ალექსანდრე სულაბერიძე შეირჩა HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად
29 August 2025
ალექსანდრე სულაბერიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის IV კურსის სტუდენტი, შეირჩა HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად და აგვისტოში, პროგრამის ფარგლებში, ის 2 კვირით იმყოფებოდა იაპონიაში.
HLAB 2025 აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც იაპონელ სკოლის მოსწავლეებს გაუწიეს მენტორობა, გაუზიარეს საკუთარი ხედვები და ჩაუტარეს სემინარები მათთვის საინტერესო და ინსპირაციულ თემებზე.
HLAB არის ლიბერალური განათლების საზაფხულო სკოლა, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეზე ორიენტირებულ, შემოქმედებით და პრაქტიკულ სწავლებას მორგებულს თანამედროვეობის სწრაფად ცვალებად რეალობაზე.
პროგრამის სახელწოდება ასახავს მის მთავარ ფილოსოფიას:
- H - “House“, რომელიც გუნდურობის და თანაცხოვრების იდეას გამოხატავს
- LAB - “Liberal Arts beyond Borders“, რაც გულისხმობს ლიბერალურ განათლებას საზღვრებს მიღმა.
ალექსანდრეს სემინარი ეხებოდა ხმოვანი ინჟინერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას - Foley ხელოვნებას, რომელიც კინოსა და თამაშების ინდუსტრიაში რეალისტური ხმოვანი ეფექტების ინჟინერიას მოიცავს.

Similar news

04 June 2024
ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში

26 September 2024
Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს

01 October 2024
LAB Technologies-მა პირველკურსელს სასწავლო სტიპენდია გადასცა

10 June 2025
Campus RoboSumo 2025

03 July 2025