GE

კონფუცის ინსტიტუტი

ინსტიტუტის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი 2010 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჩინური ენისა და კულტურის ცენტრს. ჩინური ენა სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, რადგანაც ჩინეთი ეკონომიკურად დინამიურად ვითარდება. ბევრი ჩინური ენის სწავლას იწყებს, რადგან დაინტერესებულია ჩინური ენითა ან კულტურით.

მისი პარტნიორი უნივერსიტეტი ამჟამად არის ჭენგჭოუს უნივერსიტეტი. ჭენგჭოუს უნივერსიტეტი შედის ჩინეთის პირველი კლასის ეროვნული უნივერსიტეტების სიაში, ასევე არის შესაბამისი პროვინციის წარმომადგენლობითი უნივერსიტეტი.

კონფუცის ინსტიტუტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების მიერ ჩინეთის უკეთ შეცნობას; მსურველებს აძლევს ჩინური ენის სწავლისა და შემდგომ ჩინეთში სტაჟირების საშუალებას.

კონფუცის ინსტიტუტს ჰყავს მაღალკვალიფიციური ქართველი და ჩინელი პედაგოგები. კონფუცის ინსტიტუტს გააჩნია მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც ჩინური ენისა და კულტურის შესწავლას საგრძნობლად აადვილებს.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ასევე თანამშრომლობს ჩინეთის სხვადასხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში ფუნქციონირებს HSK-ის, HS­KK-ისა და YCT-ის საგამოცდო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩინური ენის დონის გამოცდის ჩაბარება და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მიღება.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის Facebook გვერდია: Confucius Institute at Free University of Tbilisi (Georgia) სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სიახლეებსა და უფრო დეტალურ ინფორმაციას კონფუცის ინსტიტუტის საქმიანობაზე. კონფუცის ინსტიტუტს ჰყავს ქართველი და ჩინელი დირექტორები.

კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. კონფუცის ინსტიტუტის გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების საშუალებით ჩინეთში იგზავნებიან სტუდენტები სასწავლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები (2022 - 2023)

ნაშრომი წარმოადგენს ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის კვლევას, საუბარია ფონეტიკაზე როგორც ფართო ცნებაზე, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც, ანუ არა მხოლოდ ჩინურ ბგერათა ფიზიოლოგიურ და აკუსტიკურ ბუნებას,  არამედ მათ ფუნქციებს ენობრივ სისტემაში და ბგერითი ელემენტების ურთიერთმიმართებებს.


International Chinese Education Research Topic Key Project: Research on the Construction of National Conditions Short Video Resources and Its Innovation Communication based on The Framework of Reference for Chinese Culture and Society in International Chinese Language Education (2022)

This work was supported by a grant from the Center for Language Education and Cooperation, Ministry of Education of the People's Republic of China.


International Chinese intelligent voice learning App development and resource construction based on Chinese Proficiency Grading Standards for International Chinese Language Education (2021)

This work was supported by a grant from the Center for Language Education and Cooperation, Ministry of Education of the People's Republic of China.


Construction of short video material library for international Chinese education based on language and culture integration (2020)

This work was supported by a grant from the Center for Language Education and Cooperation, Ministry of Education of the People's Republic of China


Bulletin 2, Guidelines for Transcription and Transliteration of the Syllable System of the Chinese Language in the Georgian Language, State Language Department (2019 - 2020)

მარინე ჯიბლაძე (2019-2020) ბიულეტენი 2, ქართულ ენაში ჩინური ენის მარცვლოვანი სისტემის ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.


Programs of Elementary and Basic levels of Chinese language, Department of Preschool and General Education Development, Ministry of Education and Science of Georgia (2018)

მარინე ჯიბლაძე (2018), ჩინური ენის დაწყებითი და საბაზო საფეხურების პროგრამები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.


ჯიბლაძე, მარინე. (2023). თემატური ჩინური ენა - მაღალი კურსის ჩინური ენის სახელმძღვანელო (გამოცემის პროცესში)


ჯიბლაძე, მარინე. (2023). ჩინურ-ქართული (ჩსკ) ლექსიკონი (შექმნის პროცესში)


ჯიბლაძე, მარინე. (2023). სსრკ-ს დაშლის გავლენა ჩინეთზე - გამოწვევები და პერსპექტივები ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე


ჯიბლაძე, მარინე. (2022). ჩინეთის ისტორია, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია, ოქროს საწმისი


ჯიბლაძე, მარინე. (2022). ჩინური ენის პრაქტიკული კურსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები


ჯიბლაძე, მარინე. (2022). ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ს დაშლამდე (1980-1991), აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე


ჯიბლაძე, მარინე. (2021). ახალი ჩინეთის დიპლომატიური მიღწევები (1949-1979), თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი


Jibladze, Marine. (2020). We share the Same Moon:“A Faithful Record of Sinologists Fighting Covid-19 with China”. The Commercial Press. Beijing


ჯიბლაძე, მარინე. (2018). სინოლოგია და ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ჩინეთმცოდნეობის სამეცნიერო კონფერენციის მასალები „სინოლოგია და თანამედროვე ჩინეთი“, ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო


ჯიბლაძე, მარინე. (2017). საქართველო და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, China Daily


ჯიბლაძე, მარინე. (2016). YCT სასკოლო ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდის ლექსიკონი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები


Jibladze, Marine. (2016). Belt and Road Initiative and Georgia, China Daily, Beijing


ჯიბლაძე, მარინე. (2015). რა ვიცით ჩინეთის შესახებ, თავისუფალი უნივერსიტეტი


ჯიბლაძე, მარინე. (2013). საქართველოში ჩინური ენის სწალვება, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ლანჭოუს უნივერსიტეტი