ფიზიკის სკოლის სტუდენტები, სკოლის დაარსების დღიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ასევე, ჩვენი სტუდენტები ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში და საერთაშორისო სამეცნიერო ტურნირში გამარჯვებულები არიან.
ფიზიკის სკოლის სასწავლო პროგრამა შედგენილია მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებების − მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ); სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ); შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის; კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ); კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) − სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მრჩეველთა ჯგუფი მსოფლიოში აღიარებულ ფიზიკოსებს აერთიანებს.
ლექციებს გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები კითხულობენ. სტუდენტები საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლებიან. ისინი მუდმივად იღებენ უახლეს ინფორმაციას თანამედროვე კვლევებსა და მიღწევებზე. ატარებენ ექსპერიმენტებს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიაში, რაც თეორიული ცოდნის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ. აქტიურად ერთვებიან კვლევით სამუშაოებში. მონაწილეობას იღებენ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში.
ჩვენი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ვატარებთ სამეცნიერო კონკურსს ფიზიკაში. გამარჯვებული სტუდენტი (ან სტუდენთა ჯგუფი) მოხსენებას წარადგენს საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე.
ფიზიკის სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ, გააგრძელონ სწავლა ფიზიკის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ისინი ჩართულები იქნებიან მაღალანაზღაურებად კვლევით საქმიანობაში.
საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს ბაკალავრის ხარისხს ფიზიკაში.