GE

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლა

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება საფუძვლიანი ცოდნა მათემატიკაში, ფიზიკაში, ელექტრო ინჟინერიაში, პროგრამირებასა და ლაბორატორიულ მუშაობაში. პროგრამა მიზნად ისახავს შესაბამის შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლის გაგრძელება უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე. 

სტუდენტებს საშუალება აქვთ აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებში ინჟინერიის მიმართულებით. პროგრამის სტუდენტებს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. წარჩინებული სტუდენტები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტებში ინჟინერიის მიმართულებით. 

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • კომპიუტერული ინჟინერიის საბაზო განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითისთვის როგორიცაა: დიფერენციალური განტოლებები, მექანიკა და თერმოდინამიკა, ელექტრობა და მაგნეტიზმი, ოპტიკა, დისკრეტული მათემატიკა, წრფივი ალგებრა, პროგრამირების მეთოდოლოგია, პროგრამირების აბსტრაქცია, ალბათობა და სტატისტიკა, კალკულუსი. 
  • კომპიუტერული ინჟინერიის ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და ლაბორატორიულ კურსებს. ასევე, მოდული მოიცავს ჯუნიორ და სენიორ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ამზადებენ თეორიულ კვლევებსა თუ პრაქტიკულ პროექტებს.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

მიღების პირობები 2024

კოდი:

0360105 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 32

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 3 - -
უცხო ენა 2 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 7 28 -
ან ფიზიკა 7 4 90%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

2

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

7

მისაღები ადგილი

28

მინიმალური ზღვარი

-
ან ფიზიკა

საგნის წონა

7

მისაღები ადგილი

4

მინიმალური ზღვარი

90%

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლა - MACS[E] მოიცავს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს შორის დაარსების დღიდან პირველ ადგილზეა უნივერსიტეტებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულის მიხედვით შედგენილ რეიტინგში.

ამავე რეიტინგში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა საბაკალავრო პროგრამებს შორის მეორე ადგილზეა.

სწორედ ასეთი წარმატებული სკოლის ფარგლებში, 2020 წელს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.

აბიტურიენტების უმეტესობა, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებენ მონაწილეობას, სწორედ ამ სკოლას ირჩევენ.

მიღებული ცოდნის მაღალ ხარისხსა და კურსდამთავრებულების მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს მათი წარმატების ისტორიები.

კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა Facebook, Instagram, Apple, Google, Microsoft, Skype, Amazon, eBay და სხვა. კურსდამთავრებულები წარმატებით გადიან გასაუბრების და ტესტირების რთულ და კომპლექსურ ეტაპებს საერთაშორისო კომპანიებში.

დეკანი

Ამირან Ამბროლაძე

ამირან ამბროლაძე

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის დეკანი

a.ambroladze@freeuni.edu.ge

ასოცირებული დეკანი

Შოთა Ღვინეფაძე

შოთა ღვინეფაძე

ასოცირებული პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი

s.gvinepadze@freeuni.edu.ge
Ვახტანგ Ჯანდიერი

ვახტანგ ჯანდიერი

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი

v.jandieri@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Გუგა Ვარდიაშვილი

გუგა ვარდიაშვილი

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; ასისტენტ-პროფესორი

g.vardiashvili@freeuni.edu.ge
Მაიკლ Სონდერსი

მიხეილ სონდერს

პროფესორი; შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.saunders@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნატალია Ხუბაშვილი

ნატალია ხუბაშვილი

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის კოორდინატორი

n.khubashvili@freeuni.edu.ge