დაინტერესებული და იმ საგანთა ქცევის მრავალფეროვნებით, რომლებიც კვლევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშბენ. მორალური კვლევა საკუთარ თავში უპირველესად მოიაზრებს ადამინის ქცევის გაანალიზებას, ადამიანის ქცევა კი, ბუნებრივი სამაყროს, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებად მოვლენას წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ გარკვეული თავლსაზრისით მორალური კვლევა მაინც შეიძლება საკუთარ თავში მოიაზრებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საკმარისი იქნება მისთვის სამეცნიერო სტატუსის გარკვეული ფორმის მინიჭებისთვის მაინც. მაგალითად, არსებობს ჩატარებული კვლევის სანდოობის შემფასებელი რამდნეიმე ძირითადი კრიტერიუმი, რომლებიც საკუთარ თავში რამდენიმე ძირითად კომპონენეტს აერთიანებს, პირველი ეს არის კვლევის ზოგადობა, ანუ ჩატარებული კვლევა ნებისმიერ შემთხვევაში და გარემოში უნდა ავლენდეს იმ შედეგს, რომლსაც იგი ერთ კონკრეტულ ვითარებაში ამჟღავნებს, მეორე კრიტერიუმად მიიჩნევა კვლევის განმეორებადობა, ანუ ერთხელ ჩატარებული კვლევა და მისი შედეგი განსხვავებულ ვითარებაში განსახვავებული ავტორის მიერ უნდა ექვემდებარებოდეს კვლავინდებურად წარმატებით განხორციელების საშუალებას. მრავლისმომცველი კვლევისა და მსჯელობის გარეშეც, ალბათ, მარტივი მისახვედრია, რომ მორალურ ცნებებზე მსჯელობის დროს და გარკვეულ მოვლენებზე სამეცნიერო აზრის დამტკიცებისას მსგავსი ტიპის კრიტერიუმების კვლევასთან თავსებადობა რთული და შეიძლება ზოგჯერ წამროუდგენელიც კი გახდეს, კვლავინდებურად ადამინური ქცევის კომპლექსურობისა და ნაკლებ პროგნოზირებოდობის გათვალსიიწნებით, თუმცა აქვე უნდა ვხვდებოდეთ იმასაც, რომ კვლევის პროცესში შედეგი არ წამროაგდენს ამოსავალ წერტილს, არანაკლებ და შესაძლებელია უფრო მეტ მნიშვნელობასაც ითავსებს ის მეთოდები, რომლებსაც მკვლევარები და სამეცნიერო მუშაკები განსხვავბეულ იდეათა კონსტრუირების დროს იყენებენ, გამომდნიარე აქედან, მორალური ფილოსოფია დგას საკვლევი მოდელის ურყევ და უცვლელ პრინციპზე, დარგში ჩართული ყველა მეცნიერი თანაბრად იზიარებს აზრს, რომ კვლევის პროცესში გამოიყენებს იმგვარ ცნებებს, რომლეთა აღიარებას არანაირი საფრთხე და ეჭვი შეტანის მცდელობა არ ემუქრება, მეცნიერები ამჟაღვენებნ სანდოობის საკამოდ მაღალ ხარისხს, როდესაც საუბარი ეხება კვლევის პროცესში გამოყენებულ ზოგად პრინციპებს, ისინი თანხმდებიან, რომ ლოგიკური აზროვნევის წესი თუ საღ აზრზე დაფუძნებული მსჯელობა კვლევის შემადგენელი ის უცვლელი ელემენტებია, რომლეთა გარეშეც რაიმე სახის გამოკვლევის ჩატარებას უბრალოდ აზრი ექნება დაკარგული. შესაბამისად, დავის უმთავრეს საგანს ამ შემთხვევაში წარმოადგნეს მეთოდი. მეთოდი შესაძლებელია სხვადასხვაგვარი არსებობდეს, განსხვავებულ მდგომარეობაში მეცნიერები განსხვავებული მეთოდის დახმარებით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას, გამომდინარე აქედან, სწორედ კვლევის სტილი და მიდგომა წარმოადგენს, თორემ ძირითადი პრინციპები ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მკვეთრად არის გამოხატული. Ბუნებრივია, მორალურ ფილოსოფიაში არსებობს მოვლენები და დავის საგნები, რომელთა გარშემო კონსკენსუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, ეთიკური კვლევა ბუნებრივი კვლევის მსგავსად პროგრესის, აქაც არსებობს მოსაზრება, რომ ნახსნები პროგრესი ნაკლებად შესამჩნევია ან საერთოდ არ არსებობს, თუმცა თუ წარსულ გამოცდილებას გადავავლებთ თვალს ადვილად დავინახავთ (ფუკუიამას ისტორიის დასარულის თეორიის და მსგავსი ფუნდამენტური თუ რადიკალური მოსაზრებების გვერდის ავლითაც კი), რომ ცნებები, რომლესაც საზოგადოება დღეს შეუცვლელად მიიჩნევს, სწორედ ამგავრ ფილოსოფიურ ნაშრომებში გამოიკვეთა და შემდგომ მიიღო საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის ის მაჩვენებლი, რომლესაც დღესდღეისობით ამჟღავნებს, რომც ჩავთვალოთ, რომ ეთიკურ კვლევაში პროგრესი არ არსებობს ამ შემთხვევაში უკვე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მიზეზსა თუ ახსნას, რომლის გამოც ეს შედეგი ვერ ვლინდება, ზემოთ მრავალჯერ ვთქვით, რომ მორალური ,,მეცნიერება” იკვლევს ადამინის ქცევას და ხშირად ავალდებულებს მას გააკეთოს ისეთი რამ, რაც მისთვის მიუღებელი და ნაკლებად საინტერესოა, გამომდნიარე აქედან, ემპირიული სფეროს მკვლევართათვის უფრო მარტივი არის, როგორც პროგრესისი ჩვენება, ისე ამ პროგრესისი აკუმულირება, ამის გარდა რიგ მორალურ დილემებზე საკამოდ აქტიურად მოქმედებს სოციალურ გარემოში მიმდინარე პროცესები და ის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც საზოგადოებრივ სფეროში მიმდნიარეობს. მაგალითად, რამდენიმე საუკუნის წინ ევთანაზიასთან დაკავშირებით არსებობდა მკაცრად უარყოფითი და დოგმატური დამოკიდებულება, განსხვავებით თანამედროვე პერიოდისგან, როდესაც პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებამ და ჯანდაცვის სფეროს გაფართოვებამ მოიტანა იმგვარი შედეგები და ისეთი ხარჯები, რომლეთა გადახდაც საზოგადოებას ხშირად არ სურდა, შესაბამისად დისკურსი ამ თემაზე უფრო მეტად გამძაფრდა და მორალური კვლევის ჩარჩო და მისდამი ინეტრესი უფრო მეტად გაიზარდა, აქედან გამომდინარე, პროგრესი უკვე უფრო მეტად ცალსახა და თავლსაჩინოა. Ამის შემდგომ, უფორ მეტად გასაგებია თუ რატომ ურთულდება ეთიკას საკუთარი თავის სამეცნიერო სფეროში ინტეგრირება, დებატები, რომლებიც ემპირიულ სამეცნიერო წრეებში ვლინდება უფრო ადვილად ექვემდებარება გადაჭრას და მასზე შედარებით ნაკლები ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, თუმცა , როგორც ზემოთ თქმულმა მონახაზმა გვაჩვენა სირთულეების მიუხედავად, ამ სფეროს უგულვებელყოფა და სამეცნიერო სტატუსისგან დისტანცირება მაინც არ წარმოადგენს სწორ ნაბიჯს, ეთიკა არის მეცნიერება, რომელიც ეხება კვლევისთვის, ალბათ, ყველაზე მოუხერხებელ არსებას, ადამიანს, უფრო ზუსტად, ადამიანის ქცევას, რომლის გარშემო სამეცნიერო დასკვნის აგება იმაზე მეტად რთულია, ვიდრე გადაჭრა დებატი თუ რისგან წარმოიქმნება სხივი ტალღებისგან თუ უმცირესი ნაწილაკებისგან, ამ უკანასკნელის გასარკვევად მეცნიერებს უფრო სტაბილური ზედაპირიც გააჩნიათ და მიღწეული პროგრესისი ჩვენებაც უფრო ნაკლები დაბრკოლებების გარეშე ძალუძს.

ამ ნაწილში მოკლედ შევეცდები იმ რამდენიმე ძირითადი მიდგომის დემონსტრირებას, რომელზე დაყრდნობითაც მორალური ფილოსოფოსები ცდილობენ საკუთარი ნაშრომების აგებას, სადაც უფრო თვალნათლივ გამოჩდნება თუ რომელ სფეროებში ჩნდება დებატის შრეები და რა მეთოდოლოგიურ ნაკლს პოულობენ სხვადსხვა ფილოსოფიური სკოლის მიმდევრები ერთმანეთის დამოკიდებულებაში, თითქმის ყველა მათგანში ადვილად დავინახავთ, რომ საუბარი არ მიდის იმაზე, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის მიდგომა ზემოთ ნახსენებ ძირითად პრინციპებს, მათი განხილვის დროს თითქმის ვერ შევხვდებით შემთხვევას, როდესაც ორი სხვადასხვა ავტორი ერთი და იმავე მეთოდის გამოყენებით სხვადსხვა შედეგამდე არის მისული და ამ შედეგის დაპირისპირების წყალობით იბადება დებატის საწყისი, უკლებლივ ყველა შემთხვევაში დავა და კრიტიკა წყდება იმ დროს, როდესაც თეორიის ან სკოლის მიდგომაში ნაპოვნია ლოგიკური წინააღმდეგობა ან სხვა მსგავსი ტიპის დაბრკოლება. მაგალითისთვის ავიღოთ რელატივიზმის შემთხვევა, რელატავისიტური მიდგომის ზოგადი ჩარჩოს მიხედვით არ არსებობს ერთი ჭეშმარიტი მორალური კოდი, ნებისმიერი ქცევა შესაძლოა ჩაითვალოს სწორად ან არასწორად, კარგად თუ ცუდად, მხოლოდ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდნიარე. რელატივისტური მიდგომა თავის მხრივ იყოფა ორ ძირითად სკოლად: პერსონალურ რელატივიზმად და სოციალურ რელატივიზმად, ორივე მათგანი საკუთარ თავში განსხვავებულ სირთულეს ამჟღავნებს, მაგალითისთვის, სოციალურ რელატივიზმში გაუგებარია თუ რა სოციალური ინსტიტუტი ზემოქმედებს ადმაიანზე, აქვს მას რელიგიური, კლასობრივი თუ სხვა ფორმა. ასევე, საკმაოდ კონტროვერსულია, როგორ იცვლება ეს გავლენა, მაგალითად, კალიფორნიაში ცხოვრების დროს ექნება თუ არა ადამიანს ერთი ტიპის მორალური კოდი, ხოლო ნევადაში გადასვლის შემდგომ შეიცვლება თუ არა ავტომატურად ნახსენები დამოკიდებულება, ასევე რა სახის უმრავლესობა ჭირდება ნორმას, რათა იგი გახდეს სოციუმისთვის მისაღები, მაგალითად, აბორტის საკითხთან მიმართებით თუ პოპულაცია ავლენს 51 პროცენტიან მხარდაჭერას შეიძლება თუ არა მხარდაჭერის ეს დოზა ჩაითვალოს საზოგადოებრივ დამოკიდებულებად და ა.შ.

პერსონალური რელატივიზმის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაც არის, ამ შემთხვევაში საერთოდ ძნელი წარმოსადგენია რაიმე სახის მორალური დისკუსიის წარმოება, ერთადერთი დებულება, რომელიც ამ მიდგომის მატარებელმა ადამიანმა შეიძლება იქონიოს კვლავ პერსონალური მიდგომის საზღვრებში ექცევა, ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ზოგადად იგივე ძალადობა მიუღებელი ქცევაა, ანუ ამ შემთხვევაში ზოგადი მსჯელობის წარმოება თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ამგვარი ზოგადი ჭეშმარიტება უბრალოდ არ არსებობს, ასევე ცალკე საკითხია ტოლერანტობის პრინციპი და იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი თუნდაც ამ ტოლერანტობის პრინციპს შეეწინააღმდეგოს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ რიგი სირთულეების გათვალისიწინებით მორალური ფილოსოფია შეიძლება ჩაითვალოს სამეცნიერო დისციპლინად, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ნათლად გვიჩვენებს იმ მიზეზებს თუ რატომ იჩენენ სხვა სამეცნიერო წრეები მის მიმართ სკეპტიკურ ხასაითს და რა სირთულეებს დაძლევა უწევს ამ მეცნიერების მიმდვეარ მკვლევრებს ყოველდღიური სამსახურის შესრულების დროს.

ალექსანდრე ჩიტაიშვილი

მორალური პასუხისგებლობა - უმაღლესი სახის სანქცია

27.03.2021

ადამიანები, როდესაც შევთანხმდით გარკვეული დაწერილი თუ დაუწერელი ვალდებულებების შესახებ, გავაკეთეთ დათქმა, რომ ის ყველასთვის თანაბრად შესასრულებელია. დღეს, ისევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე თანახმა ვართ, რომ მშვიდი თანაცხოვრების მიზნით, გარკვეული თავისუფლებები სახელმწიფოს სასარგებლოდ დავთმოთ. ამ გზით კი პასუხისგებლები ვიყოთ, როგორც ერთმანეთის, ასევე, სახელმწიფოს მიმართ. მაგალითად, არ მოვკლათ ერთმანეთი, რადგან ამის შედეგად, თავისუფლების შეზღუდვა დაგვემუქრება.

თუმცა ყველაზე ფუნდამენტურ, გარე დამკვირვებლისთვის ალბათ აბსტრაქტულ ვალდებულებას, რომელიც ყველას გააჩნია გარკვეული მოცულობით, მორალური პასუხისგებლობა წარმოადგენს. ადამიანები ერთმანეთთან ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი ვამყარებთ სულიერ კავშირს, მათდამი გვიჩნდება გარკვეული დამოკიდებულება, გრძნობები, ეს კი თავისთავად წარმოგვიშობს მორალურ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ. პირობითად, მათთვის ყველაზე რთულ პერიოდში მხარდაჭერის ვალდებულებას. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ არ დაეხმარები მეგობარს, გაუმკლავდეს გარკვეულ პრობლემებს, ფორმალურად არავინ დაგსჯის, თუმცა აქ ამოსავალი ისევ ადამიანის შინაგან ბუნებაში უნდა ვეძებოთ.

მოდით, საკითხს უტილიტარიზმის პერსპექტივიდან შევხედოთ, რომელიც ძირითადად სამი სახის პრინციპს სახავს და მათ დაცვას ითხოვს. ესენია: 1. ბედნიერების შეგრძნება, როგორც უმაღლესი ღირებულება. 2. ადამიანის ქმედება, რომელიც მიმართული უნდა იყოს საერთო ბედნიერების ფორმირებისკენ. 3. ყველას ბედნიერებათა თანასწორობა. ამ პრინციპებიდან ერთ-ერთის დარღვევაც კი წინააღმდეგობაშია უტილიტარიზმთან, ამიტომ ჩნდება კითხვა, მისი დარღვევის შემთხვევაში ადამიანი თუ რა სახის პასუხისგებლობას უნდა ელოდოს.

ჯონ სტიუარტ მილი, როდესაც საუბრობდა ბედნიერების თანასწორად განაწილებაზე, იმასაც გულისხმობდა, რომ ყველა ადამიანს თანაბრად უნდა მიეღო მის ფორმირებაში მონაწილეობა. ყველაფერ ამის დარღვევის შემთხვევაში, მილი ადამიანის მორალურ პასუხისგებლობაზე საუბრობდა. ამ სახის სანქცია უტილიტარიზმისთვის ერთ-ერთი უმაღლესია, რადგან ის ადამიანის ბუნებასთანაა მჭიდრო კავშირში. ზოგადად, ამ იდეოლოგიისთვის ადამიანიზე მორალური პასუხისგებლობის დაკისრება გამოცდილების მიღებასაც უკავშირდება. არსებობს პრეზუმცია, რომ ის იმდენად არის დაკავშირებული ადამიანის შინაგან სამყაროსთან, რომ მას უდიდეს ტკივილს აყენებს. შესაბამისად, ადამიანს აღარ უჩნდება სურვილი იმისა, რომ ეს ქმედება გაიმეოროს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამი პრინციპიდან ერთ-ერთის დარღვევა უტილიტარიზმისთვის "ცუდი" საქციელია. აქ არ გვაქვს სიცუდის სტანდარტები, ამიტომ მისი ამგვარი სტატუსი საკმაოდ მძიმე ხასიათისაა. 

აქვე, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ მორალური სანქციის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არ აგებს პასუხს. ასეთ შემთხვევად მილი ღმერთისადმი შიშს განიხილავს. მართლაც, ადამიანმა, რომელსაც ღმერთი სწამს, მორალური ტანჯვა შეიძლება მისგან მოვლენილ სასჯელად მიიჩნიოს, შესაბამისად, ეცადოს, თავიდან აირიდოს ამ სახის პასუხისგებლობა. მორალური სასჯელის შიში იმდენად განგრძობადია და მჭიდრო კავშირშია სულიერებასთან, რომ ადამიანი ცდილობს თავისი ქმედების შედეგად არ დაიმსახუროს ის ან  არ გააჩინოს საბაბი მის მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის მორალური სანქცია საკმაოდ მძიმე ხასიათისაა, არ არის რთული წარმოსადგენი, რომ ადამიანმა ისევ საკუთარი შინაგანი მორალის კარნახით, უტილიტარისტული პრინციპის გათავისებაზე უარი თქვას. მაგალითად, ადამიანს შეიძლება სულაც არ უნდოდეს რომ სხვის ბედნიერებაზე იზრუნოს და სრულ ვაკუუმში ურჩევნოდეს ცხოვრება. ესეც ხომ მისი არჩევანია?! თუმცა, ამ შემთხვევაში ადამიანს ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა გაწირავს, "ცუდად" მიიჩნევს და არ მისცემს საერთო ბედნიერების სხვა გზებით მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ადამიანის შინაგანი მორალისთვის სრულიად მიუღებელი იყოს უტილიტარიზმის პრინციპები, ის მომავალში ისევ თამაშგარედ აღმოჩენის შიშით მიღებულ მორალურ სანქციას, მის უსიტყვოდ მიღებას ამჯობინებს.

ნინო დოლიშვილი

“Desire fulfillment theory”

27.03.2021

მოქმედება მართებულია, თუ ის სარგებლის მომტანია და მცდარია, თუ სარგებელი არ მოაქვს.“

“Desire theories”  გულისხმობს, რომ ბედნიერება მოაქვს იმის მიღებას, რისი სურვილიც ინდივიდს აქვს.  ჰედონიზმი, როგორც “Desire theories” ნაწილი ნიშნავს, რომ ბედნიერება, ეს არის ადამიანის სუბიექტური ემოცია.  “Desire fulfillment theory”-ის გათვალისწინებით კარგი ცხოვრების მიღწევა დაკავშირებულია ინდივიდის დამოკიდებულებაზე, უფრო კონკრეტულად არა ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ იმაზე თუ როგორ იღებს ინდივიდი ამ ცხოვრებას და რა ემოციით უდგება მას. რაც უფრო ძლიერია იმის სურვილი, რომ რაღაცას მივაღწიოთ, მით უფრო დიდია მისი ახდენისგან მიღებული სიამოვნება და მით უფრო უარესია მიუღწევლობისგან გამოწვეული ტკივილი, რომელსაც იწვევს იმედგაცრუება. მსგავსად ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად რელევანტურია ურთიერთდამოკიდებულება სურვილის ხანგრძლივობასა და მისგან მიღებულ  სიამოვნება / იმედგაცრუებას შორის. “Desire fulfillment theory” ცენტრალურ როლს თამაშობს ჰიბრიდულ თეორიებში, რომლებიც შექმნილია კარგი ცხოვრების დასახასიათებლად და აერთიანებს სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებს.

ჰედონიზმის მსგავსად, “Desire fulfillment theory” მარტივად ხსნის, თუ რატომ არის ნაყინი უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სახის ფიზიკური ტკივილი, მაგ: თვალში თითის მოხვედრა. “Desire fulfillment theory”-ის მიხედვით, სურვილის ახდენას ყოველთვის წვლილი შეაქვს ინდივიდის გაბედნიერებაში, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებს ეს ყოველივე ინდივიდს.

ამ თეორიის ძირითადი  კრიტიკა  და უარყოფა იმისა, რომ იგი ყველა შემთხვევაში გამართლებულია, შეგვიძლია ვაჩვენოთ მარტივი მაგალითით. ინდივიდს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ შეაგროვოს ჩინური ჩაის ჭიქები, დაითვალოს ჩამოცვენილი ფოთლები ან მოუსმინოს მხოლოდ ერთი ჟანრის მუსიკას, რეალობაა ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი კოლექციაც რომ ჰქონდეს ინდივიდს ჩაის ჭიქების, მხოლოდ მისი ქონა არ გახდის ადამიანს ბედნიერს ანუ ეს ყველაფერი ბედნიერ ცხოვრებამდე მაინც ვერ მიიყვანს ადამიანს. ლოგიკურია, რომ დღევანდელი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება ისეთი სურვილების ახდენამ მოუტანოს, როგორიც ზემოთ აღნიშნული მაგალითია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მე შეიძლება თუნდაც ჭიქების შეგროვებამ უსაზღვრო ბედნიერება მომანიჭოს, მაგრამ რეალურად და ობიექტური  თვალსაზრისით ეს ბედნიერ ცხოვრებას სულაც არ ნიშნავს. აქ წამოიჭრება კიდევ ერთი საკითხი, თუ ვინ განსაზღვრავს იმას თუ რა არის ბედნიერად ცხოვრება და ვისი გადმოსახედიდან განისაზღვრება ბედნიერი ცხოვრების ობიექტური და სუბიექტური მხარეები. “Desire fulfillment theory” რეალურ ცხოვრებაში სისრულეში მოდის იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანის სურვილი ნამდვილად ღირებულია ობიექტური გადმოსახედიდან.

თეორიის მიხედვით, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს უნდა რომ რაღაც მოხდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღოს შედეგით, რასაც ამ სურვილის ახდენა იწვევს. მაგალითად, ადამიანს უნდა, რომ ითოვოს მთებში, იმისთვის რომ სიამოვნება მიიღოს მოგზაურობით და მთებში თოვლზე სრიალით. დავუშვათ, რომ ნამდვილად ითოვა მთებში, თუმცა მას საკუთარი მოგზაურობის გაუქმება მოუწია, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მისი სურვილი კი ახდა, ითოვა, თუმცა ამას მისთვის არავითარი სარგებელი და სიამოვნება არ მოუტანია, აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი ვერ გაბედნიერდა. სწორედ ასეთ შემთხვევებში იჩენს თავს შეზღუდვები “Desire fulfillment theory”-ში. სურვილი, რომელიც ეფუძნება მისი ახდენისგან გამოწვეულ სიამოვნებას, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პრობლემატურად განსახილველია. რომ შევაჯამო, თეორიის ძირითადი არსი იმას გულისხმობს, რომ სურვილის ახდენას ბედნიერ ცხოვრებამდე მივყავართ, რაც ყოველთვის არ გვაძლევს დადებით შედეგს, სწორედ ამიტომ უნდა მივუდგეთ ყველაფერს ობიექტურად და, რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ უარყოფითი შედეგებიც, რომლებმაც შესაძლოა ინდივიდი დიდ იმედგაცრუებამდე და ტკივილამდე მიიყვანოს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს გააჩნდეს ობიექტურად განსჯის უნარი საკითხებისადმი და ისიც, რომ მას მუდამ იმის მოლოდინი არ ექნება, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება და ყველა მისი სურვილი ასრულდება. მართალია, მოტივაცია ადამიანთა უმეტესობას უკეთესი ცხოვრებისკენ მოუწოდებს, მაგრამ სურვილის აუხდენლობისგან გამოწვეული ტკვილიც არ უნდა დავივიწყოთ.

 

 ნინო დოლიშვილი

შიო ბერიძე

უტილიტარიზმი და ინდივიდუალური უფლებები

27.03.2021

უტილიტარიზმი, როგორც ეთიკური თეორია, არის ისეთი მსოფლმხედველობა, რომელიც მორალურად კარგსა და ცუდს განასხვავებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სიკეთისა და ბედნიერების მომტანია ესა თუ ის ქმედება შედეგობრივად და რამდენად აგვარიდებს ის ტკივილს. შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია კონსეკვენციალიზმის ნაწილს წარმოადგენს, რადგან ყოველი ქმედების ღირებულება განისაზღვრება შედეგით. გარდა ამისა, ის შეიცავს ჰედონისტურ ელემენტებს იქიდან გამომდინარე, რომ გრძნობებთან დაკავშირებულია.

უტილიტარიზმს გააჩნია თავისი დადებითი მხარე, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ხსენებული არის პრაგმატული და შედეგზეა ორიენტირებული, თუმცა მას, ისევე, როგორც სხვა ეთიკურ თეორიებს, გააჩნია უარყოფითი, სუსტი, მხარეც, კერძოდ, შეგვიძლია მივუთითოთ იმ დამოკიდებულებაზე, რომ თითქოსდა შედეგები პროგნოზირებადი და განსაზღვრადია, როდესაც ეს ობიექტურად ასე არ არის. ამასთანავე, უტილიტარიზმი შესაძლოა დემოკრატიულ საზოგადოებაში საფრთხისშემცველი გახდეს ლიბერალური ღირებულებებთან მიმართებით, რაც გამოიხატება ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვაში. სწორედ ეს იქნება ჩემი განხილვის თემა.

ლიბერალიზმის საფუძველს წარმოადგენს კერძო ავტონომიის პრინციპი და ინდივიდუალური თავისუფლება, რაშიც იგულისხმება ყველა ის ძირეული უფლებები, რომლებიც დღეს თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში არსებობს. აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმი ორიენტირებულია კერძო ინდივიდზე, ხოლო უტილიტარიზმი კი შედარებით უფრო - სოციუმზე, რაც მეტი სარგებლისა და ბედნიერების მომტანია და ეს უკანასკნელი რაც უფრო მეტ ადამიანზე გავრცელდება, მით უკეთესი იქნება. სწორედ ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ისე დადგეს საკითხი, რომ უტილიტარიზმმა უგულებელყოს ინდივიდები და მათი ინდივიდუალური უფლებები, რაც ლიბერალიზმს ეწინააღმდეგება.

ჯონ როულსმა დასვა ისეთი შეკითხვები, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს უტილიტარიზმის მოცემულ ნაკლს, რაც მდგომარეობს შემდეგში: არის თუ არა უტილიტარიზმის ცნება ადამიანის განუყოფელი უფლებების შესაბამისი, რაშიც მოიაზრება, რომ არსებობს უფლებები, რომლებიც შეუძლებელია ჩამორთმეული ჰქონდეს ადამიანს. შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ორივე ღირებულება ყოველთვის თანაბარი ხარისხით დავიცვათ?

როულსის აზრით, ამას გააჩნია უარყოფითი პასუხი. იგი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ერთდროულად იყო უტილიტარისტი და ამავდროულად სრულად შენარჩუნებული გქონდეს ინდივიდუალური უფლებები. ამის მიზეზად ის ასახელებს უტილიტარიზმის მიზანს, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი დააკმაყოფილოს, რისი პარალელიც რაღაც მხრივ დემოკრატიასთანაც გაივლება. აქედან გამომდინარე, მოცემული ლოგიკით ადამიანების უმრავლესობამ შესაძლოა დააწესოს გარკვეული იდეალი და ვინც ამისგან განსხვავებულია, კერძოდ, უმცირესობა, შეიძლება დაიჩაგროს და უფლებრივად შეიზღუდოს. ამის გამართლება უტილიტარიზმში იქნება იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ასეთი პირების ინდივიდუალური უფლებები საერთო კეთილდღეობისა და ბედნიერების მაქსიმიზაციას ხელყოფს, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია. ლიბერალიზმი ხომ სწორედ იმას ემსახურება, რომ დემოკრატიის უარყოფითი ეფექტებისგან დაიცვას უმცირესობა, რომ უმრავლესობას არ შეეძლოს უმცირესობის უფლებების გაქარწყლება. ეს დაპირისპირება ცალსახად უკავშირდება სოციუმისა და ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულებას. შედეგად უტილიტარისტი გარკვეულ სიტუაციებში ემპათიას მოკლებულია, რაც კოლექტიური სარგებლის ინდივიდისაზე წინა პლანზე წამოწევას იწვევს და დავიწყებას მიეცემა ის, რომ საზოგადოება ინდივიდებისგან შედგება, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა მიზნები, ღირებულებები, ინტერესები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, უტილიტარიზმის ნაკლი წარმოადგენს იმას, რომ იგი ვერ ითვალისწინებს ყოველი ადამიანის მდგომარეობას და უჭირს, სიკეთე და სარგებელი თანაბრად გადაანაწილოს საზოგადოების წევრებზე. ამის ნათელი მაგალითია მონობა, რომელიც შესაძლოა უტილიტარიზმის მოძღვრებით გამართლებულად იყოს მიჩნეული, ვინაიდან უმცირესობა მონები ემსახურებიან უმრავლესობას და ამით უმრავლესობის ბედნიერება იზრდება. ეს კი, ჩემი აზრით, უტილიტარიზმის უდიდესი ნაკლია. ამის გარდა, უტილიტარისტულად ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და სხვა არ უნდა მოვკლათ, მაგალითად, არ უნდა დავსაჯოთ სიკვდილით იმიტომ, რომ მისი სიცოცხლე უფრო ღირებული იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე სიკვდილი. ეს ჩემთვის ამორალურია, რადგან სიცოცხლის დაცვის საფუძველს ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს უბრალოდ სიცოცხლის ინდივიდუალური უფლება, რომელიც ყოველ ადამიანს გააჩნია დაბადებისთანავე, არამედ ეთიკური შეხედულება, რომელიც ადამიანს თითქოს მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოაჩენს, რაც კონსტიტუციური გაგებით მისი ღირსებას შემლახველია.

განვიხილეთ ის, თუ რას მოიცავს უტილიტარიზმი და რა გავლენა აქვს მას ინდივიდუალურ უფლებებსა და ლიბერალურ ღირებულებებზე. შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უტილიტარიზმს გააჩნია უმრავლესობის ინტერესებისკენ მიდრეკილება, რაც კერძო სუბიექტების მდგომარეობისა და უფლებების ხარჯზე შეიძლება დაკმაყოფილდეს. ეს კი ინდივიდუალურ უფლებების შეზღუდვით გამოიხატება. ჩემი აზრით, აღნიშნული ნაკლი უტილიტარიზმს ეფექტურობასა და ნდობას აკარგვინებს, ვინაიდან სოციუმის ყოველი ინდივიდი შეიძლება ოდესღაც და რომელიღაც საკითხში აღმოჩნდეს უმცირესობის პოზიციაში.

სალომე გეწაძე

ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საკითხი პარტიკულარული კონსეკვენციალიზმის მიხედვით

27.03.2021

თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა  ტრანსპლანტაცია, ადამიანის ორგანოების გადანერგვა. ზოგიერთი ქვეყანა კრძალავს ადამიანის სიცოცხლეში მისი ორგანოების გადანერგვას, ზოგიერთი კი უშვებს. საერთო ჯამში, დიდი დილემაა იმასთან დაკავშირებით, გამართლებულია თუ არა ქვეყანაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

დავუშვათ, რომ ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, უფრო კონკრეტულად, ყველა ადამიანს, ვისაც აქვს თავისუფლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, აქვს უფლება, რომ გაყიდოს თავისი ნებისმიერი ორგანო და მის სანაცვლოდ მიიღოს ჰონორარი. რა თქმა უნდა, ყველა კანონს აქვს თავისი შედეგი ისევე როგორც ყველა ქმედებას. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კანონმა, რომელიც ორგანოებით ვაჭრობას უშვებს ქვეყანაში?

ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ან განუვითარებელ ქვეყნებში, ცხოვრობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. ადამიანის ორგანო კი მისი ფასეულობიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირი ღირს რომელი ფულითაც  მწვავე  ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გადალახავს პრობლემებს ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივად. თუმცაღა, ზოგადად, ყველა ორგანო მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლისთვის. სხვაგვარად არც გვექნებოდა, მარტივი ლოგიკაა. სწორედ ამიტომ ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ორგანო, რომელსაც ადამიანი სხვას გადაუნერგავს, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მწვავე პრობლემები შეგვიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება და მედიცინა საკმაოდ კარგადაა განვითარებული, მაინც რთულია იმის დადგენა, რომელი ორგანოს არქონა რა გვერდით მოვლენას გამოიწვევს, ამიტომაც შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ იმ კონკრეტული ორგანოს არქონა მისთვის საზიანო არ იქნება, თუმცა საბოლოოდ, შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ.

ზემოთ ნახსენები შედეგის გარდა, ამ კანონს მოჰყვება აუცილებლად მეორე მთავარი შედეგი - გადარჩება იმ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე რომელსაც ძალიან სჭირდება ის ორგანო.

ქმედებების მორალური სისწორის შესაფასებლად საკმაოდ კარგი საშუალებაა ფილოსოფიური მოძღვრების კონსეკვენციალიზმის გამოყენება, რომელიც ქმედებას, ძირითადად, შედეგზე დაყრდობით აფასებს. ამ შემთვევაში კი ადამაინის ორგანოებით ვაჭრობას და მისგან დამდგარ ორ შედეგს განვიხილავ  პარტიკულარული კონსეკვენციალიზმის ჭრილში. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ ქმედების შედეგი რაც დადგა, შევაფასოთ იმით, აქვს თუ არა ზეგავლენა ამ შედეგს კონკრეტული ადამიანებისთვის. მოაქვს თუ არა მათთვის კეთილდღეობა .

ადამიანნის ორგანოებით ვაჭრობაში პირველი მთავარი პირი არის ის, ვინც იღებს ორგანოს საკუთარი ორგანიზმიდან. ასევე სწორედ ეს პირია ის, ვინც ზეგავლენას განიცდის ამ კანონით, თუმცა მოაქვს ამ კანონს მისთვის კეთილღეობა? ეს ადამიანი  მიიღებს სარგებელს ეკონომიკური კუთხით, იმ ჰონორარის სახით, რომელსაც ორგანოს გაყიდვით მიიღებს, თუმცა დააზარალებს საკუთარ ჯანმრთელობას და დიდი რისკია, რომ ეს დაზარალება სიცოცხლიის ფასად დაუჯდეს. რადგან, ჩემი აზრით, სიცოცხლე და ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, რომლის შოვნის შესაძლებლობა სულ არის, თუ ამაში ძალისხმევას ჩავდებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფი სარგებელს ვერ იღებს კანონით დამდგარი შედეგისგან.

რაც შეეხება პირს, რომელიც იღებს უშუალოდ ორგანოს, შედეგებზე რომ ვიმსჯელოთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ის კონკრეტული ჯგუფი ამ კანონის შედეგებისთვის, რომლებიც ზეგავლენას განიცდიან და ეს ზეგავლენა კეთილდღეობის მომტანი იქნება მათთვის, კერძოდ გადარჩება მათი სიცოცხლე. აქ შეიძლება შემოვიდეს უარყოფითი ზეგავლენაც იმ კუთხით, რომ თანხას იხდიან საკმაოდ დიდს და ხშირად ამ თანხისთვის უწევთ თავიანთი ქონების გაყიდვა. ასევე შეიძლება მეორე ფაქტორი მორალური ტრავმა იყოს იმ შემთხვევაში, თუ დონორი დაზიანდება და ზარალს ნახავს, რა თქმა უნდა, ეს ორივე ფაქტორი იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ეს კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც მიიღებენ სწრაფად და მარტივად ორგანოს, ნახავს სარგებელს და კეთილდღეობას, რადგან სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი ფასეულობაა.

საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ პარტიკულარული კონსეკვენციალიზმის გადმოსახედიდან შევხედავთ ამ კანონს, მისი შედეგები კეთილდღეობის მომტანი იქნება იმ პირებისთვის, ვინც იღებს ორგანოს, ხოლო  იმ პირებისთვის, ვინც გასცემს ორგანოს, უმეტეს შემთხვევაში კეთილდღეობის მომტანი არ იქნება.

 

მარი მარღიშვილი

არსებული ნორმების დარღვევის შესაძლებლობა შეზღუდული და უკიდურესი უტილიტარიზმის ფარგლებში

27.03.2021

უტილიტარიზმი არის დოქტრინა იმასთან დაკავშირებით, რომ ქმედება უნდა განვსაჯოთ მისი შედეგის მიხედვით. მხოლოდ რაიმე ქმედებისგან გამოწვეული შედეგი არის იმის განმსაზღვრელი, თუ რა არის სწორი და რა არასწორი. უტილიტარიზმთან დაკავშირებით არაერთი ფილოსოფოსი საუბრობს, რომლებიც აყალიბებენ საინტერესო პოზიციას საკუთარი გადმოსახედიდან. Ერთ-ერთი ავტორი, რომელიც, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიხსენიოთ, არის ჯეკ სმარტი. ის თავის ნაშრომში განიხილავს შეზღუდული და უკიდურესი უტილიტარიზმის კონცეფციას და თითოეულ მათგანს დეტალურად აღწერს.

ორივე ზემოაღნიშნული მიმდინარეობა განსხვავებულად აღიქვამს მორალურ ნორმებს და, აქედან გამომდინარე, მათი დარღვევის შესაძლებლობასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. შევეცდები, თითოეული მათგანის მიდგომა განვიხილო.

უკიდურესი უტილიტარიზმი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს არა საზოგადოების, არამედ ინდივიდის ქცევაზე. ამ უკანასკნელის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ თუ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე ქცევის ზოგადი წესის დარღვევას უფრო მეტი დადებითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე უარყოფითი, მაშინ პირი ასეც უნდა მოიქცეს და დაარღვიოს ნორმა. თუმცა ზემოაღნიშნული დასკვნა არის გამოტანილი ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანი არ არის უკიდურესი უტილიტარიზმის მიმდევარი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების თითოეული წევრი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს? მიმაჩნია, რომ, ვინაიდან საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ნორმის დარღვევა, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ქაოსს, ზოგადი დანაწესის არსებობა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება, ყველა თავისებურად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში უნდა იყოს შესაძლებელი ნორმებისგან აბსოლუტური გადახვევა. უკიდურესი უტილიტარიზმი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანი ქმედების განხორციელებისას ყოველთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ისე, როგორც მისთვისაა უმჯობესი, შესაბამისად, ერთი შეხედვით, ის ყოველთვის თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს შეიძლება ინდივიდუალურად დადებითი შედეგის მომტანი იყოს, თუმცა საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან ანალოგიური ქმედების განხორციელება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს.

რაც შეეხება შეზღუდულ უტილიტარიზმს, მისი მიმდევრები ფიქრობენ, რომ ქმედების შედეგზე მეტად ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად ჯდება ქმედება მორალური ნორმის ფარგლებში. შესაბამისად, თუ, მაგალითად, უკიდურესი უტილიტარიზმის წარმომადგენლები ჰიპოთეტურად უშვებენ, რომ შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში დიქტატორს დახრჩობის საშუალებას მისცემენ, რადგან ამას მეტი დადებითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე უარყოფითი, შეზღუდული უტილიტარიზმი ამას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ეს თეორია უფრო მეტად უჭერს მხარს მორალური ნორმების დაცვას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს, თუმცა ზემოაღნიშნულ მაგალითში მეტად ვემხრობი შეზღუდული უტილიტარიზმის გაგებას, ვინაიდან აქ შემდეგი საკითხი იბადება: შეიძლება თუ არა ადამიანის მოკვლა მაშინ, როდესაც მისი სიკვდილი ათასობით სხვას გადაარჩენს? ეს ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელთა გადაჭრასაც ორივე თეორია გვთავაზობს.

Კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაშინ, როდესაც ზოგადი ნორმის დარღვევაზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ საზოგადოებაში მსგავსი ფაქტის რამდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში ნორმა ხალხის მხრიდან ნდობას თანდათანობით კარგავს. შესაბამისად, ვფიქრობ, მეტად შეიძლება ადამიანებმა დაიწყონ იმ გზების ძიება, რა გზებითაც შეძლებენ, რომ ნორმის ფარგლებს გვერდი აუარონ, რაც შეიძლება არა მხოლოდ საზოგადობისთვის, არამედ, უფრო ზოგადად, სახელმწიფოსთვისაც უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს. თუმცა, სხვა კუთხით რომ შევხედოთ, მსგავსი გაგება იმისა, რომ ნორმა არასდროს არ უნდა დაირღვეს, მიუხედავად დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი დადებითი შედეგებისა, გარკვეულწილად პროგრესს შეაფერხებს. არსებული წესები, რაც საზოგადოებას დღეს ერგება, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იქნება რელევანტური, ვინაიდან მუდმივი ცვლილება და თანამედროვეობასთან შესაბამისობა აუცილებელია. შესაბამისად, ასეთი ერთფეროვანი შეხედულება, რომ არასდროს შეიძლება დადგენილი ნორმიდან გადახვევა, ვფიქრობ, არასწორია.

როგორც ვხედავთ, თითოეული უტილიტარიზმის თეორია სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა გამოსავალს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდული უტილიტარიზმი უფრო მისაღებად მიგვაჩნდეს, ვფიქრობ, ორივე ზემოაღნიშნული თეორია კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა შევუსაბამოთ. უკიდურესი უტილიტარიზმი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მისი გამოვლინება პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ადამიანი უშუალოდ მოძღვრების მიმდევარი. ეს გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ ადამიანი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მოქმედებს საკუთარი ინტერესების აღსასრულებლად, ხოლო თუ მას მიაჩნია, რომ ნორმის დარღვევით ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ის ასეც იმოქმედებს. მორალურ ნორმებს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მიჰყვებიან ისე, რომ შესაძლოა ვერც გაიაზრონ, რომ ესა თუ ის ქმედება მორალური ნორმის ფარგლებში ჯდება.

მარიამ ზაუტაშვილი

პიტერ სინგერი შიმშილობაზე, სიმდიდრესა და მორალურ ვალდებულებებზე

27.03.2021

„როდესაც ამას ვწერ, 1971 წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ ბენგალის ტერიტორიაზე ხალხი საკვების, თავშესაფრისა და სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო იხოცება.“ ამ სიტყვებით იწყებს პიტერ სინგერი თავის ესეის, რომელშიც იგი სიდუხჭირისა და სიუხვის კონტრასტს ადამიანის მორალურ ვალდებულებებს უკავშირებს. 70-იან წლებში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ბენგალი (დღევანდელი ბანგლადეში) დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, 9 მილიონამდე ადამიანმა თავი ინდოეთს იმ იმედით შეაფარა, რომ სახელმწიფო მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა და გენოციდისგან დაიცავდა. ლტოლვილთა უზარმაზარმა ტალღამ დიდი დარტყმა მიაყენა ინდოეთის ეკონომიკას და გასაკვირი არაა, რომ ხალხს თავშესაფრის პოვნა კანალიზაციის მილებშიც კი უწევდა. სწორედ ამ მოვლენებმა შთააგონა ავსტრალიელი ფილოსოფოსი, პიტერ სინგერი, დაეწერა ესეი, რომელშიც იგი თავისი მორალური ღირებულებების საფუძველზე არ ერიდება ცალკეული ინდივიდებისა და დასავლეთ ევროპის მდიდარი ქვეყნების კრიტიკასა და განსჯას. სინგერი გვთავაზობს თავისთვის სწორ, მორალურად გამართლებულ პრინციპს, რომლის გაზიარების შემთხვევაში, ადამიანები თავიდან ავიცილებთ ისეთ უბედურებებს, როგორიც მასობრივი შიმშილობა და მის შედეგად მილიონობით ადამიანის სიკვდილია.
მთავარი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რაიმე ცუდი ისე, რომ ამის სანაცვლოდ მსხვერპლად არ შევწიროთ რაიმე ჩვენთვის მორალურად ღირებული, ვალდებულნი ვართ, ასეც მოვიქცეთ, სწორედ ჩვენივე მორალიდან გამომდინარე. სინგერისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანები ისეთ ქმედებას უნდა ვახორციელებდეთ, რომელიც არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე მეტ სიკეთეს ქმნის არა მხოლოდ ჩვენი თავისთვის, არამედ საზოგადოდ. ამ ფუნდამენტური პრინციპის საილუსტრაციოდ ავტორი წარმოსახვით, რელობასთან ყველაზე ახლო მყოფ მაგალითს გვთავაზობს: წარმოიდგინეთ, რომ ჩაუარეთ არც თუ ისე ღრმა აუზს, რომელშიც ბავშვი იხრჩობა. ადამიანთა უმრავლესობა ასეთ დროს დაუფიქრებლად გადახტება აუზში მის გადასარჩენად. მართალია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ტანსაცმელი დაგისველდება ან სადმე დაგაგვიანდება, თუმცა იმ წამს შენთვის ბავშვის სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ დეტალებს ყურადღებას არ აქცევ და მზად ხარ, უბრალოდ დაეხმარო. მოცემული პრინციპისა და ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითის საფუძველზე იკვეთება, პირველი, სიახლოვისა და მანძილის საკითხი. სინგერის აზრით, იმ ადამიანის დახმარება, რომელიც ჩემ თვალწინ გასაჭირშია, ან უბრალოდ ჩემი მეზობელია და ფიზიკურად ჩემთან ახლოსაა, მორალურად არ განსხვავდება იმ ადამიანის დახმარების ვალდებულებისგან, რომელიც ათასობით მილის დაშორებით, ბენგალში შიმშილით კვდება. მეორე საკითხი, რომელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, ერთმანეთისგან არ განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც პირი ერთადერთია, რომელსაც დახმარება შეუძლია და როდესაც ის ერთ-ერთი მრავალთაგანია. თუ ავტორის არგუმენტაციას სრულად გავიზიარებთ, გამოდის, რომ ყველას ერთნაირი მორალური ღირებულებები უნდა გაგვაჩნდეს. სწორედ ამ ნაწილში არ ვეთანხმები ავტორს და მივიჩნევ, რომ მისი მოსაზრება მორალზე რამდენადაც სუბიექტურია, იმდენად შეიძლება მას სხვა, ალტერნატიული თეორიები დავუპირისპიროთ. მაგალითად, შეიძლება ქველმოქმედება ზნეობრივად გამართლებული და სიკეთის მომტანი იყოს, თუმცა რამდენადაა იგი ვალდებულება და არა უბრალოდ ინდივიდის კეთილგანწყობა? თითოეულ ადამიანს აქვს თავის ქონებაზე საკუთრებისა და მისი სურვილისამებრ განკარგვის უფლება, შესაბამისად, თუ მე გარკვეულ თანხას არ შევწირავ ქველმოქმედებას, ეს ჩემს ამორალურობაზე არ მეტყველებს.
ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრება, რომელიც ობიექტურ რეალობასთან ყველაზე ახლოსაა, იმის მტკიცებაა, მიაღწევს თუ არა ჩემ მიერ გაღებული თანხა დანიშნულების ადგილამდე. რამდენად „ამორალურადაც“ უნდა ჟღერდეს, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შეწირული თანხის დიდი პროცენტი ხშირად უგზო-უკვლოდ ქრება. ეს არასწორი მენეჯმენტის ან ქურდობისა და კორუფციის შედეგია. სინგერის ანალოგიას შეიძლება ამ არგუმენტის საფუძველზეც დავუპირისპირდეთ. მაშინ, როდესაც ჩემ წინ ბავშვი იხრჩობა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმედებით მის სიცოცხლეს მართლაც ვიხსნი, თუმცა, თუ ეს ბავშვი ათიათასობით მილის დაშორებით, რთულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში იტანჯება, მიჩნდება ეჭვი, რეალურად მას ვეხმარები თუ არა. შესაბამისად, ეს განაპირობებს პირველ და მეორე შემთხვევებს შორის განსხვავებას. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ გაღებულ დახმარებას რეალური შედეგი მოჰყვება, შესაბამისად, ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, რათა ხალხს მათ მიმართ ნდობა დაუბრუნდეს. ეს დამოკიდებულება, მართალია, ლოგიკურია, თუმცა იგი ერთგვარი წახალისებაა ქველმოქმედებისგან თავის შეკავებისა, რაც ცალსახად გაუმართლებელია.
პიტერ სინგერის ეს ნაშრომი უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად არ ვიზიარებ მის რადიკალურ პოზიციას ზნეობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სამყაროში ესეი ნამდვილად წარმოადგენს ხალხის გამოსაწვევად და მასში ალტრუიზმის გასაღვიძებლად განკუთვნილ ძლიერ იარაღს.

 

ანა ტაბატაძე

„მორალის“ მათემატიკის შეცდომები

27.03.2021

კონსეკვენციალიზმი ეთიკური თეორიაა, რომელიც ქმედებების მორალურობის შეფასების შემდეგ ხერხს გვთავაზობს: „მოქმედება მართებულია, თუ ის სარგებლის მომტანია და მცდარია, თუ სარგებელი არ მოაქვს.“ კონსეკვენციალიზმი მხოლოდ ქმედების დადებითობა/უარყოფითობის შეფასებით არ კმაყოფილდება და ალტერნატიულ ქმედებათა ურთიერთშედარებასაც აუცილებლად მიიჩნევს. შესაბამისად, ორი  ალტერნატიული ქმედების შესაძლებლებლობიდან მორალურად მართებულია ის, რომელიც უფრო მეტი სარგებლის მომტანია.

კონსეკვენციალიზმს მორალური მათემატიკის შეცდომებამდე მივყავართ. პირველ რიგში, რთულია ორ ქმედებას შორის მეტობა-ნაკლებობის ნიშნის სწორად დაწერა. როგორ უნდა დავადგინოთ რომელი ქმედებაა უფრო მეტი სიკეთის მომტანი? ამ თეორიის ძირითადი პრობლემა იმ დაშვებაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანისთვის ერთსა და იმავე სიკეთეს თანაბარი ფასი აქვს. კონსეკვენციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი სარგებელს ერთნაირად განიხილავს. ჰიპოთეტურ მაგალითებში შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ 10 სიცოცხლე უფრო ღირებულია, ვიდრე 1, თუმცა რეალობაში ღირებულებები იშვიათად თუ განისაზღვრება რიცხვებით და „მორალური კალკულატორის“ გამოყენებაც ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ის, რაც ცალკეული პიროვნებისათვის სარგებლის მომტანია და მას ბედნიერებას ანიჭებს, შეიძლება საზოგადოების ზოგად მორალსა და საღ აზრს ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა კონსეკვენციალიზმის თანახმად ეს ქმედება მაინც მართებულად ჩაითვლება, ვინაიდან ის სარგებლის მომტანია ამ ქმედების განმახორციელებელი აგენტისთვის და ეს სარგებელი ამ შემთხვევაში მისი სიამოვნებაა. ფსიქოპატი მკვლელი სიამოვნებას იღებს სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობით, მაგრამ საზოგადოებრივ დონეზე ეს ქმედება ცალსახად არამართებულია, რადგან ის სპობს სიცოცხლეს,  მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების საერთო ბედნიერებას, იწვევს შიშსა და პანიკას. მოქმედების მორალური მართებულობის განსაზღვრის ეს მექანიზმი საკუთარ თავში შეიცავს წინააღმდეგობას- ზოგიერთ სადავო სიტუაციაში მორალურად მართებულია ის, რაც ზოგადმორალურად შეიძლება მცდარი იყოს.

რაც შეეხება სხვა შეცდომებს, რომელთაც მორალურ „გამოთვლაში“ ვხვდებით, ერთ-ერთი ასეთია საკუთარი ქმედებების აღქმა საერთოსაგან დამოუკიდებლად და მოწყვეტილად. შეიძლება, პიროვნების ქმედებამ, ცალკე აღებულმა სამყაროში არანაირი ცვლილება არ გამოიწვიოს, თუმცა სხვა ქმედებებთან ერთობლიობაში ის მორალურად მართებული და სარგებლის მომტანი გახდეს, ან პირიქით, ის რაც ცალკე აღებული ცვლილებას არ იწვევს, სხვის ქმედებასთან კუმულაციურ ერთობლიობაში, ზიანის მომტანი გახდეს.

პირველ რიგში, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ცალკეული ქმედების მცირე შედეგმა. ამის კარგი მაგალითია მოქალაქეთა მიერ არჩევნებში მონაწილეობა. საქართველოს საარჩევნო სიაში 3 205 634 ადამიანია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის ხმის „წონა“ ხელისუფლების ფორმირებაში 1/3205634-ია, რაც საკმაოდ მცირე სარგებლად ჩანს იმის ფონზე, რომ ჩვენ ხმის მისაცემად დრო და ენერგია  უნდა დავხარჯოთ. ჩვენ ვერ დავადგენთ, რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ცალკე აღებული ჩვენი ხმა, შეიძლება ჩვენ მიერ არჩეულმა კანდიდატმა ვერც გაიმარჯვოს, თუმცა ამ შემთხვევაში სწორი იქნება ერთმანეთს დავუპირისპიროთ ალტერნატიული მოქმედებები და უპირატესობა მივანიჭოთ იმას, რომლის შესაძლო სარგებელიც მეტია. არჩევნებზე არწასვლა ჩვენ სარგებელს არ მოგვიტანს, არჩევნებზე წასვლა კი შეიძლება ჩვენთვის მომგებიანი იყოს, სწორედ ამიტომ უნდა მივანიჭოთ მას უპირატესობა.

თუ ჩვენ მცირე მნიშვნელობის სარგებელს მორალურად არარელევანტურად მივიჩნევთ, ეს უფრო დიდ პრობლებამდე მიგვიყვანს- მცირე ზიანის მორალური განსჯის გარეთ მოქცევამდე, მაშინ, როდესაც ამ მცირე და შეუმჩნეველ ზიანს შეიძლება სხვა ქმედებებთან კუმულაციურად, საერთო ჯამში, ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. ერთი ადამიანის მიერ ქუჩაში დაგდებული ერთი პოლიეთილენის შეფუთვა იმწუთიერ ეფექტს არ გამოიწვევს, თუმცა სხვა მოქმედებებთან კუმულაციურად, ჩვენი მოქმედების შედეგი ზიანის მომტანი და მაშასადამე, მორალურად არამართებულია.

რეალურად, თუ გვსურს საკუთარი მორალური მსოფლმხედველობის გაუმჯობესება და საკუთარი მოქმედებების მაქსიმალურად მიახლოება სწორ, მორალურ მოქმედებებამდე, ამისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მათი პირდაპირი ეფექტის დადგენა. აუცილებელია ასევე შევაფასოთ, რა უპირატესობა აქვს კონკრეტულ მოქმედებას მის ალტერნატივასთან შედარებით სარგებლიანობის მხრივ და დავადგინოთ, სხვა მოქმედებებთან კუმულაციურ კავშირში ხომ არ იქნება ის ზიანის მომტანი.

 

 

გვერდები

 

ბლოგის ავტორები